რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
"საზოგადოება ბილიკი", შშმ პირების დასაქმება, ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება
„საზოგადოება ბილიკი“ უკვე ორ წელზე მეტია ძალიან აქტუალურ პრობლემას, შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის საქმეს ემსახურება. ამ საკითხზე მუშაობას სლოვაკური ორგანიზაცია TENENET -ი მისი გამოცდილების გაზიარების გზით უწყობს ხელს, ხოლო ერთობლივ პროექტს სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (Slovak Aid) აფინანსებს.

პროექტის დასაწყისში, შშმ პირების წინაშე არსებული გამოწვევების დასადგენად ჩატარდა კვლევა. კვლევის შედეგებზე და რეგიონული მუნიციპალიტეტების სოციალური სამსახურების წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავებულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით შეიქმნა პროექტის სამუშაო გეგმა და წარიმართა მუშაობა.

პრობლემის შესწავლამ ცხადყო, რომ შშმ პირების დასაქმების ხელშეწყობის გასაუმჯობესებლად კომპლექსური დავალებების შესრულება იყო საჭირო, კერძოდ მუნიციპალიტეტებში შშმ პირთა ერთიანი საინფორმაციო მონაცემთა ბაზის შექმნა/ განახლება, მუნიციპალიტეტებში არსებული შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების გაძლიერება, შშმ პირების უფლებების დაცვა და მათი ინფორმირებულობის ამაღლება, საკანონმდებლო ბაზაში საჭირო შესწორებების შეტანის ადვოკატირება და დამსაქმებლებთან მჭიდრო კავშირი.

ამ ხნის განმავლობაში „საზოგადოება ბილიკი“ აქტიურად მუშაობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე. ჩატარდა შეხვედრები მუნიციპალიტეტების თანამშრომლების მონაწილეობით, ტრენინგები სლოვაკური გამოცდილების გასაზიარებლად, რომელსაც საქმიანობის უკეთ გასაცნობად მოჰყვა სასწავლო ვიზიტი სლოვაკეთში.

სწორედ სლოვაკეთის სასწავლო ვიზიტის პარალელურად დაიგეგმა დამსაქმებლებთან თანამშრომლობა და კერძო ბიზნესის მოზიდვა.

სასწავლო ვიზიტის ერთერთი მონაწილე სოციალური საწარმოს, სამკერვალო „ლიდერის“ დამფუძნებელი ნინო გიორგაძე გახლდათ. ქ-ნ ნინოს კერძო ბიზნესის მართვის დიდი გამოცდილება აქვს, მაგრამ მის ყველა საქმიანობას რომელიმე მოწყვლადი ჯგუფის გაძლიერება აქვს მიზნად დასახული. ასეთი იყო გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ქალების გადამზადება და ტექსტილის გადამუშავების ინოვაციური პროექტი, რომელმაც 400-ზე მეტ ქალს პროფესიის დაუფლების და შემოსავლის ზრდის შესაძლებლობა მისცა.

დღეს სოციალურ საწარმოში დასაქმებულია 32 ადამიანი, მათ შორის 1 შშმ პირი. საწარმოში მუშაობის პრინციპი ასეთია - ტრენინგი, საქმიანობის შესწავლა ხოლო შემდგომ დასაქმება.

წარმატებებმაც არ დააყოვნა, საწარმო „ლიდერი“ და თავად ნინო არაერთი დაჯილდოების ნომინანტი გახდა, სულ ბოლოს 2023 წლის თიბისი ბანკის ბიზნეს დაჯილდოებისას, ნომინაციაში - „გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა“, „ლიდერის“ ხელმძღვანელს პრიზი გადაეცა.

ახლა ნინო გიორგაძე მჭიდროდ თანამშრომლობს „საზოგადოება ბილიკის“ გუნდთან რეგიონში ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობის დანერგვა/განვითარების მიმართულებით.

„შშმ პრებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობა მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს, რაც თავის მხრივ რეგიონში ეკონომიკური სისტემის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“ - ამბობს ნინო გიორგაძე.

ამ მიზნით, სულ ცოტა ხნის წინ, გორში, წარმატებით ჩატარდა შეხვედრა რეგიონში მოქმედი ბიზნესის და ახალგაზრდა სტარტაპების წარმომადგენლების მონაწილეობით, რომელსაც ნინო გიორგაძე უძღვებოდა. მან მონაწილეებს სლოვაკური გამოცდილება და მისი სოციალური საწარმოს მუშაობის სპეციფიკა გააცნო. ისაუბრა სოციალური საწარმოს უპირატესობაზე, როგორც ბიზნესის ასევე მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერების საქმეში. შეხვედრის მონაწილეებმა მზაობა გამოთქვეს ხელი შეუწყონ შშმ პირების დასაქმებას და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარებას რეგიონში.
სულ მალე „საზოგადოება ბილიკის“ ორგანიზებით შეხვედრები ბიზნესის წარმომადგენლებთან შშმ პირების დასაქმების საკითხებზე მარნეულში და ზუგდიდში გაიმართება.


 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
უსაფრთხოების სამსახურმა და პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს
ადამიანთა იმ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა,
უსაფრთხოების სამსახურმა და პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა იმ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა,
16:01 / 29.05.2025
უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8
მაისს გამოიტანა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

14:35 / 23.05.2025
4 თებერვლიდან დღემდე მოქალაქეები გორის ცენტრში ყოველდღიურად აწყობენ
აქციას უკანონო პატიმრების გათავისუფლებისა და სამართლიანი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
4 თებერვლიდან დღემდე მოქალაქეები გორის ცენტრში ყოველდღიურად აწყობენ აქციას უკანონო პატიმრების გათავისუფლებისა და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.
19:35 / 18.05.2025
,,ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს''
,,ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს''
14:35 / 18.05.2025
ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში 4 ადამიანის
დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში 4 ადამიანის დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
00:00 / 18.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.