რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
A ვიტამინებით მდიდარი ხე და ბუჩქოვანი მცენარეები შიდა ქართლში - კვლევა
გორის უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო კათედრაზე ჩაატარეს კვლევა იმ ხე და ბუჩქოვან მცენარეებზე, რომლებიც შიდა ქართლის ტერიტორიაზე უცვად გვხვდებ.

კვლევის დროს გამოკვეთეს ის მცენარეები, რომლებიც ,,ა'' ვიტამინებს შეიცავს.

,,მცენარეული ნედლეული საკმაოდ მნიშვნელოვანი წყაროა ადამიანის ორგანიზმისათვის, რადგან მისი გამოყენებისას პრაქტიკულად გამორიცხულია დოზის გადაჭარბება და გვერდითი მოვლენები, რაც გარდაუვალია სინთეტიკური ვიტამინური პრეპარატების ხანგრძლივად და უკონტროლოდგამოყენებისას.''- აღნიშნულია კვლევაში.

რაც შეეხება A ვიტამინს, კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ მისი მნიშვნელობა დიდია ადამიანისათვის. ის ხელს უწყობს მხედველობის ნორმალიზებას, ასტიმულირებს სიმაღლეში ზრდის პროცესს, მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, ავლენს ანტიოქსიდანტურ და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას და სხვ.

კვლევის მიზანს შეადგენდა შიდა ქართლის ნიადაგურ-კლიმატურ პირობებში ფართოდ გავრცელებული ხე და ბუჩქოვან სამკურნალო მცენარეებში კაროტინის შემცველობის დადგენა. კვლევის ობიექტი - ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახის სამკურნალო მცენარეები, რომლებიც სხვა მცენარეებთან ერთად ნებადართულია ფარმაკოლოგიაში გამოსაყენებლად:

ასკილი - Rosa canina L.
წითელი კუნელი - Grataegus sanguinea Pall.
შავი კუნელი - Grataegus pentagina Waldsi et Kit.
მარწყვი - Fragaria vesсa L.
მაყვალი - Rubus sp. diversa
ჟოლო - Rubus idacus L.
გარგარი - Armeniaca vulgaris Lam
ჩვეულებრივი ნუში - Amygdalus communis L.
ვერცხლისფერი მარწყვა ბალახი - Potentillea argentea L.

მცენარეთა საანალიზო სინჯები აღებული იქნა მედიცინაში გამოსაყენებელი ორგანოების და კალენდარული ვადების მიხედვით. კაროტინის შემცველობა განისაზღვრა საყოველთაოდ ცნობილი მეთოდით.

საკვლევი მცენარეების ქიმიური შედგენილობა და სამკურნალო თვისებები:

ასკილი (Rosa canina L.) - ნაყოფი შეიცავს ვიტამინ C, E, P, K, კაროტინოიდებს, ნახშირწყლებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფლავონოიდებს, უმაღლეს ალიფატურ სპირტებს, ლიპიდებს, ორგანულ მჟავებს. წარმატებით გამოიყენება მედიცინაში ჰიპო- და ავიტამინოზისას, მხედველობის ნაკლებობისას, სიმაღლეში ზრდისათვის, ხოლო მისი ზეთი - დამწვრობის და ჭრილობების შესახორცებელ საშუალებად;

წითელი კუნელი (Grataegus monogina Iacq.) - ნაყოფი მდიდარია მთრიმლავი ნივთიერებებითსტეროიდებით, კაროტინით, C ვიტამინით, ორგანული მჟავებით. ყვავილებში წარმოდგენილია ორგანული მჟავები, ეთერზეთები, მთრიმლავი ნივთიერებები. მედიცინაში გამოიყენება გულისმუშაობის ფუნქციონალური დარღვევისას, ჰიპერტონული დაავადებების, ნევროზის, არითმიის, ტაქიკარდიის სამკურნალოდ, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს;

შავი კუნელი (Grataegus pentagina Waldsi et Kit) - ნაყოფი მდიდარის ფლავონოიდებით, ფენოლურიშენაერთებით (განსაკუთრებით კატექინებით), C, E, K, პროვიტამინ A-თი. ყვავილები შეიცავს:ფლავონოიდებს გლიკოზიდებს, ორგანულ მჟავებს, ეთერზეთებს. მედიცინაში გამოიყენებიანკარდიოტონულ, სპაზმოლიტიკურ და ანტიარითმულ საშუალებად.

