რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2023 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
სახელმწიფო შეიძენს გიორგი ერისთავის ნაქონ კარადას - ურჩხულების ორნამენტებით
კარადა თარიღდება მე-18 საუკუნის 30-იანი წლებით.საქართველოს ხელოვნების სასახლე შეიძენს გიორგი ერისთავის ნაქონ კარადას, ურჩხულების ორნამენტებით.

ხელონების სასახლის ცნობით, კარადა თარიღდება მე-18 საუკუნის 30-იანი წლებით. ის ამჯამად თბილისის ერთ-ერთ ოჯახში აღმოჩნდა. კულტურის მეზეუმს მისი შესყიდვა 4 ათას დოლარად შესთავაზეს.

,,კარადა ერთ ცალად ინდივიდუალურად ხელითაა დამზადებული. ნივთს უდიდესი მხატვრული და მემორიალური მნიშვნელობა გააჩნია, რადგანაც გიორგი ერისთავმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეტრი, რომელსაც 1850-1854 წლებში ხელმძღვანელობდა (გიორგი ერისთავის თეატრი). იყო უდიდესი კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალი "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-1853). ყოველივეს გათვალისწინებით, გიორგი ერისთავის ნაქონი კარადის შეძენა მუზეუმისთვის საშური საქმეა.'' - აღნიშნავენ ხელოვნების სასახლეში.

გიორგი ერისთავის სასახლე დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ოძისში მდებარეობს, თუმცა, კარადა, როგორც ხელოვნების ნიმუში, ხელოვნების სასახლეში განთავსდება.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის - გ.ზ.-ს ოჯახის წევრს
ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულის - გ.ზ.-ს ოჯახის წევრს
18:18 / 01.12.2023
ვიდეორეპორტაჟი
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
,,რატომ ჰქვია საყავრე? - იკითხა მძღოლმა, რომელმაც გზა ზეპირად იცოდა:
გამგეობას მივმართე, წეროვნის დევნილთა დასახლებაში, სადაც
ფატიმა ამბობს, რომ შვილებმა სწორედ ის სპეციალობები აირჩიეს
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.