რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,მწვანე იდეათონში'' გამარჯვებულები გამოავლინეს
მწვანე და სოციალური მეწარმეობის იდეათონის კონკურსში გამარჯვებულები
გამოავლინეს. გამარჯვებულები გორის მუნიციპალიტეტის სკოლების
მოსწავლეები არიან.
მწვანე და სოციალური მეწარმეობის იდეათონი გორის მუნიციპალიტეტის სკოლის მოსწავლეებისათვის ჩატარდა. სახელწოდებით - "გარდაქმენი გამოწვევა შესაძლებლობად".
CENN - ის რეგიონული წარმომადგენლის, ირმა კიტრიაშვილის ცნობით, იდეათონი, CENN-ის ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, განხორციელდა. ,,იდეათონი მიზანად ისახავდა საქართველოში, სამეწარმეო გზით, არსებული სოციალური და გარემოსდაცვითი პრობლემების გადაჭრას.'' - აცხადებს ირმა კიტრიაშვილი.

იდეათონის კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენიგები სამეწარმეო და გარემოს დაცვით საკითხებზე.
ინტენსიური ტრენიგმოდულების გავლის შემდეგ, გამოცდილი მენტორების დახმარებით მოსწავლეებმა იდეები აქციეს ბიზნესმოდელებად, რომელიც შემდგომ ჟიურის წარუდგინეს.
ჟიურმა სამი საპრიზო ადგილი გამოავლინა გამარჯვებულ გუნდებს გადაეცემათ 100, 800, და 600 ლარი.
I ადგილი მოიპოვა - გორის 1-ელი საჯარო სკოლის 12 წლის ასაკის მოსწავლემ გივიკო აბალაკმა. რომელსაც სურს კერამიკული საწარმოს გახსნა.

გივიკო აბალაკი გეგმავს ასევე, რომ თიხის დამუშავება თანატოლებს შეასწავლოს და ქართულ მეთუნეობას მეტი პოპულარობა შესძინოს.
იგი 10 წლის ასაკიდან ეუფლება კერამიკული ნაწარმის შესწავლის ხელოვნებას. მან რამოდენიმე გამოფენაში უკვე მიიღო მონაწილეობა და მისმა ნამუშევრებმა მოწონებაც დაიმსახურა.
II საპრიზო ადგილი გორის 8 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ნიკოლოზ მიდელაშვილმა, მარიამ ალექსიძემ და სოფო ცერცვაძემ მოიპოვეს.

ისინი გეგმავენ, რომ მეორედი ქაღალდის გამოყენებით დაამზადონ მისალოცი ბარათები. გადამუშავებულ ქაღალდში მოთავსებული იქნება სხვადასხვა მცენარის თესლები. გარემოში მოხვედრილი მისალოცი ბარათიდან ახალი მცენარე აღმოცენდება.
III საპრიზო ადგილი ხიდისთავის საჯარო სკოლას ერგო, რომლებსაც დაგეგმილი აქვთ ეკო თოჯინების დამზადება ტექსტილის ნარჩენით.
მაიკო გელენიძე და ლიკა დავითაშვილი წარმოდგენების გამართვას პირველ ეტაპზე შიდა ქართლის საბავშო-ბაგა ბაღებში და დაწყებითი სკოლის მოსწავლეებისათვის გეგმავენ. ხიდისთავის სკოლას სურს ქართული ზღაპრების პოპულარიზაცია თოჯინების თეატრით.

ჟიურიმ ასევე გამოავლინა საუკეთესო პრეზენტატორი, გორის კერძო სკოლა ,,ეისის'' მოსწავლე დავით ლომიძე. რომლის იდეაც იყო პოლიეთილენის პარკებისგან საწვიმარი სამოსის შექმნა.
იდეათონში წარდგენილი ბიზნესიდეის თემატური მიმართულებები იყო:
• ნარჩენების მართვა;
• კლიმატის ცვლილება;
• განახლებადი ენერგიები;
• კლიმატგონივრული ტექნოლოგიები სოფლის მეურნეობაში;
• NEET ახალგაზრდების გაძლიერება;
• ახალგაზრდების არაფორმალური განათლება;
• ახალგაზრდების დასაქმება.
იდეათონი ორგანიზებული იყო, ევროკავშირის მხარდაჭერილი პროექტის „EU4Youth: სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარება (SEED) მწვანე ზრდისთვის საზღვრისპირა რეგიონებში“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია CENN- ი.

ამავე კატეგორიაში
15 ნოემბერს გამართულ სადამფუძნებლო ყრილობაზე პარტიის წესდება
დაამტკიცეს და 16-წევრიანი საორგანიზაციო კომიტეტი აირჩიეს.
პოლიტიკურმა გაერთიანებამ რეგისტრაციისთვის საჯარო რეესტრს ერთი
კვირის ვადაში უნდა მიმართოს.
საკრებულოს თავმჯდომარის, მარლენ ნადირაძის ანგარიშის მიხედვით, ბოლო
ერთ წელიწადში სამმა ფრაქციამ ჯამში 28 სხდომა ჩაატარა. სამივე
ფრაქცია საკრებულოში „ქართული ოცნების“ სახელით მოხვედრილი
წევრებისგან შედგება.
10 და 15 ნოემბრის ღვთისმსახურებებზე, რომლებსაც სურამისა და ხაშურის,
ასევე მესტიისა და ზემო სვანეთის მღვდელმთავრებიც
ესწრებოდნენ, მეუფე იობმა მოქმედი ხელისუფლება მწვავედ
გააკრიტიკა და სახელმწიფოსა და ეკლესიის შერწყმის მცდელობა დაუშვებლად
შეაფასა.
საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების გორის ფილიალის მიერ
ორგანიზებული აქცია ზამთრის პერიოდში საჭიროების მქონე ადამიანების
თბილი ტანსაცმლით დახმარებას ისახავს მიზნად. ინიციატივაში
ეკოკლუბების წევრებთან ერთად კერძო მაღაზია „რჩეულიც“ ჩაერთო.
გასულ წლებთან შედარებით ბენეფიციართა სია 210 ოჯახით გაიზარდა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ სასურსათო
პროდუქტებისგან შემდგარი ნობათი მუნიციპალიტეტს მიმდინარე წლის 27
დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები