რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ხაშურში ბებიის სტუმარი დააყაჩაღეს
ხაშურის შს სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს მამაკაცი, რომელსაც ბრალი ბებიის სახლის დაწვის მცდელობაში, ასევე ბებიის სტუმრის ცემასა და მისი ქონების დაუფლებაში ედება ბრალი.

როგორც ხაშურის რაიონული პროკურატურის პროკურორმა, ბაჩანა ქარქუზაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, სტუმარს ჯერ სცემეს, შემდეგ წაართვეს ნივთები, ბოლოს კი კვალის დაფარვის მიზნით, სახლის იატაკს ცეცხლი წაუკიდეს.

,,ღამის საათებში, საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფის საძინებელ ოთახში, ბრალდებულმა მას პირზე მოუჭირა ხელი, ხოლო სახის არეში დაარტყა მარჯვენა ხელი, რის შემდეგაც სახეზე ბალიში დააფარა. მითითებულ დროს სახლში მივიდნენ ბრალდებულის დეიდა და ბებია. მათ დანახვაზე ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.'' - განაცხადა პროკურორმა ბაჩანა ქარქუზაშვილმა.

გარდა ამისა, ქარქუზაშვილის ცნობით, ბრალდებული გაქცევის დროს, თან გაიყოლა სტუმრის კუთვნილი ქურთუკი, მასში არსებული თანხით; ასევ გაიტაცა ხელჩანთა, მასში არსებული პირადი კოსმეტიკური ნივთებით, რამაც გამოიწვია 945 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

პროკურორის განმარტებით, ის ღამე ამით არ დამთავრებულა:

,,ბრალდებულმა ნავთობპროდუქტების გამოყენებით ცეცხლი წაუკიდა თავისი ბებიის კუთვნილ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საოჯახო ნივთს, რომელთა ნაწილი დაზიანდა და ნაწილი – განადგურდა. იმავე რიცხვში, ღამის საათებში, ბრალდებული დაბრუნდა ზემოხსენებულ მისამართზე და კვლავ ცეცხლის წაკიდებით დააზიანა – ბინის იატაკი. ბებიას მიადგა 580 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.'' - აღნიშნა პროკურორმა.

ბრალდებული 2022 წლის 22 მარტს დააკავეს. პირველი, 2022 წლის 12 სექტემბრის განაჩენით, ბრალდებული გამართლდა ყაჩაღობისა და სხვისი ქონების განადგურების მუხლში, ხოლო ძალადობის მუხლით ხაშურის სასამართლომ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მას შემდეგ, პროკურორი ბაჩანა ქარქუზაშვილი ცდილობს ზემდგომ ინსტანციებში ბრალის დამძიმებას, თუმცა მოწმეები არ ეხმარებიან.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,ჩემი ბიძაშვილი ფეხით ამოვიდა
,,ჩემი ბიძაშვილი ფეხით ამოვიდა" - ამბობს მასპინძელი. - ,,სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა."
20:25 / 29.05.2023
ქარელში, 4 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის
წესით, 8000 ლარად ,

ქარელში, 4 000 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი, პირდაპირი მიყიდვის წესით, 8000 ლარად ,

17:37 / 29.05.2023
„აჯენტო“ უკვე ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე IOS
მომხმარებლებისთვის.
„აჯენტო“ უკვე ხელმისაწვდომია როგორც Android, ასევე IOS მომხმარებლებისთვის.
14:54 / 29.05.2023
მესამე სკოლის დირექტორის ინტერესებს იცავს ადვოკატი, რომელიც

მესამე სკოლის დირექტორის ინტერესებს იცავს ადვოკატი, რომელიც

13:29 / 29.05.2023
ვიდეორეპორტაჟი
,,ჩემი ბიძაშვილი ფეხით ამოვიდა" - ამბობს მასპინძელი. - ,,სულ რაღაც საათნახევარი დასჭირდა."
,,ცოცვის დროს, აბსოლუტურად ყველა კუნთი და ყველა ქსოვილი არის ჩართული.
,,როცა ჩამოვედი თბილისიდან, გარშემო სულ ტურა და მგლები დაძრწოდნენ.
მსვლელობა გორის სალოტბარო სკოლისა და ანსამბლ ,,რიხის''
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.