რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მონაზონი თავს კარგად გრძნობს, ხაშურის ეპისკოპოსი საკვირაო მსახურებისთვის ემზადება
ხაშურის ეპისკოპოსი 27 ნოემბერს, საკვირაო მსახურებას იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ტაძარში აღავლენს.

საღვთო ლიტურგია დილის 10:00 საათზე დაიწყება.

ეპარქიას ამ დრომდე არ გაუვრცელებია განცხადება ცხრამუხის ეკლესიაში მომხდარ ფაქტზე. სადაც მონაზონს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ხოლო პოლიციის ცნობით, მასზე სექსუალური ძალადობა განახორციელეს.

ცხრამუხის ეკლესიის მრევლის ცნობით, თბილისის კლინიკაში მონაზონს გამოკვლევები ჩაუტარდა, მიღებული აქვს სხვადასხვა სახის დაზიანებები: ,,თავს კარგად გრძნობს, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება'' - აღნიშნულია მრევლის განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ლ.ტ. და 1983 წელს დაბადებული ვ.გ დააკავეს.

მათ ბრალად 1952 წელს დაბადებული პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა და გაუპატიურება ედებათ.

საქართველოს პროკურატურამ, მონაზვნის მიმართ ჯგუფურად, განსაკუთებული სისასტიკით ჩადენილი გაუპატიურების და ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 25 ნოემბერს, ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში მდებარე ეკლესიის საცხოვრებელ კელიაში ორი პირი თავს დაესხა მონაზონს და ძალადობის მუქარით მოსთხოვეს ფული და ძვირფასეულობა. უარის მიღების შემდეგ, აღნიშნულმა პირებმა, მას მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და ძალადობით, ჯგუფურად გააუპატიურეს. ასევე, მონაზონს წაართვეს მობილური ტელეფონი, კვლავ სცემეს და დატოვეს უგონო მდგომარეობაში. ბრალდებულებმა ეკლესიიდან წაიღეს შესაწირი ყუთები მასში მოთავსებული ფულადი თანხით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცავებმა ბრალდებულები 26 ნოემბერს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით (გაუპატიურება, ჩადენილი ჯგუფურად, დაზარალებულის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით) და 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით (ყაჩაღობა ჩადენილი ჯგუფურად, ბინაში (საცხოვრებელ კელიაში) უკანონო შეღწევით) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ კირილეს იუბილეზე ჩასული ქართული
დელეგაციის სახელით უკრაინის ეკლესიის არაღიარებისა და „ზეწოლისადმი
დაუმორჩილებლობის“ შესახებ სკანდალურ ციტატას ავრცელებს.
რუსეთის საპატრიარქო პატრიარქ კირილეს იუბილეზე ჩასული ქართული დელეგაციის სახელით უკრაინის ეკლესიის არაღიარებისა და „ზეწოლისადმი დაუმორჩილებლობის“ შესახებ სკანდალურ ციტატას ავრცელებს.
20:16 / 22.11.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ
რუსეთის პატრიარქმა ომი აკურთხა და მხარი დაუჭირა. მოსკოვში
საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას კი სასულიერო პირი
დიპლომატიის ნაწილად აფასებს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქმა ომი აკურთხა და მხარი დაუჭირა. მოსკოვში საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის გამგზავრებას კი სასულიერო პირი დიპლომატიის ნაწილად აფასებს.
13:51 / 22.11.2026
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან საუბრისას
აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კურსს გადაუხვია და ახლა მხილებაა
საჭირო. სასულიერო პირი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ბოლო
ქადაგებების დროსაც საუბრობს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი TV პირველთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კურსს გადაუხვია და ახლა მხილებაა საჭირო. სასულიერო პირი ხელისუფლების ცვლილების აუცილებლობაზე ბოლო ქადაგებების დროსაც საუბრობს.
13:36 / 22.11.2026
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 24 ნოემბრის
04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება კასპის,
გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა
ბაკურიანს შეუწყდება. შეზღუდვის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე
მიმდინარე სამუშაოებია.
საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის ცნობით, 24 ნოემბრის 04:00 საათიდან 25 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება კასპის, გორის, ქარელის, ხაშურისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებს, ასევე დაბა ბაკურიანს შეუწყდება. შეზღუდვის მიზეზი მაგისტრალურ გაზსადენზე მიმდინარე სამუშაოებია.
12:30 / 22.11.2026
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სტუდენტურ გაცვლით
პროგრამებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს
შეეხო.
რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე საუბარი სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის არაღიარების საკითხს შეეხო.
11:57 / 22.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.