რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
სოფელ ტყვიავის მეტსახელები - სტუდენტის კვლევა
,,ტყვიავში მოყვანილ რძალს სახელით კი არ მიმართავენ, არამედ მისი გვარისაგან ან სოფლისაგან აწაროებენ ახალ სახელს. მაგალითად, ერედვიდან – ერედვულა, ფრისულა, ბელოთულა, ვანათულა, არცევულა, დმენურა, დიცულა, ბერულა, მაისურა – მაისურაძე, კასრაულა – კასრაძე, კახნიაური – კახნიაშვილი და მრავალი სხვა'' - წერია მასალაში, რომელიც გორის უნივერსიტეტის სტუდენტთა სამეცნიერო ჟურნალშია შეტანილი.

სტუდენტმა სოფელ ტყვიავში კნინობითი ხასიათის სახელები შეაგროვა, რომლებიც მრავალფეროვნებით გამოირჩევა. როგორც სტუდენტი წერს, დროის სიმცირის გამო კიდევ ბევრი დარჩა მოსაძიებელი.

მან და მისმა ხელმძღვანელმა  მასალები დააჯგუფეს და ცალკე გამოყეს ეპითეტიანი სახელები, მაგალითად, მეკუბოვე, ჭყივილა, მეფეჩე, მეწისქვილე, მედოლე, მჭედელი მიხა.

გარეგნობა ფიზიკური მდგომარეობა: გოდორა (განიერი), ხვედა (მძიმე), რიჟა (წითელი თმის გამო), ჯაგარა (შავი და გაუპარსავი თმის გამო), ბატკანა (ხუჭუჭა თმის გამო), წოწოლა (სიმაღლის გამო), ზანგო(სიშავის გამო), დიდთავა (დიდი თავი აქვს), ვოლკი (მგლის თვისებების გამო), კაკანა (ბევრი ლაპარაკი იცის), პუშკინა (ხუჭუჭი თმის გამო), იმერელი (წარმოშობით იმერელია), ყბაჩო ( დიდი ყბების გამო), ყურა (დიდი ყურების გამო) და სხვა.

ხასიათის თავისებურება, ქცევა: ტრაბახა (ტრაბახი უყვარს), დორბლიანი (ლაპარაკის გამო დორბლებს ყრის), ჩუმი (ლაპარაკი არ იცის), დოღრიალა (ენაზე არაფერი ადგება), ლაღუნა (უსაქმურია), ჯრიამულა (ყველაფერზე ლაპარაკობს), ჩხავანა(მყვირალა), ფოცხვერა (სიფიცხის გამო).

მიმსგავსება გარეგნობის ან რაიმე თვისების მიხედვით: სტალინი (სტალინის მიმსგავსებით), ლენინი (ლენინის მიმსგავსებით), ბლოხინი (ფეხბურთელის მიმსგავსებით), მეცნიერი (განვითარებული კაცი), ავღანელი (დაუნდობელია), უდარდელა (არაფრის დარდი არ ააქვს), ბონდარენკო (რუსი კოლია).

ზედმეტი სახელებისგან ნაწარმოები ფორმები: აბაზაანი, ბატკანაანი, ჭარებლიაანი, უჭუაანი, შარვალაანი, წოპლაანი, გინგოლაანი, მიკიჩაანი, სებოაანი, სრიალაანი, ოსკოტიაანი, ენდელაანი, მაგრამ ფაქიზოაანთი, საქოაანთი, ჩიტიკოაანთი, კოკობაანთი, ტუხაანთი, თობეგაანთი, ჭუკიაანთი, ჭაღარაანთი, ჯადოაანთი, და სხვა.

,,შეგროვილი გვაქვს ათასზე მეტი ასეთი სახელი, შეგროვებას ვაგრძელებთ წარმოდგენილი მეტსახელები დიდად არ განსხვვდება ერთმანეთისგან წარმოების და მოტივაციის მიხედვით, მაგრამ გვაქვს ერთი ტიპის სახელები, რომლებიც ქალის მეტსახელებია. ჩვენი სოფლის დიალექტები ლექსიკური, ენობრივი მასალა თითქმის აღურიცხავია და უნდა ითქვას, რომ აქ ბევრი მათ შორის მთის რეგიონებიდან ჩამოსული ხალხი სახლობს. მართალია ახლა ძნელია, მაგრამ მაინც იგრძნობა მეტყველებაში ამა თუ იმ დიალექტების თავისებურება. მოსახლეობაში ჯერ კიდევ არის ხსოვნა ამა თუ იმ გვარის მომდინარეობის შესახებ. მომავალში ამ მიმართულებით საჭიროა მეტი მუშაობა და ჩვენი ვალია სოფლის ელემენტებმა საპატიო ადგილი დაიმკვიდროს მეცნიერებაში.'' - აღნიშნულია ნაშრომში.

მასალაში განხილულია ასევე სოფლის სახელის წარმოშობის საკითხიც:

,,შემორჩენილია ასეთი გადმოცემა, რომ გვერდისძირის სოფელ კულბითში ტყვიას მოიპოვებდნენ და დასამუშავებლად ამ ადგილზე ჩამოჰქონდათ ურმებით და ტყვიავი ამიტომ ეწოდაო. მეორე ვერსიით ვითომ აქ დიდი ტყე ყოფილა გაუჩეხავთ, სოფელი გაუშენებიათ და ტყვიავი ამიტომ შეარქვესო.'' - წერია ნაშრომში.


წყარო: სოფელ ტყვიავის მეტსახელები; თ. დემეტრაშვილი; ჰუმანიტარული ფაკულტეტის ბაკალავრიატის სტუდენტი; ხელმძღვანელი: ნ.ოთინაშვილი, ასოცირებული პროფესორი
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი
კობახიძეებმა,
ქარელში, გერმანული ენის სასწავლებელი დააარსეს ნანა, ანა და გიორგი კობახიძეებმა,
14:00 / 24.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების
კანონი,

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი,

22:19 / 23.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.