კალენდარი
ახალი ამბები
გორის ,,ენმ'' დაჟინებით ითხოვს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს
გორის ,,ენმ'' დაჟინებით ითხოვს, რომ ვლადიმერ ხინჩეგაშვილი საკრებულოს სხდომაზე გამოცხადდეს. ამის შესახებ პარტიის წარმომადგენლებმა დღეს განაცხადეს.

,,ენმ''-ს წევრების ეს უკვე მეორე მოთხოვნაა, თუმცა გორის მერი მათ მოთხოვნას არ აკმაყოფილებს. ამის გამო, პარტიის წარმომადგენლებმა სხდომა დატოვეს.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მიხედვით, მერი ან მისგან უფლებამოსილი პირი ვალდებულია კვარტალში ერთხელ საკრებულოს ბიუროს და ბიუროს გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომას წარუდგინოს ანგარიში თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ამავე რეგლამენტის მიხედვით, განსაზღვრულია კონტროლის მექანიზმები, რომლითაც საკრებულოს წევრებს შეუძლიათ მერის საქმიანობა. ასე, მაგალითად:

საკრებულოს კომისიები დარგების მიხედვით აკონტროლებენ შესაბამის სამსახურების საქმიანობას, პერიოდულად ისმენენ მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ, შეიმუშავებენ სათანადო რეკომენდაციებს და დასკვნებს და წარუდგენენ საკრებულოს ბიუროს სხდომას განსახილველად.

საკრებულოს ბიურო პერიოდულად, მის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად ისმენს თვითმმართველობის თანამდებობის პირების ანგარიშებს, აძლევს მათ შეფასებებს და საჭიროების შემთხვევაში აყენებს მათ პასუხისმგებლობის საკითხს.

საკრებულოს ბიუროს კი ამ დრომდე მიზანშეწონილად არ მიაჩნია საკრებულოს სხდომაზე მერის წარდგენა.

რაც შეეხება კითხვებს, რომელიც საკრებულოს ოპოზიციურ წევრებს აქვთ, ეხება კულტურის ცენტრის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა კულტურის ცენტრის ბუღალტერი - საბიუჯეტო თანხების მითვისების ფაქტზე. მანამდე, სუს-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ კულტურის ცენტრში ბიტკოინების საწარმოა გახსნილი.

სუს-მა გამოძიება დაიწყო, თუმცა გამოძიების დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, გაავრცელეს ახალი ვერსია, რომ კომპიუტერები დამწვარია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ საქმიანობით ჩართული პირები ,,გადარჩებიან''.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საღამოს დასკვნითი კონცერტი: ნოდიკო ტატიშვილი, ნინი
ბადურაშვილი,

საღამოს დასკვნითი კონცერტი: ნოდიკო ტატიშვილი, ნინი ბადურაშვილი,

15:19 / 22.05.2022
,,მოგესალმებით, დიდი მადლობა ყველაფერისთვის, აღმშენებლობისთვის,
თქვენი პატრიოტიზმისთვის,
,,მოგესალმებით, დიდი მადლობა ყველაფერისთვის, აღმშენებლობისთვის, თქვენი პატრიოტიზმისთვის,
14:01 / 22.05.2022
,,კედლის გაფორმებაში მოგვეხმარა ყველა, ვინც ამ დროს ამ ქუჩაზე
ჩაიარა
,,კედლის გაფორმებაში მოგვეხმარა ყველა, ვინც ამ დროს ამ ქუჩაზე ჩაიარა"
12:48 / 22.05.2022
ვიდეორეპორტაჟი
ვიდეოს მიხედვით, შეკრებილ მოსახლეობასა და ადგილობრივი ხელისუფლების

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, დავით რაზმაძემ გვითხრა

როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, მთის ფერდოებიდან
გასული თვის პოპულარული სიახლეები
აღდგომას დილით ქალი ლურჯ ავტობუსში შველას ითხოვდა
- დედა, იცი, ეხლა ავტობუსში ერთი ქალი იყო, შველას ითხოვდა, ამბობდა,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.