რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად თიბისი USAID-თან თანამშრომლობს
3 აგვისტოს, კურორტ შოვში სტიქიური უბედურების შედეგად წარმოქმნილი გამოწვევების დასაძლევად და დაზარალებულთა დასახმარებლად, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად.

თიბისი საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დააფინანსებს. აღნიშნული თანხა გადაირიცხება, თიბისი ბანკში შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად, შექმნილი საქველმოქმედო ანგარიშიდან. შოვის სტიქიური უბედურების შემდეგ, აღნიშნულ საქველმოქმედო ანგარიშზე, 700 000-მდე ლარი შეგროვდა. აქედან 500 000 ლარი თიბისიმ ჩარიცხა, 200 000 ლარი კი, ინდივიდუალური პირების, ორგანიზაციებისა და კომპანიების დონაციებია.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილი
ავტომობილი გაქურდეს. მანქანიდან წაღებულია კომპანიის სამუშაო
ინვენტარი. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, „ენერგო პრო ჯორჯიას“ კუთვნილი ავტომობილი გაქურდეს. მანქანიდან წაღებულია კომპანიის სამუშაო ინვენტარი. ადგილზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს ატარებს.
13:00 / 11.10.2026
23 ოქტომბრიდან კასპში, კერძოდ სოფელ კავთისხევში, ლაყე კვერცხებისა
და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხილვა იწყება.
კომპანია „ჯიპიპი“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და შეეცდება
დაარწმუნოს ისინი, რომ საწარმოს ფუნქციონირება ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
23 ოქტომბრიდან კასპში, კერძოდ სოფელ კავთისხევში, ლაყე კვერცხებისა და ბუმბულის გადამამუშავებელი საწარმოს პროექტის განხილვა იწყება. კომპანია „ჯიპიპი“ ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება და შეეცდება დაარწმუნოს ისინი, რომ საწარმოს ფუნქციონირება ეკოლოგიურად უსაფრთხოა.
12:00 / 11.10.2026
საქართველოს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში გორის „ივერიონმა“ თბილისის
„ბლექ ფორთრესტი“ ანგარიშით 75:70 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ
თბილისური კლუბის რიგებში NBA-ის ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი ასპარეზობდა.
საქართველოს სუპერლიგის მორიგ შეხვედრაში გორის „ივერიონმა“ თბილისის „ბლექ ფორთრესტი“ ანგარიშით 75:70 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ თბილისური კლუბის რიგებში NBA-ის ჩემპიონი დუაიტ ჰოვარდი ასპარეზობდა.
10:50 / 11.10.2026
გორის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ
მძღოლი დააკავა. შსს-ს ცნობით, პირის დაკავება ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც
სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
გორის ცენტრში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, საპატრულო პოლიციამ მძღოლი დააკავა. შსს-ს ცნობით, პირის დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც სამართალდამცველების მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
21:41 / 10.10.2026
გორში, სადგურის დასახლებაში, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების
დამონტაჟების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს
Honda-სა და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, თუმცა ავარიის
შედეგად არავინ დაშავებულა.
გორში, სადგურის დასახლებაში, სიჩქარის შემზღუდველი ბარიერების დამონტაჟების მიუხედავად, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს Honda-სა და BMW-ს მარკის ავტომობილები შეეჯახნენ, თუმცა ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.
21:01 / 10.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.