სახსრების ანთებისთვის დამახასიათებელია ტკივილი, შეშუპება, სიწითლე, ტემპერატურის მომატება და ა.შ. ცხადია, უმნიშვნელოვანესია ექიმს პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიმართოთ. დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში მკურნალობა გაცილებით მარტივია და სასურველი შედეგიც უფრო სწრაფად მიიღწევა.
მკურნალობის ტაქტიკა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე, სიმწვავეზე, კვლევის შედეგებზე და სხვა ფაქტორებზე. მკურნალობაში გამოიყენება, როგორც მედიკამენტური თერაპია, ასევე სხვადასხვა სამკურნალო-სარეაბილიტაციო პროცედურები, ხოლო დაავადების შორსწასული ფორმებისას შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევა.
მედიკამენტური მკურნალობის დროს ძირითადად ინიშნება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო და ანტირევმატული საშუალებები, მათ შორის ერთ-ერთი ეფექტური პრეპარატია ლოქსიდოლი, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს აფთიაქებში შეიძინოთ.
რა დაავადებების დროს გამოიყენება ლოქსიდოლი?
ლოქსიდოლი - გამოდის არა მხოლოდ ტაბლეტების, არამედ საინიექციო ხსნარისა და რექტალური სანთლების ფორმით და სამივე მათგანი გამოიყენება ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებების სამკურნალოდ.
პრეპარატს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და
სიცხის დამწევი მოქმედება, რასაც განაპირობებს პრეპარატის აქტიური
ნივთიერების მელოქსიკამის მოქმედება.
ლოქსიდოლი გამოიყენება შემდეგი დაავადებების სიმპტომური
თერაპიისთვის:
• რევმატოიდული ართრიტი;
• სახსრების მადეფორმირებელი ოსტეოართროზი;
• მაანკილოზებელი სპონდილოართრიტი (ბეხტერევის დაავადება).
პრეპარატის მიღების წესი და დოზირება
ლაქსოდილის ტაბლეტები მიიღება პერორალურად, ჭამის დროს, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
რეკომენდებული დოზებია:
• რევმატოიდული ართრიტის დროს 15 მგ დღე-ღამეში. დოზა შეიძლება
შემცირდეს 7,5 მგ-მდე დღე-ღამეში, თუ თერაპიული ეფექტი საკმარისად
გამოიხატა;
• ოსტეოართროზის დროს 7,5 მგ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში
ექიმმა შესაძლოა დოზა 15 მგ-მდე დღე-ღამეში გაზარდოს;
• მაანკილოზებელი სპონდილოართრიტის დროს 15 მგ დღე-ღამეში;
• იმ პაციენტებში, რომლებშიც არსებობს გვერდითი ეფექტების
განვითარების მაღალი რისკი, დოზით 7,5 მგ დღე-ღამეში. მაქსიმალური
სადღეღამისო დოზა ამ შემთხვევაში შეადგენს 15 მგ-ს.
• თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში, რომლებიც
იმყოფებიან ჰემოდიალიზზე 7,5 მგ დღ-ღამეში.
რექტალური სანთელი განკუთვნილია მხოლოდ რექტალური
გამოყენებისათვის. რეკომენდირებული დოზაა თითო სანთელი დღეში ერთჯერ.
სანთლებით ხანგრძლივად მკურნალობა ზრდის გვერდითი მოვლენების
განვითარების რისკს, ამიტომ იგი რაც შეიძლება ხანმოკლე დროით უნდა
გამოიყენოთ.
ლოქსიდოლის ინიექციები ინიშნება მხოლოდ
ზრდასრულებში. იგი შეიყვანება ინტრამუსკულარულად. ინიექციები უნდა
გამოიყენოთ მხოლოდ პირველი 2-3 დღის განმავლობაში. შემდგომში
მკურნალობა პრეპარატის პერორალური ფორმით (ტაბლეტები) უნდა
გაგრძელდეს.
მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს 15 მგ-ს.
გვერდითი მოვლენების განვითარების რისკის არსებობის შემთხვევაში,
მკურნალობა 7.5 მგ-ით უნდა დაიწყოს.
გაითვალისწინეთ, პრეპარატის ინტრავენურად შეყვანა არ შეიძლება.
რა უნდა ვიცოდეთ ლოქსიდოლის გამოყენებამდე? -
უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
ლოქსიდოლის ტაბლეტების, რექტალური სანთლებისა და ინიექციების
გამოყენება უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც
აღენიშნებათ:
• მელოქსიკამის ან პრეპარატის სხვა კომპონენტების მიმართ
ჰიპერმგრძნობელობა;
• კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, მწვავე
