რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დააჯარიმეს მოქალაქე, რომლის სათვალთვალო კამერა მეზობლის ეზოსაც აკონტროლებდა
ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის ფიზიკურ პირი დააჯარიმეს. ამის
შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მოქალაქემ საჩივრით მიმართა. საჩივარში მითითებულია, რომ მეზობელს, საცხოვრებელი შენობის გარე ფასადზე, საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დამონტაჟებული ჰქონდა ვიდეოსათვალთვალო კამერები, რომელთა ხედვის არეალში სხვა მესაკუთრეთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელები და საერთო სარგებლობის შიდა ეზოც ექცეოდა.
,,საყურადღებოა, რომ ფიზიკური პირი ვიდეოთვალთვალს სხვა მესაკუთრეთა თანხმობის გარეშე ახორციელებდა. ,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, საცხოვრებელი შენობის ვიდეომონიტორინგის განხორციელებისას, როცა კამერ(ებ)ის ხედვის არეალი სხვა პირთა საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინების სივრცესაც ფარავს, საჭიროა მათი (მესაკუთრეთა) წერილობითი თანხმობის მოპოვება. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ფიზიკური პირი სხვა პირთა საცხოვრებელი სახლების შესასვლელებისა და საერთო სარგებლობის შიდა ეზოს ვიდეომონიტორინგს მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობების გარეშე ახორციელებდა, სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელი შენობის ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევისთვის მას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლით დადგენილი წესით დაეკისრა.'' - აღნიშნავენ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატში.
ვიდეოკამერის მფლობელს სხვა მესაკუთრეების სივრცეების ვიდეოთვალთვალის შეწყვეტა ან ვიდეოთვალთვალის განსახორციელებლად სხვა მესაკუთრეთა წერილობითი თანხმობის მოპოვება დაავალეს.
სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება განმარტავს, რომ პირის უფლება, გარეშე პირთა დაკვირვების გარეშე, ისარგებლოს საკუთარი საცხოვრებელი სივრცით ისე, რომ არ მოხდეს საკუთარ საცხოვრებელ შენობაში ან/და ეზოში მისი გადაადგილების/ქცევის მონიტორინგი, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტია. შესაბამისად, ფიზიკურმა პირმა მისი საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვა უნდა განახორციელოს იმგვარად, რომ სხვა საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეებმა შეძლონ საკუთარი საცხოვრებელი სივრცით თავისუფლად სარგებლობა.

ამავე კატეგორიაში

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

კვლევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები