რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დოკუმენტების მოპარვა და ყალბი სერტიფიკატები - ხმაური გორის ჰოსპიტლის ტენდერის გარშემო
გორის სამხედრო ჰოსპიტალმა გამოაცხადა ტენდერი სამედიცინო
აღჭურვილობის შეძენის მიზნით. ამ ტენდერში მონაწილე ორი კომპანია
ერთმანეთს სხვადასხვა დოკუმენტების მოპარვაში სდებს ბრალს.
პირველ ეტაპზე, გორის ჰოსპიტალმა კომპანია ,,ომნი ჯგუფის'' შეთავაზებული წინადადება განიხილა, რომლის დამფუძნებელს და დირექტორს წარმოადგენს ნიკოლოზ გელაშვილი. ხოლო, კომპანიის თანამშრომელს გიორგი გურაბანიძე.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული დოკუმენტებით ირკვევა, ჰოსპიტალი კმაყოფილია ,,ომნი ჯგუფის'' მიერ წარდგენილი მონაცემებით.
მეორე კომპანიის, ,,პრიმაქს ჯორჯიას'' ცნობით, ,,ომნი ჯგუფმა'' მათი დოკუმენტები არაკეთილსინდისიერი გზით მოიპოვა და ამით ცდილობს ტენდერში გამარჯვებას:
,,აღნიშნული დოკუმენტაციის მოსაპოვებლად ჩვენს მიერ გაწეული იქნა უზარმაზარი შრომა - მწარმოებლის დადგენისთვის, მასთან მოლაპარაკების წარმოებისთვის, დოკუმენტაციის მოპოვებისათვის, თარგმნისთვის და სანოტარო წესით დამოწმებისთვის, რაც დაკავშირებულია ხარჯებთან. შესაბამისად აღნიშნული დოკუმენტაცია, მისი მოპოვების, თარგმნის, სანოტარო წესით დამოწმების და ხარჯების გაწევის გამო წარმოადგენს კომპანიის კუთვნილებას, რომელსაც არ გამოუვლენია ნება შპს "ომნი ჯგუფი"-ს მიერ მისი გამოყენებისათვის.'' - აღნიშნავენ ,,პრიმაქს ჯორჯიაში'', კერძოდ მისი ხელმძღვანელი უჩა რაზმაძე.
როგორ ჩაუვარდა ხელთ დოკუმენტაცია ,,ომნი ჯგუფს?"
როგორც ,,პრიმაქს ჯორჯიას'' წარმომადგენელი საჩივარში წერს, ნიკოლოზ გელაშვილი და გიორგი გურაბანიძე იყვნენ ,,უნიმედის'' წარმომადგენელი. კერძოდ, დირექტორი და იმპორტ-ექსპორტიორი. ,,უნიმედი'' და ,,პრიმაქს ჯორჯია'' კი ერთი ქოლგის ქვეშ იყო:
,,ის გარემოება, რომ ნიკოლოზ გელაშვილი წარმოადგენდა შპს „უნიმედი“-ს დირექტორს ხოლო, გიორგი გურგენიძე მის თანამშრომელს, არ ანიჭებს მათ უფლებას, დაუკითხავათ გამოიყენონ სხვა კომპანიის მიერ მოპოვებული დოკუმენტაცია იმ მიზნით, რომ მოიპოვონ შემსყიდველთან ხელშეკრულების დადების უფლება. მიგვაჩნია, რომ სათანადო წესით მოპოვებული, ნათარგმნი და სანოტარო წესით შედგენილი დოკუმენტაცია წარმოადგენს იმ კომპანიის საკუთრებას, რომელმაც განახორციელა ზემოხსენებული მოქმედებები შესაბამისად, სხვა პირს არ აქვს უფლება მესაკუთრის ნებართვის გარეშე, ისარგებლოს და გამოიყენოს აღნიშნული დოკუმენტაცია, სხვისის საკუთრების ხელყოფა ყოველთვის წარმოადგენს არამართლზომიერ და არაკეთილსინდისიერ ქმედებას. ამავე დროს გასათვალისწინებელია, რომ შპს „ომნი ჯგუფს“ არ გააჩნია ზ/ხსენებული დოკუმენტაციის სატანადო წესით თარგმნის და სანოტარო წესით დამოწმების დედნები ხოლო, ასლებს არ გააჩნია იურიდიული ძალა. შესაბამისად, შპს „ომნი ჯგუფმა“ სატენდერო კომისიას წინასწარი განზრახვით და ხელშეკრულების დადების მოპოვების არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენით წარუდგინა იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტაცია, რის გამოც შპს „ომნი ჯგუფი“ ცნობილი უნდა იქნეს არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩამდენ პირად და დისკვალიფიცირებული უნდა იქნეს.'' - აღნიშნა ,,პრიმაქს-ჯორჯიას'' წარმომადგენელი.
