რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
გორის მერის პირველი მოადგილის ხარჯები აღემატება ოფიციალურ შემოსავლებს
გორის მერის პირველი მოადგილის, ნიკოლოზ ღვინიაშვილის შემოსავლები ბოლო სამი წლის განმავლობაში მკვეთრად მცირეა, ვიდრე ხარჯები.

იმ მონაცემების მიხედვით, რომელიც მან მიუთითა, წერია, რომ 2020-2022 წლებში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 249 365 ლარი, ხოლო გასავალი დაახლოებით - 403 000 ლარი.

საიდან დაფარა დანარჩენი ხარჯი, უცნობია.

ნიკოლოზ ღვინიაშვილი გორის მერის მოადგილედ 2021 წლის ივლისში დაინიშნა. მაისში მან სილქნეტის რეგიონალური სამსახურის მენეჯერის თანამდებობა მიატოვა.

მერის მოადგილედ დანიშვნამდე იყიდა მერსედესის მარკის მანქანა, რომელშიც 38 000 დოლარი გადაიხადა. ეროვნული ბანკის კურსით, 2020 წლის მაისის თვეში ერთი დოლარის ღირებულება 3.2 ლარი იყო. მანქანის ღირებულება იმ პერიოდისთვის დაახლოებით 121 600 ლარი შეადგენდა.


2020 წელი

შემოსავალი:

39 108 ლარი - სილქნეტი
4118 - მეუღლის ხელფასი

გასავალი:

121 600 ლარი - ავტომანქანა
210 000 - სახლი და ნაკვეთი ბერბუკში (გორი)

2020 წლის დეკლარაციის მიხედვით, არ ჩანს დანარჩენი 296 610 ლარის შემოსავლის წყარო.

2021 წელი

21 827 ლარი - სილქნეტი
12242 ლარი - მერის პირველი მოადგილის ანაზღაურება ივნისიდან
5364 ლარი - მეუღლის ხელფასი

გასავალი:

13310 - სესხის თანხა
2016 ლარი - სესხის თანხა

2022 წელი

შემოსავალი

42 451 ლარი - მერის მოადგილე
8022 ლარი - მეუღლის შემოსავალი
133 ლარი - მეუღლის შემოსავალი
43 000 დოლარი - გაყიდული მანქანის თანხა (მიახლოებითი კურსი: 2.7)

გასავალი

13223 ლარი - სესხი
8227 ლარი - სესხი
13 000 დოლარი - რემონტი (მიახლოებითი კურსი: 2.7)

ნიკოლოზ ღვინიაშვილმა დაამთავრა ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტელტეტი

სამუშაო გამოცდილება:

2021 წლის 06 ივლისიდან – გორის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე

2015–06.2021 წ.წ. - სს "სილქნეტი" შიდა ქართლისა და მცხეთა- მთიანეთის რეგიონული დირექტორი

2010-2015 წ.წ. - სს "სილქნეტის" შიდა ქართლისა და მცხეთა-

მთიანეთის რეგიონული დირექტორის მოადგილე

2007- 2010 წ.წ. - სს "გაერთიანებული ტელეკომის" შიდა ქართლისა და

მცხეთა-მთიანეთის რეგიონული დირექტორის მოადგილე

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.