გორში კერძო კომპანიას იმ ქონებას ჩამოართმევენ, სადაც მაღაზიები და კვების ობიექტებია განთავსებული. გადაწყვეტილება ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა მიიღო.
საუბარია მიწის ნაკვეთსა და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე, რომლებიც, საჯარო რეესტრის მიხედვით, შპს „მომავალი 2027“-ს ეკუთვნის და გურამიშვილის ქუჩაზე, ცენტრალური სტადიონის გასწვრივ მდებარეობს. აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულია სუპერმარკეტები „2 ნაბიჯი“, „მაგნიტი“, კვების ობიექტი „ქართლელები“, ტექნიკისა და ვეტერინარული მაღაზიები.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელმა „ქართლის ამბებს“ განუცხადა, საკითხი კვლავ განხილვის ეტაპზეა, რადგან ქონების ჩამომრთმევმა უნდა დაასაბუთოს, რატომ არის აუცილებელი სტადიონის გაფართოება გურამიშვილის ქუჩის მხარეს.
ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილის ბრძანების თანახმად, ქონების ექსპროპრიაცია მუნიციპალური განვითარების ფონდმა მოითხოვა. ფონდი ძველი სტადიონის დემონტაჟს და ახლის აშენებას აპირებს.
ბრძანების განმარტებაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდსა და „მომავალი 2027“-ს შორის ქონების გამოსყიდვის შესახებ შეთანხმება ვერ შედგა, რის საფუძველზეც ფონდმა ექსპროპრიაცია მოითხოვა, ეკონომიკის სამინისტრომ კი მოთხოვნა დააკმაყოფილა.
„პროექტის განხორციელების მიზნით საჭიროა პროექტის არეალში მოქცეული კერძო საკუთრებაში არსებული 2 უძრავი ქონების, მათ შორის, შპს „მომავალი 2027“-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გამოსყიდვა. ამასთან, საპროექტო კომპანიის შპს “NS Studio”-ს ტექნიკური დასაბუთების საფუძველზე, აღნიშნული აბრკოლებს როგორც სამომავლოდ მშენებლობის პროცესს, ასევე შეუსაბამოა უეფას IV კატეგორიის სტადიონის სტანდარტებთან და კონცეფციასთან.
შესაბამისად, სტადიონის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის და შესაბამისი კატეგორიის მისანიჭებლად, მომიჯნავე კერძო საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობები საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან გამოსყიდვას და დემონტაჟს. ფონდის მიერ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეული შპს „მომავალი 2027”-ის საკუთრებაში არსებული ქ. გორში გურამიშვილის ქუჩა №1-ში მდებარე 2098 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების გამოსყიდვაზე.
ვინაიდან ფონდის მიერ ვერ ხერხდება უძრავი ქონების გამოსყიდვის თაობაზე კერძო მესაკუთრესთან შეთანხმების მიღწევა, არსებობს ექსპროპრიაციის გზით საკუთრების უფლების ჩამორთმევის საჭიროება", - აღნიშნულია მინისტრის ბრძანებაში.
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.














სტატიის გამოყენების პირობები