პრეტენზიას უპასუხა ,,ომნი ჯგუფმა'' და მისმა დირექტორმა ნიკოლოზ გელაშვილმა:
,,თავადაც არაერთხელ აქვს მსგავსი გაკეთებული, მაგალითად ერთ-ერთ ტენდერში შპს უნიმედის მიერ შედეგების ფანჯარაში ატვირთულია ფაილი, რომელიც იდენტურია და დაკოპირებული აქვს ამავე ტენდერში მონაწილე პრეტენდენტის შპს ,,მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისის'' მიერ ატვირთული ფაილისგან.
ნიკოლოზ გელაშვილი აცხადებს, რომ სწორედ კომპანია უნიმედის და პრიმაქს-ჯორჯიას მუშაობის სპეციფიკის გამო დატოვა ორივე პირმა დაკავებული პოზიციები.
,,შპს პრიმაქს-ჯორჯია თავის საჩივარში აღნიშნავს რომ კომპანია ომნი ჯგუფმა ჩაიდინა არამართლზომიერი და არაკეთილსინდისიერ ქმედება, რაც ცოტა გასაკვირია კომპანიისგან, რომელიც შავ სიაშია შეყვანილი, საუბარია შპს უნიმედი-ზე რომელიც წარმოადგენს შპს პრიმაქს ჯორჯიასთან დაკავშირებულ კომპანიას და ორივეს ჰყავს ერთი დირექტორი - უჩა რაზმაძე, კომპანია შავ სიაშია შეყვანილი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს, ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით არაკეთილსინდისიერი ქმედების ჩადენის მოტივით, NAT230011559 -ტენდერში წარმოადგინა ყალბი სერტიფიკატები.'' - აღნიშნავს ნიკოლოზ გელაშვილი.
ის ასევე უთირებს, რომ შპს უნიმედის და შპს პრიმაქს-ჯორჯიას ტენდერების ისტორია საკმაოდ დიდია და მასზე გადახედვით მარტივი მისახვედრია რომ ის ხშირად არღვევს საქართველოს სახელმწიფო კანონს შესყიდვების შესახებ:
,,მაგალითების მოყვანა ბევრის შეიძლება, თუმცა ვფიქრობთ კიდევ ერთიც საკმარისია DEP200000110 ელექტრონული ტენდერი, რომელშიც ერთდროულად მონაწილეობდა ორივე კომპანია, რაც პირდაპირი და უხეში კანონდარღვევაა.'' - აცხადებს თავის პასუხში ნიკოლოზ გელაშვილი.
როგორ დამთავრდება დავა, ჯერ უცნობია. გორის ჰოსპიტალმა 8 ნოემბერს გამარჯვებულად ,,ომნი ჯგუფი'' გამოაცხადა. ,,პრიმაქ ჯორჯია'' კი ამ ოქმის გაუქმებას ითხოვს.

ამავე კატეგორიაში
2037 ხელმომწერს შორის, 6 ექიმი გორიდანაა, 1 ექიმი კასპიდან, 1 ექიმი
კი - ხაშურიდან.
თავდაცვის სამინისტრო 36 ათასი ლარის დაკისრებას ითხოვდა, აქედან 28 ათასი ლარი
11 დეკემბერს საჯარო რეესტრმა მისი განცხადება დააკმაყოფილა. გენო პეტრიაშვილმა გაიჩაანთუბანში
"გ. ნათაძის სახ. სანიტარიის, ჰიგიენის და სამედიცინო ეკოლოგიის
სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტის'' დასკვნა
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები