რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
ავარიის საქმეზე, რა დროსაც ქვეითი დაიღუპა, პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს
გორის სასამართლომ შს სამინისტროს თანამშრომელს წინასწარი პატიმრობა
შეუფარდა. მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პროკურორ ნინო
ზურაბიშვილის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ადვოკატი 20 000 ლარის ფარგლებში გირაოს ითხოვდა, ბრალდებულმა თქვა, რომ არ ეთანხმება წარდგენილ ბრალდებას, რადგან ,,- 2'' მხედველობის გამო, ქვეითი არ შეუმჩნევია.
პროკურორის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ ბრალდებული მიემალება გამოძიებას, ასევე, მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, პოლიციელმა მანქანა გადამალა.
შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა. აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინა.

ამავე კატეგორიაში

დოკუმენტი ,,ქართლის ამბებს'' ჩაუვარდა ხელთ, სადაც დეტალურადაა აღწერილი, თუ

უსაფრთხოების სამსახურმა და პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს
ადამიანთა იმ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა,

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

სოც. მედია პლატფორმა ტიკ-ტოკზე კრიმინალური სამყაროს მიმართ
უარყოფითი კომენტარის დაწერის გამო, რამდენიმე პირი არასრულწლოვანს
ფიზიკურად გაუსწორდა.

ახალი გეგმის მიხედვით, სოფელ ატენში მცხოვრები სოციალურად დაუცველი
მოსახლეობა შესაძლოა "ინტერნატის უბნიდან" გაასახლონ.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები