რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
მერია ძველი ხიდიდან ,,გორი ინნამდე'' მტკვრის კალაპოტში ბულვარის მოწყობას გეგმავს
გორის მერია 3,6 მლნ ლარს ხარჯავს იმისათვის, რომ ძველი ხიდიდან სასტუმრო ,,გორი ინნი’’-ს ტერიტორიამდე ბულვარი მოეწყოს. ამისათვის მტკვრის ისედაც ვიწრო კალაპოტს ავიწროებენ. კალაპოტი იწყება იქ, სადაც ლიახვი უერთდება მტკვარს.

ფოტოილისტრაციაზეც ჩანს, რომ კალაპოტი საკმაოდ ვიწროა. ეს ერთ-ერთი ყველაზე ვიწრო კალაპოტი იქნება მდინარე მტკვრის აუზში.

ერთ მხარეს ახალბაღის პარკის ჭალებია, ხოლო მეორე მხარეს მთის ფერდობზე გამავალი რკინიგზა. რკინიგზაც თავის მხრივ, დამცავი კედლითაა გამაგრებული.

რა მანძილი იქნება ორ დამცავ კედელს შორის? პროექტში არ წერია.

გარდა ამისა, ოფიციალურ დოკუმენტებში არსადაა აღნიშნული, რომ პროექტი შედგენილია გარემოზე ზემოქმედების შესახებ დოკუმენტის მიხედვით.



რას ითვალისწინებს პროექტი?

პროექტში წერია, რომ მშენებლობა იწყება ძველი ხიდიდან და მიემართება ,,ახალბაღის’’ პარკამდე. ,,ახალბაღის’’ პარკს აღარ ეკუთვნის ის ადგილი, სადაც ახალი, 5-ვარკვლავიანი სასტუმრო ,,გორი ინნია’’ აშენებული.

საპროექტო დოკუმენტაციაში ასევე ვკითხულობთ:

,,მონაკვეთი იწყება ძველი ხიდიდან. საავტომობილო გზა მიუყვება მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს, რომელიც ირეცხება. მის დასაცავად აუცილებელია სანაპირო საყრდენი კედლის მშენებლობა და მდინარეზე არსებული ხიდის შევიწროებული ხვრეტის გაწმენა მდინარის ნატანისგან’’ - აღნიშნულია დოკუმენტში.

პროექტის მიხედვით, კედლის სიმაღლე – 10 მეტრი იქნება.



,,აღნიშნული განპირობებულია წყლის 1%-იანი განმეორებადობის ალბათობით (რაც 100 წელიწადში ერთხელ ხდება) და შესაბამისი ფსკერის წარეცხვის დონეებით.’’ - წერია პროექტში.

როგორც პროექტის ავტორი ირწმუნება, კედლის თავი ნახევარი მეტრით იქნება დაშორებული წყლის მაქსიმალური დონიდან.

ხოლო ძირი, წარეცხვის დონიდან, არა ნაკლები 2,5 მეტრის ჩაღრმავებით იქნება გაკეთებული..

,,განსაკუთრებით, ყურადღება უნდა მიექცეს კედლის უკანა მხარეს დრენაჟის მოწყობის ხარისხს, ვინაიდან ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, გრუნტის წყლების მნიშნელოვან გამოდენას აქვს ადგილი’’ - წერია პროექტში.

კედლის აგების შემდეგ პროეტში დავალების შესაბამისად გათვალისწინებულია მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა – გურამიშვილის ქუჩის, გამავალი სანიაღვრე არხის რეკონსტრუქცია, კედლის მიმდებარე ტერიტორიაზე ბილიკებისა და გაზონების მოწყობა ბალახის დაგებით (დენდროპროექტის გარეშე). ტერიტორიის განათება.




გორის მერიის პრესრელიზი

გორში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, მდინარე მტკვრის კალაპოტში, რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს. გამაგრებითი სამუშაოები მდინარის მარცხენა სანაპიროზე, ახალბაღიდან ძველ ხიდამდე ხორციელდება. კედლის სიგრძე 214 მეტრი იქნება.

პროექტის მიხედვით, ნაპირსამაგრ კედელზე დაგეგმილია მოაჯირების მოწყობაც.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 3 651 650 ლარია.

გორის მუნიციპალიტეტის მერია ნაპირსამაგრი კედლის მშენებლობის დასრულების შემდეგ, გურამიშვილის ქუჩაზე, ძველი ხიდიდან ახალბაღამდე ბულვარის მოწყობას გეგმავს.
საავტომობილო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც აღნიშნულ სანაპიროს მიუყვება, იგეგმება საგზაო ინფრასტრუქტურის მოეწყობაც.

როგორ წალეკა ,,ახალბაღი’’ მტკვარმა 100 წლის წინ

პროფესორ ელდარ მამისთვალიშვილის ცნობით,100 წლის წინ, გორში წყალდიდობამ მოსახლეობას დიდი პრობლემები შეუქმნა. ამ წყალდიდობის დროს, წაილეკა ,,ახალბაღი’’

პარკი, რომლის გაშენებაც XIX საუკუნის 70-იან წლებში დაწყებულა, 24 ჰექტარ მიწის ფართობს მოიცავდა.

,,მე-19 საუკუნის მიწურულს, 1898 წელს კი, წყალდიდობას მთლიანად წაულეკავს გორელებისთვის საყვარელი ადგილი. ბაღის აღდგენაზე თავი არ შეუწუხებია ქალაქის მაშინდელ თვითმმართველობას. განადგურებული პარკის აღდგენა მხოლოდ ადგილობრივი ახალგაზრდობის თაოსნობით მომხდარა. ინიციატორი კი, არტილერიის ოფიცერი ვ. ენგელმანი ყოფილა. აღნიშნული ბაღის აღდგენა-მშენებლობაშიც დიდი წვლილი შეუტანია ივანე ამილახვარს, ამიტომ, როცა პარკი აკურთხეს - 1904 წლის 8 აგვისტოს, ქალაქის გამგეობამ გადაწყვეტილება მიიღო, რომ ამ ადგილისთვის ,,ამილახვრის ბაღი“ ეწოდებინათ.’’ - წერია ელდარ მამისთვალიშვილის წიგნში, ,,გორის ისტორია’’
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.