რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქალების მარში - "არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს"
დღეს, 8 მარტს, თბილისთან ერთად საქართველოს სხვა ქალაქებში, გორში,
ბათუმში, ქუთაისში, ახალქალაქში, ზუგდიდში და თელავში, მიმდინარეობს
ქალების მარში:
"არა ტოტალურ კონტროლს, არა რუსულ კანონს".
ქალთა მოძრაობის მანიფესტი:
მოგმართავთ 8 მარტს, ქალთა უფლებების საერთაშორისო დღეს, საქართველოში მცხოვრებ ყველა ქალს – სოფლად და ქალაქად მცხოვრებ ქალებს; შინ და გარეთ მშრომელ ქალებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ქალებსა და შშმ ბავშვების დედებს, ყველა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის ქალებს; ქვიარ და ტრანს ადამიანებს; მიგრანტ, ლტოლვილ და იძულებით გადაადგილებულ ქალებს, მარტოხელა დედებს, ყველა ასაკისა და პროფესიის ქალსა და გოგოს, ყველას, ვინც თავს ქალად მოიაზრებს.
თუ შენი თავი ამოიცანი, ჩვენი მიმართვა შენ გეხება!
საუკუნეების განმავლობაში ქალების ჩაგვრა და დაქვემდებარება ნორმა იყო. ჩვენ შეზღუდული გვქონდა განათლების მიღების, ხმის მიცემისა და არჩევნებში მონაწილეობის, ეკონომიკურ-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვის, დასაქმების, თავისუფლად გადაადგილების, განქორწინების, მემკვიდრეობის, სექსუალური, რეპროდუქციული და სხვა ფუნდამენტური უფლებები. დღეს რომ ბევრ ჩვენგანს ამ საბაზისო უფლებებზე ხელი მიგვიწვდება, სწორედაც რომ ქალების თავგანწირული ბრძოლის, წინააღმდეგობისა და სოლიდარობის დამსახურებაა. სხვადასხვა დროის ფემინისტურმა ბრძოლებმა შექმნა ის გამარჯვების ისტორიები, დღეს რომ სიამაყითა და რწმენით გვავსებს!
თანასწორობისთვის ბრძოლა განსაკუთრებით რთულია ისეთ პოლიტიკურად და ეკონომიკურად არამდგრად ვითარებაში, რომელშიც საქართველო დღეს იმყოფება:
დღეს ვიბრძვით, რომ სახელმწიფო პოლიტიკა აღიარებდეს ქალთა სიღარიბეს, მაშინ, როდესაც ქალების უმრავლესობა ვმუშაობთ ყველაზე დაბალანაზღაურებად, და დაუფასებელ სამუშაოებზე. ქალები ვართ არაფორმალური ეკონომიკის უჩინარი მუშაკები, არ გვაქვს შრომითი ხელშეკრულებები, ჩვენი შრომითი უფლებები დაუცველია და ვერ ვსარგებლობთ სოციალური სიკეთეებით – ღირსეული პენსიითა და ჯანმრთელობის დაზღვევით. ხშირად ჩვენ გაწეული შრომისთვის საკმარის ანაზღაურებასაც კი ვერ ვიღებთ, რათა სიღარიბეს თავი დავაღწიოთ.
დღეს ვიბრძვით, რათა სახელმწიფოსთვის უხილავ უმრავლესობად არ დავრჩეთ ემიგრანტი ქალები, რომელთა ფულადი გზავნილებიც საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, მაშინ, როცა ამ ქალების ეკონომიკური სტაბილურობისთვის სახელმწიფოს მხარდამჭერი პროგრამები არ გააჩნია;
დღეს ვიბრძვით იმისთვის, რომ გენდერული ნიშნით ძალადობის აღკვეთა მანამდე ხერხდებოდეს, სანამ ძალადობის მძიმე ფაქტები ან ფემიციდი მოხდება;
დღეს ვიბრძვით, რომ ქვეყანაში გაუპატიურების წინააღმდეგ არსებობდეს ისეთი კანონი, რომელიც სათანადოდ დასჯის მოძალადეს;
დღეს ვიბრძვით ალიმენტის ისეთი სისტემებისთვის, რომელიც ბავშვების ინტერესებს სათანადოდ მოემსახურება;
დღეს ვიბრძვით შშმ ქალებისა და ბავშვების პიროვნული, პროფესიული განვითარებისა და ღირსეული ცხოვრებისთვის.
დღეს ვიბრძვით ქალების პოლიტიკურ ცხოვრებასა და გადაწყვეტილებების მიმღებ პოზიციებზე ყოფნისთვის;
დღეს ვიბრძვით ქალების ეკონომიკური დამოუკიდებლობისთვის და იმისთვისაც, რომ დაცული იყოს ჩვენი შრომითი უფლებები, ქალებს გვქონდეს შრომის ღირსეული ანაზღაურება, და ქალები ვითვლებოდეთ მემკვიდრეებად.
დღეს ვიბრძვით, გოგოებისა და ქალების განათლებისთვის, რათა შეგვეძლოს იმ სფეროში პროფესიული განვითარება და კარიერული წინსვლა, რომელსაც თავად ავირჩევთ.
დღეს ვიბრძვით, რომ ყველამ შევძლოთ ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში ცხოვრება.
დღეს ვიბრძვით, გოგოების ნაადრევი და იძულებითი ქორწინებისა და ყველა იმ მანკიერი პრაქტიკის წინააღმდეგ, როცა ქალს არ შეუძლია დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილება საკუთარ ცხოვრებაზე.
ყველა ეს მიღწევა, რაც ამ ბრძოლამ მოგვიტანა, ქალებს შორის სოლიდარობისა და ურთიერთმხარდაჭერის შედეგია.
დღეს, ჩვენი უფლებებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის გაუფასურებას და მოპოვებული უფლებების წართმევას ცდილობენ.
თავსმოხვეული რუსული კანონებით, რომელიც ტოტალურ კონტროლს აწესებს, საფრთხე ექმნება ჩვენს სოლიდარობას, ერთმანეთზე და უკეთესი გარემოსთვის ზრუნვას.
და იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ამ უფლებების განმტკიცებასა და სხვა სოციო-ეკონომიკური და პოლიტიკური უფლებების გაუმჯობესებაზე ვაგრძელებდეთ მუშაობას, იძულებულნი ვართ ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ ბარიერებს, მოღალატეობრივ კანონს ვებრძოლოთ.
გამოვედით, რომ ხმამაღლა ვთქვათ – ჩევნი უფლებებისთვის ხანგრძლივი ბრძოლის გაუფასურებას და მოპოვებული უფლებების წარმთმევას ჩვენ არ დავუშვებთ!
ქალებო, გავერთიანდეთ ტოტალური კონტროლის წინააღმდეგ, რადგან თითოეული ჩვენგანის ხმა ჩვენს თავისუფლებასა და ქვეყნის დამოუკიდებლობას განსაზღვრავს!
ქალები არ შევეგუებით ჩაგვრას, უსამართლობასა და უთანასწორობას!
ქალები არ დავთმობთ საქართველოს დამოუკიდებლობას!
ქალები არ დავთმობთ ქვეყნის ევროპულ არჩევანს!
ჩვენ არ დავემორჩილებით ტოტალურ კონტროლს და ავჯანყდებით რუსული კანონების წინააღმდეგ!
ჩვენ ბევრნი ვართ!
#არარუსულკანონს!
ფოტო: რადიო თავისუფლება

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები