რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის მერმა რეორგანიზაციის 9-პუნქტიანი გეგმა გამოაქვეყნა
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვით რეორგანიზაციისთვის საჭირო ღონისძიებების გეგმა დაამტკიცა.

ბრძანება მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

გეგმა 9-პუნქტიანია. აღნიშნულია, რომ პირველ რიგში, იურიდიული დოკუმენტებში ცვლილებები 9 აგვისტომდე უნდა შევიდეს. ამავე პერიოდში შემუშავდება საშტატო ნუსხები.

9 აგვისტომდე შეიმუშავებენ თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სიას. ამ მოხელეებს შესთავაზებენ ტოლფასს თანამდებობეს, ასეთის არსებობის შემთხვევაში. თუ ტოლფასი არ იქნება, მაშინ შედარებით დაბალანაზღაურებად თანამდებობას.

თუ ეს წინადადება არ მიიღო მოხელემ, მაშინ ის გათავისუფლდება თანამდებობიდან კომპენსაციასთან ერთად.

ეს პროეცესებია გაწერილი ბრძანებაში, რომელსაც ქვემოთ პუნქტების სახით წარმოგიდგენთ:


1. ,,რეორგანიზაციის აუცილებელი სამართლებრივი აქტების ცვლილებების მომზადებისა და ორგანიზაციული სტრუქტურის პროექტის შემუშავების ეტაპი დაიწყოს 2022 წლის 9 ივლისიდან და გაგრძელდეს ერთი თვის განმავლობაში – 2022 წლის 9 აგვისტოს ჩათვლით.

2. შემუშავებულ ინას შესაბამისი სამართლებრივი აქტების ცვლილებების პროექტები და რეორგანიზაციის შედეგად შესაქმნელი ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო ნუსხის პროექტი, ასევე საჭიროების შემთხვევაში საკრებულოს სხვა დადგენილებების პროექტები.

3. პროექტები წარდგენილ იქნას საკრებულოსთვის განსახილველად 2022 წლის 9 აგვისტომდე გადაწყვეტილების მისაღებად.

4. რეორგანიზაციის დასრულებამდე ერთი თვით ადრე – არაუგვიანეს 2022 წლის 9 აგვისტოს, განისაზღვროს თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელეთა სია (ასეთი არსებობის შემთხვევაში) და ეცნობოთ მათ რეორგანიზაციის შესაძლო შედეგები.

5. შტატების შემცირებისას გასათავისუფლებელი მოხელეების მობილობა განხორციელდეს მერიაში ტოლფას თანამდებობაზე არაუგვიანეს 15 აგვისტოს. ხოლო ასეთი თანამდებობის ან მოხელის თანხმობის არარსებობისას, სხვა საჯარო დაწესებულებაში ტოლფასთანამდებობაზე მობილობის განხორციელების მიზნით. არაუგვიანეს 2022 წლის 17 აგვისტოს, ეთხოვოს საჯარო სამსახურის ბიუროს საჯარო სამსახურის სისტემაში არსებულ სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი ვაკანტური თანამდებობების მოძიების თაობაზე.

6.სხვა საჯარო დაწესებულებაში შესაბამისი თანამდებობის არსებობის შემთხვევაში შტატების შემცირების შედეგად, თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელეების მობილობის საკითხი. არა უგვიანეს 2022 წლის 31 აგვისტოს შეთანხმებულ იქნეს ჯერ ტოლფასი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან, ხოლო შემდგომ დაბალი ვაკანტური თანამდებობის მქონე დაწესებულებასთან.

7. ვაკანტური თანამდებობის მქონე საჯარო დაწესებულების მიერ მოხელის მობილობის წესით დანიშვნაზე თანხმობის შემთხვევაში, თანხმობის მიღებიდან ერთი კვირის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2022 წლის 5 სექტემბრისა, აღნიშნული ინფორმაცია შეთანხმებულ იქნეს შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელ მოხელესთან.

8.მობილობის შეუძლებლობის შემთხვევაში შტატების შემცირების შედეგად თანამდებობიდან გასათავისუფლებელი მოხელე გათავისუფლებულ იქნას დაკავებული თანამდებობიდან, მიეცეს კომპენსაცია ბოლო თანამდებობრივი სარგოს 3 თვის ოდენობით და სურვილის შემთხვევაში ჩაირიცხოს მოხელეთა რეზერვრში. აღნიშნულის თაობაზე ბრძანება გამოიცეს არაუგვიანეს 2022 წლის 9 სექტემბრისა და ძალაში შევიდეს 2022 წლის 9 სექტემბერს.

9.საკრებულოს მიერ განსახილველი სამართლებრივი აქტების პროექტებში, ამავე სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვროს 2022 წლის 9 სექტემბერი. შესაბამისად, საკრებულოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, რეორგანიზაცი დასრულდეს 2022 წლის 9 სექტემბერს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.