რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
საჩუქრები ვლადიკავკაზიდან
რიმა გაგლოევი ვლადიკავკაზში ცხოვრობს. საქართველო 30 წლის წინ დატოვა და ჩრდილოეთ ოსეთში დღეს ერთ-ერთი წარმატებული ქალია.

2 წელია მშობლიური სოფელი არ უნახავს; პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტში ჩამოსვლა ვერ მოახერხა.

ყოველთვის დიდი იმედით ელოდება ახალ-ახალ რეპორტაჟებს ჩვენს საიტზე; რეპორტაჟებს, რომელიც უკავშირდება მის მშობლიურ მხარეში მცხოვრებ ოსებს, ცრემლის გარეშე ვერ უყურებს.

ლეთეთელი დების შესახებ მომზადებული რეპორტაჟის ნახვის შემდეგ, ბიძაშვილს ია გაგლოევს დების მონახულება და დახმარების გაწევა სთხოვა.

ვლადიკავკაზიდან გამოგზავნილი საჩუქრებით ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ლეთეთში ვენერა და სირანა გაგლოშვილებს ვესტუმრეთ.



სახლში ვენერა გაგლოშვილი დაგვხვდა. იამ მას სთხოვა, რომ სირანაც მოეყვანა, რომელიც ნაკვეთში იყო წასული. ნაკვეთი სოფლის სიახლოვესაა. საშემოდგომო მოსავალი ბევრი არაფერი აქვთ, მაგრამ ნაკვეთიდან დაბრუნებულმა უფროსმა დამ იას შესჩივლა, რომ ხშირად საქონელი ღობეს აზიანებს:

,,ბევრი არაფერი მოგვყავს ნაკვეთში, მაგრამ მივდივარ ხოლმე, რომ საქონელმა არ გააფუჭოს'' - ამბობს სირანა. 



როცა მოგვარეებმა ერთმანეთი კარგად გაიცნეს, უკვე დაიწყო შეხვედრის ოფიციალური ნაწილი. ია გაგლოევმა დებს აუხსნა, რომ მათ შესახებ მომზადებული რეპორტაჟი ინტერნეტში მან და მისმა ბიძაშვილმა ნახეს. შემდეგ კი გადაწყვიტეს დების დახმარება.

,,მე ჯერ ამ მქონდა სიუჟეტი ნანახი, როცა რიმამ მესიჯით მომწერა, ნახე ვიდეოო? ტიროდა ჩემი ბიძაშვილი - რიმა. ეს რა ვნახეო. აუცილებლად წადი და მოინახულეო'' - გვიყვება ია იმ ეპიზოდზე, როდესაც დების შესახებ სიუჟეტი პირველად ნახეს.



qartli.ge-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში მოთხრობილია ვენერა და სირანა გაგლოშვილების ცხოვრების შესახებ; მათ წარსულსა და აწმყოზე. დები რეპორტაჟში იხსენებენ, როგორ უჭირდათ წლების განმავლობაში, როგორ წარმატებით დაამთავრეს სკოლა, თუმცა სწავლის გაგრძელება ვერ შეძლეს სწორედ გაჭირვების გამო. 



ზემო ლეთეთში ყოფნისას, იამ ვლადიკავკაზში მყოფ ბიძაშვილს ვოთსაპით დაურეკა. განსაკუთრებით ამაღელევებელი იყო დებისა და რიმას შორის საუბარი. რიმა გაგლოევმა ასაკოვან დებს ვლადიკავკაზში წასვლა და იქ ცხოვრება შესთავაზა: ,,ნუ წუხდებით, ნუ წუხდებით!" - უპასუხეს დებმა.

როგორც იამ გვითხრა, გაგლოშვილების (გაგლოითი) გვარის წარმომადგენლები მზად არიან შექმნან ანგარიში, რომლითაც ვენერას და სირანასთვის თანხა შეგროვდება და ყოველთვის დაეხმარებიან, ხოლო დღევანდელი სტუმრობა ერთჯერადი აქცია არ იქნება.

რაც შეეხება რიმა გაგლოევს, პანდემიის გამო, ის უკვე მეორე წელია საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს. იგი წარმოშობით ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ღართადანაა.

,,მეც ამ სოფლიდან ვარ წარმოშობით. მამაჩემი ბოლო დრომდე იქ ცხოვრობდა. ცოტა ხნის წინ დაიღუპა. 4 თვე ავადმყოფობდა. სანამ შეეძლო, არ მოდიოდა სოფლიდან ჩემთან. რიმასაც ძალიან უყვარს თავისი სოფელი. ყოველ წელს ჩამოდის და ცდილობს თავის სოფელს გვერდში დაუდგეს'' - გვიყვება ია.

სავარაუდოდ, მომდევნო წელს რიმა ჩამოსვლას უკვე შეძლებს. ჩვენ კი შესაძლებლობა გვექნება, რომ ჩვენს მკითხველს გავაცნოთ ვლადიკავკაზში მცხოვრები წარმატებული ქალი, რომელიც საქართველოში დაიბადა და გაიზარდა; ისწავლა ქალაქ გორის მე-6 სკოლაში, დღეს კი, ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს, შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
13:32 / 03.11.2026
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის
მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების
შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
გორში ვანო მურადელის სახელობის სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციისთვის მერიამ 730 000 ლარი გაითვალისწინა, თუმცა კომპანია სამუშაოების შესრულებას 145 530 ლარით ნაკლებად სთავაზობს.
11:29 / 03.11.2026
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს
შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება
მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2
000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
კასპში პენსიონერი უკუსვლით გადაადგილებისას დაზღვეულ ავტომობილს შეეჯახა. სადაზღვევო კომპანიამ ექსპერტიზით დადგენილი ზარალის ამოღება მოითხოვა, რის შემდეგაც მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ პენსიონერს 2 000 ლარის 12 თვეზე გადანაწილებით გადახდა დაეკისრა.
19:36 / 02.11.2026
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების
გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით
პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
კავთისხევთან განმეორებით ნასვამ მდგომარეობაში და მართვის უფლების გარეშე ავტომანქანის მართვისთვის მუსიკოს-ინსტრუმენტალისტს 5 დღით პატიმრობა და ჯარიმა შეუფარდეს.
18:51 / 02.11.2026
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ
ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის
ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
„სოლიდარობის სახლის“ დამფუძნებლის საჩივარზე, რომელიც სოციალურ ქსელში დაწერილ კომენტარს ეხებოდა, კასპის სასამართლომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო წარმოება შეწყვიტა.
15:49 / 02.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.