ფაზაში;
• თირკმლების ქრონიკული უკმარისობა იმ პაციენტებში, რომლებიც
ჰემოდიალიზით მკურნალობას არ ექვემდებარებიან ;
• ღვიძლის მწვავე უკმარისობა;
• 15 წლამდე ასაკი;
• სისხლდენები;
• ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი;
• მომატებული მგრძნობელობა აცეტილსალიცილმჟავის, ან სხვა
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ.
სხვა პრეპარატების მსგავსად, ლოქსიდოლით მკურნალობასაც შეიძლება მოჰყვეს გვერდითი ეფექტები, როგორებიცაა:
- • საჭმლის მონელების დარღვევები, ტკივილი მუცლის არეში, ყაბზობა, მეტეორიზმი, დიარეა, გულისრევა, ღებინება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანება, ფარული ან მაკროსკოპულად ხილული სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან (იშვიათად, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში);
- • ანემია, თრომბოციტოპენია, აგრანულოციტოზი, ლეიკოპენია (განსაკუთრებით მეტოტრექსატით ერთდროული მკურნალობისას).
- • გამონაყარი, ქავილი, ჭინჭრის ციება, ტოქსიური ეპიდერმული ნეკროლიზი, ანგიონევროზული შეშუპება, ბუშტუკოვანი დერმატიტი.
- • ანაფილაქსიური/ანაფილაქტოიდური რეაქციები.
- • ალერგიული ასთმური შეტევა, ბრონქოსპაზმი.
- • თავის ტკივილი, თავბუსხვევა, ძილიანობა, ხმაური ყურებში, ცნობიერების დაბინდვა.
- • არტერიული ჰიპერტენზია, გულისცემის გახშირება, სახეში სისხლის მოწოლის შეგრძნება.
- • შარდოვანას და კრეატინინის, ტრანსამინაზების ან ბილირუბინის დონის მომატება.
გაითვალისწინეთ, ჭარბი დოზირების შემთხვევაში, აღნიშნული გვერდითი მოვლენები ძლიერდება!
როგორია ლოქსიდოლის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო
საშუალებებთან?
ლოქსიდოლის სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებთან
(მათ შორის სალიცილატებთან) ერტდროული გამოყენებისას, იზრდება
კუჭ-ნაწლავის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებების განვითარების
რისკი.
არაპირდაპირ ანტიკოაგულანტებთან, ტიკლოპიდინთან, ჰეპარინთან,
თრომბოლიზურებთან ერთად მიღებისას კი სისხლდენის განვითარების რისკი
იმატებს.
ლოქსიდოლისა და დიურეტიკების ერთდროული გამოყენებისას არსებობს
თირკმლების მწვავე უკმარისობის განვითარების საშიშროება.
ლოქსიდოლის გამოყენების ფონზე შეიძლება შემცირდეს კონტრაცეპტივების
დამცველობითი ეფექტი.
განსაკუთრებული მითითებები და
სიფრთხილის დამატებითი ზომები:
ლოქსიდოლი ზოგადად ურეცეპტოდ გაიცემა, თუმცა მისი მიღება ექიმის
დანიშნულების გარეშე რეკომენდებული არ არის, განსაკუთრებით იმ
პაციენტებისთვის, რომელთაც აღენიშნებათ: კუჭ-ნაწლავის დაავადებები, ან
მკურნალობენ ანტიკოაგულანტებით, ანტიაგრეგანტებითა და
ფიბრინოლიზურებით; გულის უკმარისობა, ღვიძლის ციროზი, დეჰიდრატაცია,
ნეფროზული სინდრომი და თირკმლების მწვავე დაავადებები.
ასევე მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ პაციენტი ლოქსიდოლთან ერთად
იღებს დიურეზულებს, აუცილებელია პარალელურად დიდი რაოდენობის სითხის
მიღება.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენის განვითარების შემთხვევაში,
პრეპარატის მიღება დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოთ. ასევე, უნდა
შეწყვიტოთ პრეპარატის მიღება მწვავე დერმატოლოგიური რეაქციების
განვითარების შემთხვევაში.
ხანდაზმულმა პაციენტებმა ლოქსიდოლი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა
მიიღონ.



დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი. ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

პარასპორტსმენისთვის დახმარების გარეშე ვარჯიში ძალიან ძნელია, ამიტომ სახლში მეგობრები და ოჯახის წევრები მეხმარებიან.
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.



სტატიის გამოყენების პირობები