რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
შიდა ქართლის ამბულატორიებში 80 000-ზე მეტი ადამიანისთვის გაწეულ სამედიცინო მომსახურების ფაქტს ვერ ადასტურებენ
ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტომ დაადგინა, რომ შიდა ქართლის ერთ-ერთი კლინიკის ამბულატორიებში 80 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის გაწეული უფასო მომსახურების ფაქტი არ დასტურდება.

ამის გამო, სააგენტო ერთ-ერთ კლინიკას 4,6 მლნ ლარს სთხოვს, საიდანაც 1,6 მლნ ლარი წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ანაზღაურებულ თანხას, ხოლო 3 მლნ ლარი - ფინანსურ ჯარიმას.

კლინიკამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა.

ბოლო სასამართლო პროცესი 2021 წლის 21 სექტემბერს გაიმართა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შედგენილი დასკვნა დაგვიანებულია, რადგან დარღვევები გამოვლენილია 2013-2017 წლებში მიმდინარე პროგრამაზე, რასაც ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამა ერქვა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შესაბამისი რეაგირება ჯანდაცვის სამინისტროს უნდა მოეხდინა არა უმეტეს 3 წლის ვადაში.

რა დაადგინა მომსახურების სააგენტომ?

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, ქალაქში (ან დაბაში) მაცხოვრებელი პირი მიეთითება ძირითად კონტიგენტში, ხოლო სოფლად მაცხოვრებელი - დამატებით კონტიგენტში.

მომსახურების სააგენტომ დაადგინა, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანები დარეგისტირებულნი იყვნენ ძირითად კონტინგენტში, ნაცვლად დამატებით კონტინგენტისა. რადგანაც ძირითად კონტიგენტში რეგისტრირებულ პირებზე სახელმწიფო დაფინანსება 0.86 ლარით მეტი იყო, კლინიკამ სოფლის მოსახლეობის ხარჯზე დამატებითი შემოსავლები უკანონოდ მიიღო.

კლინიკამ ბრალდებას იმით უპასუხა, რომ ბენეფიციარები, ძირითად და დამატებით კონტიგენტში, ელექტრონული პორტალის მონაცემების მიხედვით რეგისტრირდებოდნენ.

სოციალური მომსახურების სააგენტომ, 2013 - 2017 წწ-ში გეგმიური ამბულატორიული მომსახურების მისაღებად რეგისტრირებულ მოსარგებლეებზე შევსებული თანხმობის ფორმები, სხვა დოკუმენტებთან ერთად, შეამოწმა.

სააგენტოს ცნობით, სამედიცინო ცენტრში გამოვლინდა შემდეგი დარღვევები:

ა) მიმწოდებელმა 80 186 შემთხვევაში ვერ წარადგინა გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით მოსარგებლეთა რეგისტრაციისათვის საჭირო თანხმობის ფორმები;

ბ) გეგმიური ამბულატორიული მომსახურების კომპონენტით გათვალისწინებული მომსახურების მიმღებად ძირითად კონტიგენტში დარეგისტრირებული არიან სოფლად მცხოვრები პაციენტები, რომლებიც რეგისტრირებულნი უნდა ყოფილიყვნენ დამატებით კონტიგენტში, რის გამოც შპს „...ს“ თითოეულ შემთხვევაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან ზედმეტად მიღებული აქვს 0.86 ლარით მეტი, სულ - 36 590.42 ლარი.

სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის ზრდა 3-დან 5 წლამდე, პირდაპირ გავლენას ახდენს მხარის იურიდიული პასუხისმგებლობის საკითხზე.

,,აღნიშნული კი იძლევა შესაძლებლობას, შემოწმება შეეხოს შემოწმების დაწყებამდე 3 წლის წინანდელ შესაძლო დარღვევებსაც, რამაც, თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს კლინიკის პასუხისმგებლობასაც.’’ - წერია გადაწყვეტილებაში.

სასამართლოს აზრით, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოვლენილი დარღვევების ძირითადი ნაწილი უკავშირდება ტექნიკურ ხარვეზებს, თუმცა მნიშვნელობის საკითხები სრულყოფილად არაა გამოუკვლეველი.

,,მაგალითად, არ დგინდება, კლინიკა ბრალეულია თუ არა თანხმობის ფორმების შეუვსებლობაზე სადაზღვევო კომპანიის იმ ბენეფიციარებზე, რომელთა ბაზაც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტომ თავად გადასცა მოსარჩელეს;

ვერ დგინდება, ზუსტად რომელ დღეს მოხდა სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციართა ბაზის კლინიკისთვის გადაცემა და რეგისტრაცია;

არ გამოკვლეულა ბენეფიციარებს, რომლებზეც არ არსებობს თანხმობის ფორმები, გაეწიათ თუ არა რაიმე სამედიცინო მომსახურება და თუკი გაეწიათ, ამ ფორმით ნების გამოხატვა საკმარისია თუ არა მათი ამ სამედიცინო დაწესებულების ბენეფიციარებად მიჩნევისათვის.

სასამართლო აღნიშნავს იმასაც, რომ სამედიცინო დაწესებულებაში აღრიცხულია არაერთი ბენეფიციარი, რომლებიც არ არიან დაზუსტებით იდენტიფიცირებულნი.

,,ადმინისტრაციულ ორგანოს გააჩნია ვალდებულება, სრულყოფილად და ჯეროვნად გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება, დეტალურად და ამომწურავად დაასაბუთოს გამოვლენილი თითოეული ხარვეზი, დარღევის თითოეული შემთხვევა და მათ მიერ გამოწვეული ზიანის არსებობა, მისი მოცულობა, რამაც შეიძლება განაპირობოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების სანქცირება. არგუმენტაციისა და გამოკვლევის გარეშე გარემოებების ზოგადი ასახვა არ უნდა გახდეს სამედიცინო დაწესებულებისათვის თანხის დაკისრების საფუძველი. ‘’ - წერია 2021 წლის 21 სექტემბრის გადაწყვეტილებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.