რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
როცა მაგისტრალისკენ ლეკვები მორბიან, ვის მივმართოთ? - გორის მაგალითი
დღეს, გორი-კასპის შემოვლით გზაზე, ე.წ. აზნეთის მონაკვეთზე ათამდე ლეკვი მაგისტრალზე გადმოვიდა.

რამდენიმე წუთით მოძრაობა შეფერხდა. შეიქმნა საავარიო სიტუაცია. ლეკვები ძაღლთან ერთად, იქვე 100 მ-ში მდებარე ფერმის შენობისკენ გაიქცნენ. ფერმაში არავინ იმყოფებოდა, გარდა კიდევ რამდენიმე ძაღლისა.

როგორც ადგილზე გავარკვიეთ, ფერმაში ჰყავთ როგორც დედა ძაღლი, ასევე მამრი ძაღლი, ლეკვებთან ერთად. პატრონი ადგილზე არ იმყოფებოდა.

ფაქტის შესახებ მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს ვაცნობეთ, თუმცა იმის გამო, რომ ძაღლები მიკედლებული არიან კონკრეტულ ობიექტზე, გადავწყვიტეთ საქმის კურსში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები ჩაგვეყენებინა.



ფაქტის შესახებ ეცნობა სოფლის დეპუტატს ვანო ნონიკაშვილს, ასევე, მერის რწმუნებულის თანამშემწეს.

ვანო ნონიკაშვილის თქმით, ის ფერმერს გააფრთხილებს, რათა უზრუნველყოფს ცხოველის ყოლის წესები და უზრუნველყოს საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილების ნორმების დაცვა.

გორის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით, ცხოველის ყოლა დაშვებულია ფიზიკური პირისთვის იზოლირებულ ბინაში ან ინდივიდუალურ (საკარმიდამო) ტერიტორიაზე; გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები ვალდებულები არიან, საცხოვრებელი ადგილების მიხედვით, საკუთარი ცხოველი (ძაღლი და კატა) დაარეგისტრირონ იმ პერიოდიდან, როცა ცხოველი 1 თვის ასაკის გახდება.

ცხოველების ამა თუ იმ მიზეზით შემდგომი მოვლა-პატრონობის შეუძლებლობის შემთხვევაში (პატრონის გარდაცვალების ან სხვა ობიექტური მიზეზების გამო) დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გადაიბაროს, გააჩუქოს ან სხვა შემთხვევაში ჩააბაროს ის ცხოველთა თავშესაფარშ და ა.შ.

აღნიშნული დადგენილების კონტროლი ევალება გორის მუნიციპალიტეტის მერიას, ხოლო დამრღვევი პირის მიმართ გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა დიდი
ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის
ბრალდებით დააკავეს.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი ჟურნალისტი, ნოდარ ჩაჩუა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.
19:32 / 06.10.2026
მოსარჩელე ეკონომიკის სამსახურის ახალი დებულების გაუქმებას ითხოვს,
რასაც თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა.
მოსარჩელე ეკონომიკის სამსახურის ახალი დებულების გაუქმებას ითხოვს, რასაც თანამშრომელთა გათავისუფლება მოჰყვა.
19:08 / 06.10.2026
რუისის №1 საბავშვო ბაღის მშენებლობა შეჩერებულია. მუნიციპალურმა
განვითარების ფონდმა კომპანია „აი ქეი ბი ბილდთან“, რომელსაც ვადები
5-ჯერ გაუხანგრძლივდა, ხელშეკრულება შეწყვიტა.
რუისის №1 საბავშვო ბაღის მშენებლობა შეჩერებულია. მუნიციპალურმა განვითარების ფონდმა კომპანია „აი ქეი ბი ბილდთან“, რომელსაც ვადები 5-ჯერ გაუხანგრძლივდა, ხელშეკრულება შეწყვიტა.
17:40 / 06.10.2026
"ვეცდები, ყველა მნიშვნელოვანი დეტალი გაგიზიაროთ, რაც ვნახე და გავიარე.
12:57 / 06.10.2026
„ნეტგაზეთის“ ცნობით, დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი
გამოიყოფა. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, საძირკველს პრობლემები
აქვს და უცნობია, გაუძლებს თუ არა ის ახალ პროექტს.
„ნეტგაზეთის“ ცნობით, დემონტაჟისთვის დამატებით 109 400 ლარი გამოიყოფა. სამხარაულის ექსპერტიზის თანახმად, საძირკველს პრობლემები აქვს და უცნობია, გაუძლებს თუ არა ის ახალ პროექტს.
20:50 / 05.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.