რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,ეკლესიის კარი როგორ დაკეტეს, ქრისტიანები არ არიან?'' - КГБ კირბალის ეკლესიასთან გადაღებულ კადრებს ავრცელებს
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს კადრებს, სადაც ჩანს, რომ თამაზ გინტური და ლევან დოთიაშვილი კირბალში, ლომისის ეკლესიის დაკეტილ კარს აღებენ.

ვიდეომასალა ლევან დოთიაშვილის კუთვნილი ტელეფონიდან არის ამოღებული, რომელიც პატიმრობაში იმყოფება.

ვიდეომასალის მიხედვით, ეკლესიასთან იმყოფებიან თამაზ გინტური, ლევან დოთიაშვილი და კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც სავარაუდოდ მწყემსია.

,,ეს ჩვენი ეკლესიაა, ეკლესიის კარი როგორ დაკეტეს, ქრისტიანები არ არიან?'' - ისმის ვიდეოში თამაზ გინტურის ხმა. ის ლევანს ეუბნება, რომ ნუ ეშინია, გააღოს კარი, ხოლო რუსეთის სამხედროების მისამართით ისმის გინების ხმა.

ჩარაზული კარის გასაღებად ლევან დოთიაშვილს ძალის გამოყენება დასჭირდა.

,,მიდი ლეო, მარცხნივ ქენი, კარი არ დაამტვრიო. შეგვიწყალე უფალო. ლომისა, შენს ძალას ვენაცვალე, შენი ამჭედის დ...შ...''' - ისმის თამაზ გინტურის ხმა და შედის ეკლესიაში. შემდეგ ითხოვს სადღეგრძელოსთვის ღვინის დასხმას და ლომისის ძალას ლოცავს.

როგორც შემდეგ გაირკვა, ცოტა ხანში ეკლესიასთან მიდიან რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები, რასაც თამაზ გინტურის მკვლელობა მოჰყვა, ხოლო ლევან დოთიაშვილი დააპატიმრეს. როგორც მოკლული თამაზ გინტურის ახლობლები აცხადებენ, მანქანა დაცხრილულია.

,,კგბ'' ეკლესიაში კირბალელი მოქალაქეების მისვლას პროვოკაციად აფასებს. 




ლომისის ეკლესია რამდენიმე ხნის წინ ლითონის მასალით იყო აჭედილი, რასაც თბილისსა და სხვა ქალაქებში პროტესტი მოჰყვა. პროტესტის შემდეგ, ეკლესიის კარიდან ლითონის მასალა მოხსნეს, თუმცა, ეკლესიის კარი სამხედროებმა ისე ჩაკეტეს, რომ იქ შესვლის უფლება არავის მისცემოდა.

ლომისის ეკლესიის დაკეტვასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა გორის ეპარქიის წარმომადგენელმა, ბერშუეთის ეკლესიის მღვდელმა ანდრია მიდოდაშვილმა:

"ჩვენი პოზიცია, ეკლესიის არის ასეთი, რომ თითოეულ ტაძარს, იქით მხარეს მდებარეს თუ ოკუპირებულს, ჩვენ გვირჩევნია ოსებთან, რუსებთან, დაპირისპირებულ მხარესთან, ისინი გვირჩევნია ჩვენ ტაძრებსაც კი. თვითონ ის ხალხი გვირჩევნია, ოსები გვირჩევნია ლომისის ტაძარს, რუსები, ხალხი გვირჩევნია ტაძრებს, ნაგებობებს ხალხი გვირჩევნია, მათთან ურთიერთობა, სიტკბო და სიყვარული გვირჩევნია ტაძრებს. ყველა შემთხვევაში გენაცვალე, ჩვენ ვართ ქრისტიანი ერი და რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია", - ამბობს სასულიერო პირი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.