რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხიდისთავის სკოლის პედაგოგი მიმოზა ღოლიჯაშვილი 2022 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს საუკეთესო ათეულშია
განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსის ფარგლებში საუკეთესო ათეული გამოვლინდა, რომელთაგან ერთ-ერთი 5 ოქტომბერს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება. გარდა ამისა, მას, ფულადი პრიზის სახით, კამპანიის გენერალური სპონსორისგან – „გუდავაძე-პატარკაციშვილის“ ფონდისგან 15 000 ლარი გადაეცემა. საუკეთესო ათეულის დანარჩენ წევრებს ლიბერთი ბანკი დააჯილდოვებს.

2022 წლის საუკეთესო ათეულის წევრები არიან:

♦ კახა გალდავა – სამტრედიის N1 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი;

♦ მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის ,,შავნაბადა” ქიმიის მასწავლებელი;

♦ ლალი მარგიანი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის საჯარო სკოლის ქართული, როგორც მეორე ენის მასწავლებელი;

♦ ნანა მგალობლიშვილი – ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;

♦ ხათუნა ნოზაძე – თბილისის ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის და დავით სარაჯიშვილის სახელობის N16 საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი;

♦ ნუგზარ სადიკოვი – თბილისის N55 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

♦ მიმოზა ღოლიჯაშვილი – გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის და მეცნიერებათა სკოლის სამოქალაქო განათლების და მოქალაქეობის მასწავლებელი;

♦ როლანდ შავაძე – ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი;

♦ სოფიო ძიგრაშვილი – ქუთაისის N33 საჯარო სკოლის სპეციალური მასწავლებელი;

♦ ირა ძირკვაძე – წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის და ინგლისური ენის მასწავლებელი.

♦ ♦ ♦

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო განათლების კოალიციის, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე, 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. აღნიშნული ინიციატივა საქართველოში უკვე მეექვსედ ხორციელდება და ის მასწავლებელთა პოპულარიზაციისკენ მიმართული გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“ ნაწილია.

კონკურსის გენერალური სპონსორია გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი, ოქროს სპონსორია ლიბერთი ბანკი. მხარდამჭერები არიან: განათლების და მეცნიერების სამინისტრო, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, EPAM Georgia, კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (ctc), პირველი არხი|ტელესკოლა და ციფრული-კრეატიული სააგენტო „მავერიკი“.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო
პოლიციის სამხრე კამერით
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით
17:09 / 23.06.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
გახდება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
16:42 / 23.06.2026
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე, დამნაშავედ ცნო.
15:20 / 23.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი
გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
12:32 / 23.06.2026
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
12:00 / 23.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.