რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« თებერვალი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 12
ახალი ამბები
600-მდე მასწავლებელი სოლიდარობას უცხადებს ლადო აფხაზავას
Მასწავლებლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სოლიდარობას უცხადებენ მათ კოლეგას, ლადო აფხაზავას, რომელსაც 5 მაისს თავს დაესხნენ. მათ განცხადებას ამ დროისთის [21:34] 600-მდე მასწავლებელი აწერს ხელს და მათი რიცხვი მზარდია.

"მასწავლებელი, თავისი საქმიანობიდან გამომდინარე, უნდა იყოს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობის მქონე მოქალაქე და თავისი მოსწავლეებისთვის მაგალითის მიმცემი. Სწორედ ასეთი ადამიანია ლადო აფხაზავა. მიგვაჩნია, რომ გუშინდელ დღეს მომხდარი ძალადობა სახიფათო პრეცედენტია, რომელიც ახალისებს ძალადობას აქტიური სამოქალაქო პოზიციის მქონე მასწავლებლების წინააღმდეგ.

კატეგორიულად მიუღებლად მიგვაჩნია ნებისმიერი ადამიანის მიმართ განხორცილებული ძალადობა მისი სამოქალაქო და სხვა პოზიციის გამო. კიდევ უფრო მიუღებელია, როდესაც ძალადობა მასწავლებლის მიმართ ხორციელდება", - წერია განცხადებაში.

ხელმომწერი მასწავლებლები, ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობაზე თვალის დახუჭვა ახალისებს ძალადობას, "ასეთ გარემოში კი არავინ არის დაცული".

ისინი მოუწოდებენ სამართალდამცავ ორგანოებს დროულად და ეფექტურად გამოიძიონ ლადო აფხაზავაზე ძალადობის ფაქტი.

აფხაზავას ლანჩხუთში, საკუთარ სახლთან, 5 მაისის საღამოს დაესხა თავს სამი ჯოხებით შეიარაღებული ადამიანი - მასწავლებლის თქმით, ის ამ დროს მის 20 წლის შვილთან ერთად იყო. აფხაზავა ამბობს, რომ სამივე თავდამსხმელს იცნობს, მათგან ერთი მისივე კორპუსში ცხოვრობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზავაზე თავდასხმის შემდეგ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

ლადო აფხაზავა 2018 წელს გახდა მასწავლებლის ჯილდოს მფლობელი. ამავე წელს ის მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს 10 ფინალისტს შორისაც მოხვდა - 2019 წლის 27 მარტს მას ჩიბათის საჯარო სკოლაში სიმბოლური ვარსკვლავი გაუხსნეს. ამ ცერემონილს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

ვრცლად: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შემოწმების აქტი მოიცავს 2024 წლის პერიოდს. შიდა აუდიტმა
აღმოაჩინა, რომ

შემოწმების აქტი მოიცავს 2024 წლის პერიოდს. შიდა აუდიტმა აღმოაჩინა, რომ

13:30 / 07.02.2025
ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაწერა, რომ დღეს, 11:15 საათზე
რევაზ კიკნაძემ
ადვოკატმა ელგუჯა ავსაჯანიშვილმა დაწერა, რომ დღეს, 11:15 საათზე რევაზ კიკნაძემ
13:01 / 07.02.2025
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს'' ცნობით,
16:56 / 06.02.2025
,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც
საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''

,,965 ტომარა შაქარი ისე დაიკარგა, რომ ვერ იქნა შემჩნეული ვერც საწყობის გამგის, ვერც საწყობის გამგის მოადგილეების მიერ.''

14:04 / 06.02.2025
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში
რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
,,პაპაჩემის ძმა გამოიძახეს რუისში და თან მამაჩემიც წაიყვანა. გზაში რომ მიდიოდნენ. პაპაჩემის ძმას მიეპარნენ
23:47 / 05.02.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.