რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
ცხინვალელი ბიზნესმენები გაზრდილ საბაჟო გადასახადს აპროტესტებენ
ცხინვალელი ბიზნესმენები რუსეთთან დაწესებულ ახალ საბაჟო გადასახადს აპროტესტებენ. გამოცემა ,,ოსური მაცნეს'' ცნობით, ახალი ტარიფით უკმაყოფილება მეწარმეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციის ,,ფარნის'' წევრებმა გამოთქვეს.

რუსეთის ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი დადგენილების მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ერთო დოლარის ფასი 95 რუბლზე მეტი ეღირება, გარკვეულ საქონელზე საბაჟო გადასახადი 7%-ს გადასცდება.

ამას ემატება დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ დაწესებული გადასახადებიც. მაგალითად, როგორც მეწარმეები ამბობენ, არასასურსათო საქონელზე საბაჟო გადასახადმა უკვე 10%-ს მიაღწია. მოითხოვენ, რომ დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ ამ კუთხით გადასახადები ან გააუქმოს, ან შეამციროს.

,,ოსური მაცნეს'' ცნობით, ბიზნესმენები თვლიან, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გამოიჩინოს ნება განსაკუთრებით იმპორტირებულ საკვებ პროდუქტებზე გადასახადების მოსახსნელად.

"ფარნის" ხელმძღვანელის ალბერტ ვალიევის თქმით, ლოჯისტიკაც, გამარტივების ნაცვლად, მუდმივად რთულდება:

"გუშინწინ შევხვდით მეწარმეებს და გადავწყვიტეთ, რადიკალურად დაგვეყენებინა ეს საკითხი ჩვენს ხელისუფლებასთან - ან ჩვენ შორის საბაჟო მოიხსნას, ან რუსეთთან გავერთიანდეთ. ან შექმენით ისეთი ალიანსი, როგორიც რუსეთი და ბელორუსია. ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური გადაწყვეტილება მაღალ დონეზე." - აცხადებს ვალიევი.

ბიზნესმენების თქმით, ზოგიერთ საქონელზე საბაჟო ფასი 10%-მდე გაიზარდა, შესაბამისად, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში ფასები კიდევ უფრო გაძვირდება.

"ჩვენ თავს გადასახადებს ვუწევთ მაშინ, როცა არაფერს ვაწარმოებთ. ანუ დღგ-ს ორჯერ ვიხდით: რუსეთის საბაჟოზე და ჩვენს საბაჟოზე. და ეს ყველაფერი მომხმარებლისთვის საბოლოო ფასში აისახება", - ჩივიან მეწარმეები.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.