რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალს ექოსკოპიის ახალი აპარატის ყიდვა გაუჭირდა
ერთი თვეა გორის ჰოსპიტლის ადმინისტრაცია ექოსკოპიის ახალ აპარატს ყიდულობს, თუმცა უშედეგოდ. სამხედრო ჰოსპიტლის ხელმძღვანელობას შეთავაზებული ვარიანტებები არ მოსწონს. უფრო მეტიც, ტენდერში მონაწილე 6-ვე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცა..

ამ 6-დან სამხედრო ჰოსპიტალს მხოლოდ ერთმა უჩივლა. საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, სადაც აღინიშნა, რომ ჰოსპიტლის გადაწყვეტილება არ იყო არგუმინტერებული. ჰოსპიტალს ახალი გადაწყვეტილების მიღება დაევალა, თუმცა ახალ გადაწყვეტილების მიხედვით, ექოსკოპიის ახალი აპარატი კვლავ შესაძენია.

როგორც გითხარით, ტენდერში 6 კომპანია მონაწილეობდა. ექოსკოპიის აპარატის სავარაუდო ღირებულება უნდა ყოფილიყო 270 000 ლარი.

ექსკოპიის აპარატი გორის სამხედრო ჰოსპიტალს შესთავაზა შემდეგმა კომპანიებმა:

1. ,,გეომედიკი“
2. ,,გეომედსოფთი“
3. „TMD”
4. ,,ემტექი“.
5. „ინტერმედსერვის ჯორჯია“
6. ,,ივერმედი“

როგორც სხდომის ოქმებიდან ირკვევა, ,,გეომედიკის“ მონაცემები კითხვის ნიშნებს არ აჩენდა, თუმცა მოულოდნელად ის სხვა კომპანიის, ,,გეომედსოფტის“ გამო დასაჯეს.

კერძოდ, ,,გეომედსოფტი“ ტენდერიდან მოულოდნელად გავიდა.
ჰოსპიტლის ადმინისტაციამ მაინც შეამოწმა მისი დოკუმენტაცია და აღმოჩნდა, რომ ,,გეომედსოფტის“ ატვირთული ჰქონდა ,,გეომედიკის“ ფასების ცხრილი.


,,ორივე პრეტენდენტმა დაარღვია აფიდავიტის პირობები, რაც იწვევს პრეტენდენტების - შპს „გეომედსოფტის“ და შპს „გეომედიკის“ დისკვალიფიკაციას ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადემის გამო.““ - აღნიშნეს გორის ჰოსპიტალში. შესაბამისად, ორივე კომპანიას დისკვალიფიკაცია მისცეს.

ამჯერად, ,,გეომედიკი“ შეეცადა იმიჯის აღდგენას და ჰოსპიტალს უჩივლა შესყიდვების სააგენტოში. ,,გეომედიკი““ აცხადებს, რომ მას უსამართლოდ მიანიჭეს დისკვალიფიკაცია.

შესყიდვების სააგენტომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი საჩივარი და აღნიშნა, რომ სამხედრო ჰოსპიტლის კომისიამ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ დეტალურად არ უმსჯელია ფაქტის შესახებ:

,,სატენდერო კომისიამ დეტალურად უნდა იმსჯელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებულ გარემოებებზე და მხოლოდ ამის გათვალისწინებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება““ - აღნიშნულია შესყიდვების სააგენტოს გადაწყვეტილებაში.

აღნიშნული ტენდერი მხოლოდ ამ ერთი, კურიოზული ფაქტით არ შემოიფარგლება.

მაგალითად, შპს „TMD” „ექოსკოპის აპარატი CUS-AA000/4S”. ხოლო ბროშურაზე ეწერა:  CANON APLIO a. ,,სატენდერო კომისიამ გადაამოწმა APLIO a სერიის გამოშვების თარიღი- CANON-ის ოფიციალურ გვერდზე, და აღმოჩნდა, რომ ,,ტიემდი“ ცდილობდა მათთვის 2018 წლის გამოშვების აპარატის მიყიდვას. პირობების მიხედვით კი უნდა ყოფილიყო არაუადრეს 2019 წლის გამოშვებისა.

მეოთხე კომპანია, რომელმაც ასევე ყურადღება მიიპყრო, ესაა შპს ,,ემტექი“.

,,ემტექი“ დაპირდა ჰოსპიტალს, რომ შეუძენდა 2022 წლის გამოშვების აპარატს, თუმცა სამხედრო ჰოსპიტლის კომისიამ ეს ინფორმაცია გადაამოწმა:

,,სატენდერო კომისიამ გადააამოწმა მწარმოებლის ოფიციალურ ვებგვერდზე -
სადაც 2015 წლის 06 ნოემბერს დაანონსებულია, რომ 2015 წლის 16-19 ნოემბერს დუსელდორფში (გერმანია) გამართულ გამოფენაზე ,,MEDICA 2015’’ წარდგენილი იქნება პრემიუმ კლასის ექოსკოპიის აპარატი. ვინაიდან ზემოაღნიშნული შეუსაბამობა იწვევს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, სატენდერო კომისიამ აღარ განიხილა წარმოდგენილი სხვა დოკუმენტაცია.“

მეხუთე კომპანია იყო ,,ივერმედი“. დოკუმენტაციაში მითითებული იყო, რომ შეთავაზებული აპარატი წარმოებულია აშშ/ს.კორეა

,,მწარმოებელ ქვეყანად მითითებულია 2 ქვეყანა - „აშშ, ს.კორეა“. პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი წინადადება, შეიცავს ისეთ უზუსტობას, რომლის დაზუსტების მოთხოვნა გამოიწვევს ტექნიკური დავალების არსებით ცვლილებას, რაც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძველს წარმოადგენს.“ - აღნიშნულია გადაწყვეტილება.

მე-6 კომპანია იყო შპს „ინტერმედსერვის ჯორჯია“. მის მიერ შეთავაზებული აპარატიც გადაამოწმეს და დაადგინეს:

,,ტექნიკურ დავალებაში CONVEX C252-ის ელემენტი მითითებულია მულტიკრისტალური, ხოლო წერლში – მონოკრისტალი. აღნიშნული შეუსაბამობები არის პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის მიზეზი. შესაბამისად დანარჩენი დოკუმენტაციის განხილვა აღარ განხორციელდა.“
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.