რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,ხიდისთავში სამელიორაციო სისტემა მოწყობილია სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე'' - სტატიის გამოქვეყნების შემდეგ კომპანია დააჯარიმეს 7 000 ლარით
აღმოჩნდა, რომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მთის ფერდობზე, არალეგალური სამელიორაციო სისტემა მოაწყეს.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს'' წერილობით, თუმცა დაგვიანებით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს.

დეპარტამენტის თანამშრომლები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ მას შემდეგ, როდესაც რედაქციამ გარემოს დაცვის სამინისტროს წერილობით 2023 წლის ივნისში მიმართა. წერილს, ფოტოსურათების სახით, მტკიცებულებები ჰქონდა დართული.

,,ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ სამელიორაციო სისტემა მოწყობილია 2022 წელს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე.'' - გვაცნობეს დეპარტამენტიდან.

აღსანიშნავია ისიც, რომ  77 ჰა ფართობზე გაშენებულ ბაღამდე, სარწყავ წყალს მილებით ქაჩავენ იმ სარწყავი არხიდან, რომლითაც ხიდისთავის, უფლისციხის, ქვახვრელის, დოესის მოსახლეობა სარგებლობს.

როგორც ,,ქართლის ამბები'' წერდა, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, მთის ფერდობზე მიმდინარე სამუშაოების შედეგად, ნიაღვარი საცხოვრებელ სახლების ეზოებში და ბაღებში შედიოდა.

ადგილობრივი მოსახლეობა, ნალექიანი ამინდების პერიოდში, პრობლემით შეწუხებული იყო. ქუჩებს, ბაღებსა და ეზოებს, ჩამოშლილი მიწის მასისგან, გორის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლები წმენდნენ და იხარჯებოდა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის რესურსები.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, დეპარტამენტიდან გვაცნობეს შემდეგი:

,,2023 წლის 19 ივნისის წერილის საფუძველზე, დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც შპს „ენ სი დი ალმონდს კომპანი No 1“-ის წარმომადგენელთან ერთად, დათვალიერდა წერილში მითითებული ადგილი. განხორციელებული ინსპექტირებით დადგინდა, რომ 77 ჰა მიწის ნაკვეთზე, კომპანიის მიერ გაშენებულია ნუშის ბაღი, რომელიც შემოღობილია. შემოღობილი ტერიტორიის ჩრდილოეთ კიდესთან მოწყობილია წყლის ღია რეზერვუარი და მასში შეედინება დაახლოებით 30 სმ დიამეტრის ლითონის მილი, რომლის მეშვეობითაც რეზერვუარი მარაგდება წყლით, სამელიორაციო არხიდან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე. ასევე დადგინდა, რომ რეზერვუარის მიმდებარედ მოწყობილია მსუბუქი კონსტრუქციის შენობა (ე.წ. სენდვიჩ პანელებით), რომელშიც რეზერვუარის მხრიდან შეედინება და ბაღის მიმართულებით გამოედინება დაახლოებით 20 სმ დიამეტრის რამოდენიმე პლასტმასის მილი, რომელთა საშუალებითაც ხდება ბაღის მორწყვა, ხოლო შენობაში მოწყობილია სატუმბი სადგური.''

,,ასევე, ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ შპს "ენ სი დი ალმონდს კომპანი No1"-ის მიერ, სამელიორაციო სისტემა მოწყობილია 2022 წელს, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით განსაზღვრული სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე.''

,,გამოვლენილ დარღვევაზე, 2023 წლის 15 სექტემბერს, შპს "ენ სი დი ალმონდს კომპანი No1"-ის მიმართ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 79 -ე მუხლის პრიმა 7 პირველი ნაწილის შესაბამისად, შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი.''

(გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება ან სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის სკრინინგის გადაწყვეტილების გარეშე განხორციელება – გამოიწვევს დაჯარიმებას 7 000-დან 10 000 ლარამდე. - რედ)

,,ამავე გადაწყვეტილებით, შპს „ენ სი დი ალმონდს კომპანი No1“ ვალდებულია „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ მე-7 მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, უზრუნველყოს გარემოსდაცვითი ტექნიკური რეგლამენტებით დადგენილი მოთხოვნებისა და გარემოსდაცვითი ნორმების დაცვა.'' - წერია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წერილში.

ფოტოები: სოფელი ხიდისთავი, 2023 წლის მაისში

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების
გაერთიანების
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
15:14 / 30.04.2024
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები
ორ კვირაზე მეტია, თბილისსა და სხვა ქალაქებში იმართება აქციები "აგენტების კანონის",
23:31 / 28.04.2024
"სიტყვის გატეხითა და რუსული კანონის ხელახლა განხილვით, უდავოა, რომ ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან და ცვლის ქვეყნის საგარეო კურსს.
15:27 / 28.04.2024
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
შემთხვევა გურამიშვილის ქუჩაზე მოხდა
11:53 / 28.04.2024
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით
აქვეყნებს.
მოგონებებს ქვიშხეთის იმდროინდელი გამგებელი 30 წლის შემდეგ, სიამაყით აქვეყნებს.
23:06 / 26.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.