რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2026 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 1
ახალი ამბები
გორში უნებართვო გარე ვაჭრობის შემთხვევაში მუნიციპალური ინსპექცია ქონების კონფისკაციას მოახდენს
გორში, გარე ვაჭრობის უნებართვო საქმიანობით ჩამორთმეული ქონება, გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრება ხდება.

ჩამორთმეული ქონება გადაეცემა იმ ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სოციალურად დაუცველი, მზრუნველობამოკლებული, თავშესაფარში მცხოვრები ან სხვა გარემოების გამო სპეციალური საჭიროებების მქონე პირთათვის მომსახურების გაწევა და დახმარება.

აღნიშნული ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიას ეკუთვნის, რომელიც ძალაში 2023 წლის 25 ოქტომბრიდან შევიდა.

მერიის ცნობით, ის ქონება, რომელიც არ ექვემდებარება გადაცემას ან ვერ გამოვლინდა ქონების მიმღები პირი, უნდა განიკარგოს ან განადგურდეს.

რა შემთხვევაში ხდება კონფისკაცია?

გარე ვაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

გარე ვაჭრობის განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური პირის ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

გრე ვაჭრობა, სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის (შესაბამისი საქონლის) კონფისკაციით.

ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან, – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
გორის მერი ითხოვს, რომ ტყვიავიდან ტირძნისამდე გზის მონაკვეთს
„მშვიდობის ქუჩა“ ეწოდოს
გორის მერი ითხოვს, რომ ტყვიავიდან ტირძნისამდე გზის მონაკვეთს „მშვიდობის ქუჩა“ ეწოდოს
17:06 / 29.11.2025
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის
უფლება მოითხოვა. ერთი განცხადების გარდა, ყველა დაკმაყოფილდა
გორის საბავშვო ბაღების 115-მა თანამშრომელმა ორ სამსახურში მუშაობის უფლება მოითხოვა. ერთი განცხადების გარდა, ყველა დაკმაყოფილდა
17:00 / 29.11.2025
გორის მერს საკრებულომ მისცა უფლება ჰყავდეს სამი მოადგილე, თუმცა
უმაღლესი კლასის ავტომობილის გამოყენების უფლება თავდაპირველად მხოლოდ
ორ მათგანს ჰქონდა
გორის მერს საკრებულომ მისცა უფლება ჰყავდეს სამი მოადგილე, თუმცა უმაღლესი კლასის ავტომობილის გამოყენების უფლება თავდაპირველად მხოლოდ ორ მათგანს ჰქონდა
16:49 / 28.11.2025
გორში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიუსაფარ
ცხოველებში ჭირი გავრცელდა
გორში, წერეთლის ქუჩის მცხოვრებლები აცხადებენ, რომ მიუსაფარ ცხოველებში ჭირი გავრცელდა
16:41 / 28.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.