რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში ჭალის დასახლებაში ერთ-ერთ ქუჩას იოსებ ალიმბარაშვილის სახელი მიენიჭება
გორის საკრებულოს მიმართა მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ინიციატივით, ქალაქ გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე გეოგრაფიული ობიექტის - ქუჩისთვის ცნობილი ისტორიკოსის და საზოგადო მოღვაწის იოსებ ალიმბარაშვილის სახელის მინიჭების თაობაზე.

იოსებ ალიმბარაშვილი 2022 წლის დეკემბერში გარდაიცვალა. იმის გამო, რომ პირის გარდაცვალებიდან 20 წელი არაა გასული, ქუჩისთვის სახელდების მინიჭებაზე მერს საკრებულოს თანხმობა დასჭირდა.

,,სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე პირთან დაკავშირებული სახელდება დასაშვებია ამ პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლის შემდეგ, საიდანაც გამონაკლისის დაშვების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. იოსებ ალიმბარაშვილის გარდაცვალებიდან არ არის გასული 20 წელი. საკითხი განხილულ იქნა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცითი-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიის მიერ და მიღებულ იქნა დადებითი დასკვნა. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, იოსებ ალიმბარაშვილის სახელის უკვდავსაყოფად, მიზანშეწონილად მიაჩნია გამონაკლისის დაშვება, რომელიც უკავშირდება პირის გარდაცვალებიდან არანაკლებ 20 წლის გასვლას.'' - აღნიშნულია განკარგულების პროექტში, რომელსაც ხელს საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძე მოაწერს.

იოსებ ალიმბარაშვილი დაიბადა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში. დაამთავრა ქ. გორის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს.

1989-2010წწ. მუშაობდა გორის რაიონის ტინისხიდის საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებლად, ხოლო 1994-2010წწ. ამავე სკოლის დირექტორად; 2008 და 2010 წლებში ორჯერ დასახელდა გორისა და გორის რაიონის საუკეთესო პედაგოგად, იყო პრეზიდენტის სტიპენდიანტი პედაგოგი. დაჯილდოებულია საპატიო სიგელით "გორისა და ატენის ეპარქიის აღორძინების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის", 2020 წელს საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ გადაეცა დიმიტრი მეღვინეთხუცესიშვილის ჯილდო. 2019 წლიდან საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ბრძანებით, საქართველოს საპატრიარქოს სოფლების ისტორიის შემსწავლელი სამეცნიერო ცენტრის წევრია.

2010 წლიდან მუშაობდა გორის სახელმწიფო-სასწავლო უნივერსიტეტში, სტრატეგიული განვითარების და საბიუჯეტო, ადამიანური რესურსების მართვის სამსახურების უფროსის, კანცელარიის უფროსის თანამდებობაზე; 2016-2020 წლებში იყო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი. პარალელურად, კითხულობდა ლექციებს უნივერსიტეტის ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე საქართველოს ისტორიაში; 2012 წლიდან ამავე ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი იყო, 2013 წლიდან კი ასოცირებული პროფესორი. იყო რამდენიმე ისტორიული რუკის, სახელმძღვანელოს, მონოგრაფიის, წიგნისა და 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატიის ავტორი. მისი ნაშრომები დაბეჭდილია, როგორც საქართველოს ავტორიტეტულ გამოცემებში, ასევე საზღვარგარეთ (უკრაინა, თურქეთი, მექსიკა, რუსეთი). ისტორიის აკადემიური დოქტორი.

სადისერტაციო თემა - "ლეკიანობა და ქართლ-კახეთის სამხედრო-თავდაცვითი სისტემა", დაიცვა 2013 წელს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
12 თვის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ მიცემული პირობის
მიუხედავად, ხაშურის სოფელ ნაბახტევში, სადაც სასწავლო პროცესი 6
წელია შეწყვეტილია, სკოლის მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია.
12 თვის წინ ინფრასტრუქტურის მინისტრის მიერ მიცემული პირობის მიუხედავად, ხაშურის სოფელ ნაბახტევში, სადაც სასწავლო პროცესი 6 წელია შეწყვეტილია, სკოლის მშენებლობა კვლავ დაუსრულებელია.
11:42 / 05.10.2026
სახალხო დღესასწაულ „გორობაზე“ გორის მერიის სპორტის განყოფილების
ყოფილმა თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა, ხელისუფლების
წარმომადგენლების წინაშე საპროტესტო აქცია გამართა.
სახალხო დღესასწაულ „გორობაზე“ გორის მერიის სპორტის განყოფილების ყოფილმა თანამშრომელმა, თეა კეჩხუაშვილმა, ხელისუფლების წარმომადგენლების წინაშე საპროტესტო აქცია გამართა.
21:17 / 04.10.2026
მუსიკოსს აღნიშნული წოდება და ჯილდო საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცა.
ცნობისთვის, გუნდი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბაზაზე
ფუნქციონირებს.
მუსიკოსს აღნიშნული წოდება და ჯილდო საიუბილეო ღონისძიებაზე გადაეცა. ცნობისთვის, გუნდი სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის ბაზაზე ფუნქციონირებს.
18:50 / 04.10.2026
სასწავლებლის მტკიცებით, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები
განათლების სამინისტრომ დაფინანსა და მაღალჩინოსნებს ამ სერვისებით არ
უსარგებლიათ.
სასწავლებლის მტკიცებით, კვებისა და ტრანსპორტირების ხარჯები განათლების სამინისტრომ დაფინანსა და მაღალჩინოსნებს ამ სერვისებით არ უსარგებლიათ.
17:52 / 04.10.2026
ხაშური-სურამის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრ „ახალ ბანაში“
მოქმედმა „ავტოზონამ“ ჩეხეთის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა
მიიღო.
ხაშური-სურამის ეპარქიის საგანმანათლებლო ცენტრ „ახალ ბანაში“ მოქმედმა „ავტოზონამ“ ჩეხეთის მთავრობისგან ფინანსური მხარდაჭერა მიიღო.
17:01 / 04.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.