რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
როგორ მოარგო კონკრეტულ ტრაქტორს ტენდერი კასპის მერიამ
კომპანია ,,ჯითიგრუპის“ წარმომადგენელი ჩივის, რომ კაპის მერიამ ტენდერი ერთ კონკრეტული მოდელის ტრაქტორს მოარგო. ეს მოდელია JCB 4CX , რასაც მათი აზრით, ადასტურებს ტენდერის შედეგიც და ფორმალურად ჩატარებული ბაზრის კვლევა.

ამ ტრაქტორის შესაძენად კასპის მერია 280 000 ლარს იხდის.

კომპანია ,,ჯითიგრუპის“ მიერ შეთავაზებული ტრაქტორი კი მერიამ დაიწუნა.

ასე მაგალითად, კასპის მერია ითხოვს, რომ ტრაქტორის ავზის მოცულობა უნდა იყოს 160 ლიტრი.

,,რატომ არანაკლებ 160 ლიტრი? რა საჭიროებიდან გამომდინარე დაადგინა შემსყიდველმა ეს მინიმალური მოცულობა. ცნობისთვის, ჩვენს მიერ ბაზრის კვლევაში შეთავაზებულ ექსკავატორ -დამტვირთველს აქვს 132 ლიტრი საწვავის ავზი.’’ - წერს კომპანია ჯითიგრუპის წარმომადგენელი.

გარდა ამისა, ჯითიგრუპის ექსკავატორი გაცილებით ეკონომიურია და ზუსტად იგივე დროში უნდა გახარჯოს 132 ლიტრი, რა დროც კონკურენტს ჭირდება 160 ლიტრის გასახარჯად.

ირკვევა ისიც, რომ მერიამ დაიწუნა ტრაქტორის სიგანე. ასე მაგალითად, მერია ითხოვდა, რომ ტრაქტრორის სიგანე უნდა ყოფილიყო 2,45 მ.

,,ჩვენს მიერ ბაზრის კვლევაში შეთავაზებულ ექსკავატორ - დამტვირთველს აქვს 2452 მმ. ანუ სხვაობა არის მხოლოდ 2 მმ. საიტერესოა, შემსყიდველის განმარტება თუ რატომ არის 2 მმ პრობლემატური?““ - კითხულობს კომპანია ჯითიგრუპის წარმომადგენელი.

საინტერესოა, ტრაქტორის ციცხვის ამბავიც. ექსკავატორის ციცხვის ჩაწვდომის სიღრმე მოთხოვნილი იყო არანაკლებ 6 000 მმ. კომპანიის მიერ შეთავაზებულ ექსკავატორ -დამტვირთველს ეს მონაცემი აქვს 5881 მმ, ანუ 119 მმ ით ნაკლები.

,,რატომ არი 119 მმ ამდენად კრიტიკული კასპის მუნიციპალიტეტისათვის? რეალურად გაიზომა შერჩეული ექსკავატორ-დამტვირთველის ამოთხრის პარამეტრი, ან გაზომავს? იქნებ დამრგვალებული სახით გვთავაზობს ამ მონაცემს მწარმოებელი და მისი ჩაწვდომის სიღრმე არის მაგალითად 5950 მმ?’’

რაც შეეხება უკანა ციცხვის ჰორიზონტალურად გაწვდომის სიგრძეს, აქ მერიას მოთხოვნილი აქვს არანაკლებ 7 000მ.

,,ამ შემთხვევაში ჩვენი მონაცემია 6 965 მმ, ანუ 35 მმ-ით ნაკლები. აქაც საინტერესოა, თუ რატომაა 35 მმ მნიშვნელოვანი შემსყიდველისთვის. ამავე დროს პრაქტიკაში გაცილებით საჭირო მონაცემია ტვირთამწეობა მაქსიმალურ გაშლაზე, სადაც ჩვენ ექსკავატორ-დამტვირთველს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს. იქნებ ჯობდა ამ პარამეტრის მოთხოვნა, ვიდრე 35 მმ-ის გამო კონკურენციის შეზღუდვა?’’ - წერს ჯითიგრუპის წარმომადგენელი.

კომპანია ,,ჯითიგრუპი“ იმასაც აღნიშნავს, რომ მათ მიერ შეთავაზებული ტრაქტორი გაცილებით უკეთესია სხვა მხრივაც.

მაგალითად, მოთხოვნილია მინიმუმ 100 ცხ. ძალის მქონე ტრაქტორი, ხოლო ჯითგრუპის ტრაქტორს გააჩნია 110 ცხენის ძალა და ა.შ.

კასპის მერია პასუხობს, რომ ბაზარზე ოპერირებს რამდენიმე მიმწოდებელი, რომელიც მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში შეძლებენ დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები.

,,აღნიშნული წარმოადგენს სიცრუეს, რამდენადაც ამ ტექნიკური მონაცემების მხოლოდ ერთი მოდელი არსებობს ბაზარზე და შემსყიდველს ამ პირობების ჩამოყალიბებისას ბაზრის კვლევისაგან მიღებული სხვა მონაცემები არ გაუთვალისწინებია. მან მხოლოდ ერთ კონკრეტულ მომწოდებელს „მოარგო“ ეს პირობები, რითაც შეზღუდა კონკურენცია და დაარღვია შესყიდვების კანონმდებლობით განსაზღვრული ძირითადი პრინციპები.’’ - აღნიშნავს ,,ჯითიგრუპის““ იურისტი.

აღნიშნულ საჩივარს შესყიდვების სააგენტო იხილავს. გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო
პოლიციის სამხრე კამერით
სასამართლო პროცესზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი იყო საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით
17:09 / 23.06.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი
თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი
გახდება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ალან გაგლოევი თანამდებობიდან გადადგა. ის რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება.
16:42 / 23.06.2026
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს
ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე,
დამნაშავედ ცნო.
სტრასბურგის სასამართლომ რუსეთი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამხედრო ტყვეების მკვლელობასა და წამების საქმეებზე, დამნაშავედ ცნო.
15:20 / 23.06.2026
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი
გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ალში მცხოვრები გულნაზი გვარამაძის ოჯახს საცხოვრებელი სახლის კედელი ჩამოენგრა.
12:32 / 23.06.2026
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი
დარეგისტრირდა.
შიდა ქართლიდან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 2 588 აბიტურიენტი დარეგისტრირდა.
12:00 / 23.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.