რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორში პარტულის ცემის ფაქტზე ბრალი 4 პირს წაუყენეს - ინსპექტორი კი დააწინაურეს
გორის საპატრულო პოლიციის ინსპექტორი გიორგი კაპანაძე ოცმეთაური გახდა. ის 3 წლის წინანდელი ინციდენტის შემდეგ დააწინაურეს, რომელიც რესტორან ნაჭარმაგევში მოხდა.

კაპანაძეს რესტორანში ჩხუბი მოუვიდა. ყბის ძვლების მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს, შემდეგ კი მკურნალობას სოფელ ბერშუეთში, საკუთარ სახლში აგრძელებდა.

მისი ცემის გამო, გორის პროკურატურამ 4 პირს ბრალი 2021 წლის 7 ივლისს წაუყენა. ბრალდებულებს პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის გაწევაშიც ედებათ ბრალი.

საქმეში ვიდეოჩანაწერი დევს, სადაც ჩხუბის დაწყების დეტალები ჩანს. პატრულის თანამშრომელი რესტორანში სამოქალაქო ფორმაში იმყოფება.

ერთ-ერთი ბრალდებული თამაზ რიკრიკაძეა, რომელიც, მედიაში გავრცელებული ცნობით, შს მინისტროს ყოფილი მოადგილის, კახა საბანაძის ნათესავია. პროკურატურამ მომხდარ ფაქტზე რეაგირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც კახა საბანაძე შს მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგა.

რიკრიკაძესთან ერთად ბრალი კიდევ 3 პირს წაუყენეს. ადვოკატი, თამარ თედლიაშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიეს იმ კუთხით, რომ 7 ივლისს, მოსამართლემ ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა არ შეუფარდა:

,,3 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა გამოძიება. ბიჭებს არც ერთხელ უცდიათ მიმალვა ან გამოძიებისთვის თავის არიდება. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი საფუძველი არსებობდა წინასწარი პატიმრობის. რაც შეეხება იმ ფაქტს, თუ რა მოხდა რესტორანში, არსებითი განხილვის დროს, გაირკვევა'' - ამბობს ადვოკატი.

ოთხივე ბრალდებულს გირაო შეუფარდეს.

რატომ გაიხსენეს რესტორანში მომხდარი ფაქტი 3 წლის შემდეგ? ადვოკატი არც ერთ ვერსიას გამორიცხავს. ამ ვერსიებს შორის ერთ-ერთია კახა საბანაძის ნათესაობა. საბანაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანაგუნდელია, რომელმაც ერთი კვირის წინ გორში პარტიის ოფისი გახსნა.

ის, რომ რესტორანში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე დაგვიანებულ რეაგირებას პოლიტიკური ელფერი ადევს, კიდევ ერთი ბრალდებულის, გიორგი კიკნაძის მიმართ დაწყებული სისხლის სამართლებრივი დევნაც ადასტურებს. კიკნაძე ,,ლელო საქართველოსთვის'' გორის ორგანიზაციის წევრი გახდა.

რაც შეეხება პატრულ-ინსპექტორს გიორგი კაპანაძეს, ის ინციდენტის შემდეგ, სამუშაოდ გორიდან სხვა ქალაქში გააგზავნეს.

კიდევ ერთი დეტალი, რის გამოც, შესაძლოა, პოლიციას რიკრიკაძის დაკავების ინტერესი გაუჩნდა. ერთი თვის წინ, თამაზ რიკრიკაძის ბიძა სასიკვდილოდ დაჭრეს. ამ ფაქტის გამო, დაკავებულია შალვა გულიაშვილი (,,სემსოტა'), თუმცა პოლიციას ეჭვი აქვს, რომ გარჩევაში თამაზ რიკრიკაძეც მონაწილეობდა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.