რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორში ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის ფაქტზე გვიან ღამით საშაურმეს თანამშრომელი დაკითხეს
წუხელ 11 ოქტომბერს გორის პოლიციამ საშაურმეს თანამშრომელი დაკითხა, რომელმაც განაცხადა, რომ ბრიტანეთის მოქალაქე, მკვლელობამდე მათთან იყო მისულიყო.

ქალს კომბინატის დასახლებაში გვიან საღამოს მიაკითხეს. ჩვენი გამოჩენის შემდეგ, ის სასწრაფოდ სამმართველოში გადაიყვანეს.

სატალევიზიო ინტერვიუში საშაურმეს თანამშრომელმა განაცხადა, რომ საღამოს საათებში, ბრიტანეთის მოქალაქე მათთან, სტალინის გამზირზე მდებარე საშაურმეში იმყოფებოდა და მობილური ტელეფონის დატენვა ითხოვა.

მოგვიანებით, ტომას კენედის რამდენიმე ახალგაზრდამ მიაკითხა და გაყოლა სთხოვა. როგორც საშაურმეს თანამშრომელი იხსენებდა, ახალგაზრდებმა ასე მიმართეს უცხოეულ ტურისტს: ,,წამოდი, ძმაო, წამოდიო''. 

შს სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მტკვრის სანაპიროზე წასვლამდე, ტურისტი და გორელი ახალგაზრდები ბარში იმყოფებოდნენ, სადაც ტომას კენედი ალკოჰოლურ სასმელებზე დაპატიჟეს.

სავარაუდოდ, კენედი საშაურმედან ბარში წაიყვანეს.



ბარში კი მათ შორის, პოლიციის ცნობით, კამათი მოხდა, შემდეგ კი გაიარეს სტალინის გამზირი და ჩავიდნენ მტკვრის სანაპიროზე. შსს-ს განცხადებაში აღნიშნულია, რომ კენედის ფიზიკურად გაუსწორდნენ და უგონო მდგომარეობაში მტკვარში გადააგდეს.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელ ბარში მოხდა ჩხუბი და რატომ ვერ გაიგო ამ ჩხუბის შესახებ პოლიციამ? ან როგორ გაიარეს ქალაქის ცენტრალური ქუჩა დაპირისპირებულმა მხარეებმა ისე, რომ ბრიტანეთის მოქალაქემ შველა არ ითხოვა?

11 ოქტომბერს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ უცხოეთის მოქალაქე გაძარცვეს, ხოლო გატაცებული მობილური ტელეფონი ერთ-ერთ ლომბარდში ჩააბარეს. ეს მობილური ტელეფონი 8 ოქტომბერს ჩააბარეს.

ტომას კენედის ცხედარი 10 ოქტომბერს, სოფელ ქვახვრელში (უფლისციხესთან) მდინარემ გამორიყა. ცხედარი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მკვიდრმა შეამჩნია, რომელმაც ფაქტის შესახებ, პოლიციას აცნობა.




საქართველოს პროკურატურამ, ქ. გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე - გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის - ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.

მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

სამართალდამცველებმა გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ., გ.ო. და ვ.ო. 2021 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარებაში მყოფისა, ჯგუფურად), ასევე, 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით (ძარცვა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი ჯგუფურად და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვ.ო.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა იმის მიერ, ვინც ნამდვილად იცის, რომ მზადდება ან ჩადენილია განსაკუთრებით მძიმე დანაშაული) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების აღკვეთას 3-დან 7 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის
მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების
შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
11:29 / 03.11.2026
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს
შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება
მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2
000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2 000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
19:36 / 02.11.2026
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.