რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
,,პროექტში გამორჩენილია მოსახლეობის ნაწილი'' - წერილი ყელქცეულიდან გორის მერს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულში სასმელი წყლის სისტემის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის განხორციელება მაისში დაიწყო და უნდა დასრულდეს 2023 წლის ოქტომბერს.

სამუშაოებს კომპანია ,,გაზტექმშენი'' ახორციელებს. 

გაირკვა, რომ სოფელ ყელქცეულში გამორჩენილია მოსახლეობა, რომელთაც აღრიცხვის კვანძის მონტაჟი ესაჭიროება. ამის შესახებ კომპანია ,,გაზტექმშენის'' ხელმძღვანელმა გოჩა მეხაშიშვილმა გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს აცნობა.

წერილის მიხედვით, ირკვევა, რომ მოსაწყობი იყო 117-ცალი წყლის აღრიცხვის კვანძი, რეალურად კი, მეტ ოჯახს სჭირდება.

კომპანიის დირექტორი უთითებს იმასაც, რომ ის მრიცხველები, რომელიც პროექტის მიხედვით, უნდა გამზადებულიყო, გამოსაყენებლად არ შეიძლებოდა:

,,გვინდა გაცნობოთ, რომ აღნიშნული მრიცხველის მოდელი არ არის განკუთვნილი გარე წყალმომარაგებისთვის, მცირედი სინესტეც კი აზიანებს და მოქმედებს მრიცხველის გამართულ მუშაობაზე. გორის მუნიციპალიტეტის საექსპლუატაციო სამსახურის სპეციალისტების განმარტებით, ასევე სირთულეს წარმოადგენს მისი შემდგომი ექსპლუატაცია და აღრიცხვიანობის წარმოება, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პროგრამული უზრუნველყოფა და თანამშრომლები სჭირდება.'' - აღნიშნავს კომპანიის დირექტორი.

მან გორის მერს შესთავაზა, რომ დამონტაჟდეს ჩვეულებრივი ერთჭავლიანი მრიცხველი შესაბამისი 12-ინჩიანი ყუთით.

კომპანიის დირექტორისგან მიღებული წერილის შემდეგ, გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა წერილი გაუგზავნა იმ საპროექტო ორგანიზაციას, რომელმაც სოფელ ყელქცეულის სასმელი წყლის პროექტი შეადგინა. ხინჩეგაშვილს აინტერესებდა, თუ რატომ გამოტოვა პროექტის ავტორმა მოსახლეობა და ასევე რატომ იყო გათვალისწინებული ისეთი მრიცხველები, რომლებიც სინესტეს ვერ უძლებს.

,,საპროექტო ჯგუფის'' ხელმძღვანელმა ასეთი შინაარსის წერილით უპასუხა ხინჩეგაშვილს:

,,გაცნობებთ, რომ პროექტში გასამრიცხველიანებელი მოსახლეობის რაოდენობა გათვალისწინებული იყო ზუსტად, ადგილობრივი წარმომადგენლების მითითებით, თითოეული ოჯახის აღწერით. როგორც ჩანს მშენებლობის მიმდინარეობის პროცესში მოსახლეობის ნაწილის მხრიდან გამოითქვა ახალ ქსელზე დაერთების სურვილი, რაზეც არ ვართ წინააღმდეგი'' - წერს საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი ნ. ხორბალაძე.

ყელქცეულის პარალელურად, კომპანია მუშაობს სოფელ მეჯვრისხევში, სადაც 50-ტონიანი რეზერვუარი მონტაჟდება. გოჩა მეხაშიშვილი აქაც აღნიშნავს, რომ მონტაჟის დროს, პრობლემები შეიქმნა, თუმცა ეს ვადებზე არ იმოქმედებსო.

პროექტის ჯამური ღირებულება 950 000 ლარია. დაგეგმილია, რომ ორი სოფლის მოსახლეობა სასმელ წყალს ნოემბრიდან მიიღებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.