მარწყვი (Fragaria vesca L.) - ყვავილები შეიცავს შაქრებს, ორგანულ მჟავებს, კატექინებს, მთრიმლავნივთიერებებს, კუმარინებს, ფლავონოიდებს, ვიტამინ C, B1, B2, B6, P, PP, E და კაროტინოიდებს. მისიგამოყენება საკმაოდ ეფექტურია ღვიძლისა და სანაღვლე გზების დაავადებების, ავიტამინოზის დროს. აქვს შარდმდენი, თირკმელებისა და შარდის ბუშტში ქვების დამშლელი თვისებები. ფოთლები მდიდარიაC ვიტამინით, კაროტინოიდებით, ფენოლური და არომატული შენაერთებით, მთრიმლავი
ნივთიერებებით, ალკალოიდებით, მინერალური მარილებით. ცნობილია ღვიძლისა და სანაღვლე გზებისდაავადებების სამკურნალო საშუალებად. გარდა ამისა, ფოთლებს გააჩნია ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიტური, ანემიის, ათეროსკლეროზის, რაქიტის საწინააღმდეგო თვისებები.

მაყვალი (Rubus sp. diversa) - ნაყოფში გროვდება ორგანული მჟავები, შაქრები, პექტინები, ლორწოები, ცილები, ანტოცეანები. ხასიათდება ანტივირუსული თვისებებით. აქვს აღმგზნები დაანთების საწინააღმდეგო მოქმედება.

ჟოლო (Rubus idacus L.) - ნაყოფი მდიდარია ვიტამინ C, P, B ჯგუფის ვიტამინებით და
კაროტინოიდებით, ორგანული მჟავებით, ნახშირწყლებით, პექტინებით, კატექინებით, მთრიმლავი ნივთიერებებით, ფლავონოიდებით, ანტოცეანებით. აქვს სიცხის დამწევი, სისხლდენის შემაჩერებელი, პირღებინების საწინააღმდეგო, მადის მომგვრელი და ანტიბაქტერიული თვისებები.

გარგარი (Armeniaca vulgaris Lam) - საკვებ და ეკონომიკურ მნიშვნელობას განსაზღვრავს ნაყოფში შაქრის დიდი შემცველობა, აქედან ძირითადია საქაროზა. შეიცავს ვიტამინებს. თესლში საკვები დასამედიცინო ღირებულების ცხიმოვანი ზეთია (30-40%). გარგარის გომოზსაც დიდი გამოყენება აქვს პრაქტიკაში. აქვს მდგრადი ემულგირებისა და შემოგარსვის უნარი.

ჩვეულებრივი ნუში (Amygdalus communis L.) - თესლი შეიცავს ციანოგენურ გლიკოზიდებს, მათშორის ამიგდალინს, ციანწყალბადმჟავას. იყენებენ წვეთებსა და მიქსტურებს ტკივილგამაყუჩებელ და სედატიურ საშუალებად: ინახება B-სიით.

ვერცხლისფერი მარწყვა ბალახი (Potentillea argentea L.) - ნედლეულია მცენარის მიწისზედა ნაწილი, რომელსაც ამზადებენ ყვავილობის ფაზაში. ნედლეული შედგება ფოთლების, ყვავილებისა და ღეროების ზედა ნაწილებისაგან, რომლებიც მოთეთრო ქეჩისებური ბუსუსებითაა დაფარული. ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს, ჰიპეროზიდს, კვერცეტინს, რუტინს, კემფეროლს, ტრიტერპენოიდებს, ვიტამინ C-ს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთებს, ორგანულ მჟავებს, კატექინებს. ნედლეული შედის მიქსტურის ნაკრებში, რომელიც გამოიყენება გასტრიტის დროს, გააჩნია სპაზმოლიტური, ჰიპოტენზიური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ურჩევენ ციროზის,ტუბერკულოზისა და სტენოკარდიის, აგრეთვე ანგინის, სტომატიტის და პიორეის დროს.

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი - (სამეცნიერო ჟურნალი) ნელი გოგინაშვილი, პროფესორი

ქვეყნდება შემოკლებით
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.