რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
„მეტი ევროკავშირი საქართველოში“: ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საინფორმაციო კვირეული ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შედეგებზე
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა
ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ
საქართველოში ღონისძიებების კვირეულს
გამართავენ.
ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.

ამ მიზნის მისაღწევად, 17 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ქვეყნის სამი რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ევროკლუბებს ეწვევა.
კერძოდ, ისინი 26 სექტემბერს იმერეთში ქუთაისს მოინახულებენ, 27 სექტემბერს სამეგრელოში ზუგდიდს ეწვევიან, ხოლო 28 სექტემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბათუმსა და ქედაში ჩავლენ. შეხვედრები ორიენტირებულია 16-დან 26 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან, სურთ თავიანთი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და მზად არიან სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად.
26 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ და N26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, ასევე ესტუმრნენ ქუთაისის ევროკლუბს, რომელიც ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.

„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ დასავლეთ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებში მიმეღო მონაწილეობა,“ – ამბობს ება ფაგერლუნდი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შვედეთიდან.
„ჩვენმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა დადებითად აისახება სოფლად და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ახლა უკვე ხელი მიუწვდებათ უნარების განვითარებისა და მეწარმეობის სხვადასხვა შესაძლებლობებზე.
მოხარული ვარ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა, განსაკუთრებით კი რეგიონებში და სოფლად მცხოვრები, ამ დინამიური ინიციატივის ნაწილი გახდება“.
ღონისძიებების კვირეულის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიმდინარე კონკურსის შესახებ, რათა სოფლად მცხოვრები მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ინიციატივით, შეუერთდეს არსებულ ქსელს და გახდეს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 ოქტომბერია.
საბა ჩიტორელიძე, 21 წლის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ქუთაისიდან, აღნიშნავს: „რეგიონებში შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, უფრო მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ადგილობრივ თემებთან. ახალგაზრდების ენთუზიაზმი, რომელიც შეხვედრებზე იგრძნობოდა, ძალიან სასიხარულოა. ვამაყობ, რომ ევროპელი კოლეგების დახმარებით, მოვახერხეთ ქუთაისიდან ამდენი ახალგაზრდის ჩართვა ინიციატივაში.“

27 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ზუგდიდის N4-ე საჯარო სკოლას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და ზუგდიდის ევროკლუბს ეწვევიან, სადაც ისინი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდებიან. ზუგდიდის ევროკლუბი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და ასოციაცია „ათინათი“-ის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.
28 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქედის ევროკლუბს ეწვევიან, რომელიც ოფიციალურად 2023 წლის ივნისში, ქედის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით გაიხსნა და მათ მიერ ორგანიზებულ აქტივობებს შეუერთდებიან.
აქტივობის დროს მოსწავლეები დაამზადებენ ხელნაკეთ ნამუშევრებს ევროკავშირისა და საქართველოს სიმბოლიკით, გაეცნობიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშების შექმნის ისტორიას და მიიღებენ ინფორმაციას თანამშრომლობის შესახებ.
კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობებს და ინფორმაციულ შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ შესაძლებლობებს გააცნობენ, რომლებიც მათ უნარების განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრების დროს, ისინი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ასევე წარმოაჩენენ, როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უნარების განვითარებასა და მეწარმეობას საქართველოში.

შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას და მიზნებს და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე. ნიცა ამბრიაშვილი, 20 წლის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი გორიდან, შეხვედრებს პოზიტიურად აფასებს და ასე ეხმიანება:
„იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ნიშნავს, გქონდეს კომუნიკაცია ბევრ სხვადასხვა ადამიანთან და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მქონდეს ურთიერთობა აქტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდებთან.
ეს ურთიერთობა ყოველ ჯერზე ადასტურებს ქართველი ახალგაზრდების უსაზღვრო პოტენციალს და მიზანდასახულობას, რაც მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, გავაგრძელო ჩემი საქმე ინიციატივაში და მოუთმენლად ველი ახალი წევრების შემომატებას.“

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აკავშირებს ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან.
ქსელის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირის თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის რეალური შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, გაზარდოს სამოქალაქო აქტივიზმი და წაახალისოს თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და მას მერე ქსელში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1,700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები | ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან
მასალა მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით.

ამავე კატეგორიაში

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე
მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.

„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე
ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.
„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი
როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში
საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ
მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე,
სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა
პროფესიებს.”
ნინო, თავის ცოდნასა და
გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს,
რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად
ხელმისაწვდომი უნდა იყოს.
“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის
სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას
ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების
გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს
უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ
უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები