კალენდარი
«« იანვარი 2022 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ახალი ამბები
ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს
30 დეკემბერს, დილის 2 საათზე, მიხეილ სააკაშვილი გორის ჰოსპიტლიდან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ყოფილი პრეზიდენტის ეტაპირება საიდუმლოდ განხორციელდა. ერთ-ერთმა მოქალაქემ შეამჩნია, რომ პიკაპები და სასწრაფო დახმარების მანქანა ჰოსპიტალში 2-ის ნახევარზე შევიდა. მან ფაქტის შესახებ ჟურნალისტებს აცნობა, თუმცა ვიდრე ჟურნალისტები ჰოსპიტლის ტერიტორიაზე მივიდნენ, სააკაშვილს ჰოსპიტალი უკვე დატოვებული ჰქონდა.

როგორც მოგვიანებით, მისმა ადვოკატებმა დაადასტურეს, სააკაშვილის გადაყვანა ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე განხორციელდა.

დილით სპეციალური პენიტენციური სამსახური დაადასტურა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელიც 20 ნოემბრიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობდა, რუსთავში პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს.

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე განვმარტავთ, რომ მიმდინარე წლის 30 დეკემბერს მსჯავრდებული/ბრალდებული მიხეილ სააკაშვილი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით სსიპ "გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტლიდან" გადაყვანილია №12 პენიტენციურ დაწესებულებაში", - აცხადებენ პენიტენციურ დაწესებულებაში.

ექსპრეზიდენტს ადვოკატი ნიკა გვარამია უკვე დღისით შეახვედრეს. შეხვედრის შემდეგ გვარამიამ თქვა, რომ სააკაშვილს დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს და მას სიარულში ბადრაგის თანამშრომლები ეხმარებოდნენ.

"არ არის ბოლომდე კომუნიკაბელური, არის ძალიან სუსტად, გაუარესებულია მდგომარეობა. შესაბამისად, მის მაგივრად ვერ გავაკეთებ განცხადებებს... ადამიანი არის ყალბი დიაგნოზით გამოწერილი [დიაგნოზი შემსუბუქებულია]... მოდუნება და განლევა აქვს კუნთების წოლისგან და იმ რეჟიმისგან, რომელშიც გორში იმყოფებოდა. გორის ჰოსპიტალი აღმოჩნდა ერთადერთი დანიშნულების, რომ მიხეილ სააკაშვილი არ მომკვდარიყო", - თქვა გვარამიამ.

გვარამიამ აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილმა წინააღმდეგობაც კი ვერ გაუწია წუხელ პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მის წასაყვანად გორის ჰოსპიტალში მივიდნენ.

"ფიზიკური ძალადობა არ განხორციელებულა, იგი იყო დაუძლურებული, მას მიაკითხეს ეტლით, წინააღმდეგობის გაწევის უნარი არ ჰქონდა - გაბრუებული იყო, როგორც ჩანს, საძილე საშუალებები ჰქონდა მიღებული... წამოსვლის წინ უთხრეს, რომ მიგვყავხარ რუსთავში, მაგრამ ცუდად თუ გახდები, გლდანში გადაგიყვანთო. ეს არის წამებით დამუქრება... მუქარა ყოველთვის დაკიდებულია სააკაშვილზე. მას ცუდად გახდომის უფლება არ დაუტოვეს", - განაცხადა გვარამიამ.

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამჟამად უკრაინის მოქალაქეა, საქართველოში 2021 წლის სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. დაპატიმრების დღიდან სააკაშვილს ჯერ რუსთავის მე-12 პენიტენციურ, შემდეგ კი გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გამოცხადებული ჰქონდა შიმშილობა, რომელიც მას შემდეგ შეწყვიტა, რაც 20 ნოემბერს, იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა სასჯელაღსრულების სისტემის სამკურნალო დაწესებულებიდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი გადაყვანა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უმუშევრად დარჩენილები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების
ოჯახის წევრები და ახლობლები.
უმუშევრად დარჩენილები არიან ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ოჯახის წევრები და ახლობლები.
20:42 / 17.01.2022
ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა
ამის შესახებ გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა
12:29 / 17.01.2022
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით
11:42 / 17.01.2022
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 3656 ახალი შემთხვევიდან
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 3656 ახალი შემთხვევიდან
11:07 / 17.01.2022
ვიდეორეპორტაჟი
იხსენებს, რომ ძალიან მცირე ასაკში სურდა, რომ სასულიერო პირი გამხდარიყო.

დავით ავაზნელისთვის წელს ყველაზე დასამახსოვრებელი ის ფაქტი იყო,

ალვინა გაგლოშვილმაც პედაგოგიური საქმიანობა ოქროსოფლის სკოლაში დაიწყო.
,,ხომ იცით ბავშვის ბუნება?. სწორედ ხიდზე მოუნდებათ ხოლმე სირბილი და ხტუნაობა.
გასული თვის პოპულარული სიახლეები
ბატიური – ერთი ადამიანი ბესტავაანთ სოფელში
თანაც ის ამ სოფლის სიძეა. დუბი – ასე იცნობენ დურმიშხან ფილიშვილს ღვანანას ხეობაში
ლევიტანა - (PHOTO/VIDEO)
სოფელი ლევიტანა მდინარე ტანას ხეობაში ყველაზე ბოლო სოფელია, სადაც მოსახლეობა ცხოვრობს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.