რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
ვინ გაამაგრებს მდინარე სურამულას ნაპირს? - ინდმეწარმის გამოცდილებაში ეჭვი შეაქვთ
2023 წლის 6 დეკემბერს ხაშურის მერიამ ხელშეკრულების გასაფორმებლად ინდმეწარმე შორენა თაბაგარი მიიწვია, რომელმაც მდინარე სურამულაზე ნაპირსამაგრი სამუშაოები უნდა ჩაატაროს.

შორენა თაბაგარმა ტენდერში გასამარჯვებლად 198 242 ლარი მიუთითა. ასევე, მიუთითა, რა გამოცდილება აქვს მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოების კუთხით. ტენდერი აუქციონის გარეშე ჩატარდა.

ხაშურის მერიის სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, შორენა თაბაგარი აკმაყოფილებს მოთხოვნებს, ასევე, იმ გამოცდილებას.

აღნიშნული გადაწყვეტილებით უკმაყოფილება გამოხატა კომპანია ,,ელიტ ბილდერს გრუპიმ'', რომლის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მერია გამოუცდელ კომპანიასთან აფორმებს ხელშეკრულებას:

,,გაურკვეველია, რატომ და რის საფუძველზე (ოქმში საერთოდ არ არის ნამსჯელი) ჩაუთვალა სატენდერო კომისიამ სამშენებლო ტიპის სამუშაოებში პრეტენდენტს აღნიშნულ ტენდერებში შესრულებული სამუშაოები, მხოლოდ იმიტომ რომ კლასიფიკატორის კოდებში და შესყიდვის კატეგორიაში არის ნახსენები ძირი სიტყვა ,,მშენებლობ"- ისა, მაშინ როდესაც გამოცდილებაში ჩათვლილ სამუშაოებში არის მოსამზადებელი და სხვა სახის სამუშაოები, რომლებიც სულ სხვა კატეგორიას განეკუთვნება სირთულისა და კლასიფიკაციის მიხედვით. ანალოგიური შეიძლება ითქვას სატენდერო კომისიის მიერ გამოცდილებაში ჩათვლილ NAთ220013726 ტენდერზეც, რომელიც სატენდერო კომისიამ არამართებულად ჩაუთვალა გამოცდილებაში პრეტენდენტს ინდ. მეწარმე შორენა თაბაგარს.'' - აღნიშნავს ,,ელიტ ბილდერს გრუპის'' წარმომადგენელი თავის საჩივარში.

რა გამოცდილება აქვს ინდმეწარმე შორენა თაბაგარს? მის მიერ წარდგენილი ინფორმაციით ირკვევა, რომ მას ბორჯომში საცხოვრებლები სახლების სახურავების რეაბილიტაციაში აქვს მონაწილეობა მიღებული, ასევე, მისი გამოცდილება შემოიფარგლება სკვერების მოწყობით. ასე, მაგალითად:

- ბორჯომის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფეხით სავალი ნაწილის შეკეთების (მოვლა- პატრონობის) სამუშაოები

- ქ. ბორჯომში 9 აპრილის ქუჩა #3-ში სამსართულიანი საცხოვრებელი შენობის სადარბაზოს, ფასადის და სააკაძის ქუჩა #3-ში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია

- ქ. ბორჯომში რუსთაველის ქუჩა #105-ში საცხოვრებელი კორპუსის სახურავის რეაბილიტაცია

- ქ. ბორჯომში თორის ქუჩა #58 და #60- ში მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია

- ქ. ბორჯომში 9 აპრილის ქ. #22-ში და რუსთაველის ქ. #95 არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია

- ქ. ბორჯომში რუსთაველის პირველი შესახვევი #1ა-ში არსებული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავის რეაბილიტაცია.

- ქ. ბორჯომში მესხეთის ქუჩა #29-ის მიმდებარედ არსებული სკვერის მოწყობის სამუშაოები.

- ქალაქ ბორჯომში სააკაძის ქ. #2-ში კორპუსის უკან სკვერის მოწყობის სამუშაოები

- ქალაქ ხაშურში, თამარ მეფის ქუჩაზე სამუსიკო სკოლის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოების შესყიდვა

- დაბა სურამში, 9 აპრილის ქუჩაზე არსებული ცენტრალური სპორტული სტადიონის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვა.

კომპანია ,,ელიტ ბილდერს გრუპი'' და მისი წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ზემოთჩამოთვლილი სამუშაოები არ შეიძლება ჩაითვალოს სათანადო გამოცდილებლად. შესყიდვების სააგენტოს სთხოვს, რომ გააუქმონ ხაშურის მერიის გადაწყვეტილება და მიუთითონ სატენდერო კომისიის არასწორს ქმედებაზე.

ინდმეწარმე შორენა თაბაგარს და არც ხაშურის მერიას წარმოდგენილ პრეტენზიებზე საკუთარი მოსაზრება არ წარუდგენიათ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.