რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
„მამის გავლენით“ დანიშნული მოსამართლე - ვინ არის ალექსანდრე გზირიშვილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ალექსანდრე გზირიშვილი, რომელიც მოსამართლედ 2021 წლიდან მუშაობს, 34 წლისაა. ის ქალაქ კასპიდანაა.

მოსამართლედ დანიშვნამდე იყო იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატი, სწორედ ამ პერიოდში  საბჭოს წევრი იყო მისი მამა ლევან გზირიშვილი.

შვილის მოსამართლედ დანიშვნა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეაფასეს, როგორც ნეპოტიზმის ერთ-ერთი მაგალითი. "სასამართლო გუშაგის" დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი ამბობდა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა ლევან გზირიშვილმა საკუთარი გავლენები გამოიყენა და მოსამართლედ დაანიშნინა მისი შვილი.

"2018 წელს ალექსანდრე გზირიშვილი მუშაობას იწყებს თბილისის საქალაქო სასამართლოში. მანამდე ამ ადამიანს არასდროს სასამართლო სისტემაში არ უმუშავია და გუშინ გამართულ გასაუბრებაზე ისიც აღნიშნა, რომ ადრე ამის ინტერესი არ ჰქონია. ამის შემდგომ ის ირიცხება იუსტიციის უმაღლეს სკოლაში და 2019- 20 წლებში ხდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი. სკოლის მსმენელად ჩარიცხვასთან დაკავშირებით გადაწყევტილებას იღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო, ანუ ის ორგანო, რომლის წევრიც არის მამამისი. ახლა იუსტიციის უმაღლესი საბჭო აცხადებს კონკურსს მოსამართლეთა შესარჩევად 80-ზე მეტ ვაკანსიაზე და ალექსანდრე გზირიშვილმა შემოიტანა განაცხადი 40-ზე მეტ ვაკანსიაზე. ე.ი. მისთვის მნიშვნელობა არ აქვს- სად, მთავარია მოსამართლე გახდეს", - განუცხადა ნეტგაზეთს ნაზი ჯანეზაშვილმა.

ალექსანდრე გზირიშვილის მეუღლე, დედა და მამა საჯარო უწყებებში არიან დასაქმებულები.

გზირიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ მისი მეუღლე ფატი ეფრემიძე კასპის მუნიციპალიტეტის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის პირველი კატეგორიის სპეციალისტად მუშაობს. რაც შეეხება, ალექსანდრე გზირიშვილის მამას - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრი ლევან გზირიშვილი ამჟამად, შპს აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიაში იურიდიული საკითხების მრჩევლად არის დასაქმებული. აღნიშნული კომპანიის 100%-ს სახელმწიფო ფლობს.

მოსამართლის დედა - მარინე რაზმაძე ექიმია და 7 სხვადასხვა სამსახურში მუშაობს, მათ შორის სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში ოჯახის ექიმად, ასევე მონიტორინგის ექიმად და კონსულტანტად რამდენიმე კომპანიაში.

გზირიშვილის ოჯახის ყოველწლიური შემოსავალი 135 000 ლარს აღწევს.

აღსანიშნავია, რომ ალექსანდრე გზირიშვილი "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კასპის საკრებულოს წევრიც იყო და პარტიის ფრაქციას ხელმძღვანელობდა. თბილისში მოსამართლედ დანიშვნამდე - 2021-2022 წლებში ის იყო მცხეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ახალგორის მუნიციპალიტეტში.

ცნობისათვის, ალექსანდრე გზირიშვილი 25 წლის ასაკში, 2013 წელს, გახდა ჯერ ქალაქ კასპში მერის რწმუნებული, შემდეგ კი, - საკრებულოს წევრი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.