რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ჩასაფრება და სროლა ბოშური-ატენის გზაზე - ბრალდებულს 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს მამაკაცს, რომელსაც ორი ადამიანის დაჭრაში ედება ბრალი.

უზეანესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ძალაში დარჩა გორის სასამართლოს გადაწყვეტილება. პროკურორი ია მეფარიშვილი სასჯელის დამძიმებას ითხოვდა, ადვოკატები კი - შემსუბუქებას.

შემთხვევა ბოშური-ატენის გზაზე მოხდა.

პროკურორის განცხადებით, ბრალდებულს განზრახული ჰქონდა მკვლელობა, თუმცა ადვოკატებმა განაცხადეს, რომ მკვლელობის სურვილი ბრალდებულს არ ამოძრავებდა. 

რა მოხდა ბოშური-ატენის გზაზე?

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულსა და ბრალდებულს ტელეფონზე მოუვიდათ შელაპარაკება, რაც გადაიზარდა სიტყვიერ შეურაცხყოფაში.

პროკურორ ია მეფარიშვილის განცხადებით, შელაპარაკებიდან რამდენიმე საათი დაზარალებულებმა კვლავ დაყვეს სოფელში, რაც ცნობილი იყო ბრალდებულ კ. ნ–სათვის. ბრალდებული გორიდან გაემართა სოფლისკენ და მოაწყო ჩასაფრება:

,,დაახლოებით 21:00 საათზე, დაზარალებულმა მთელი ოჯახი, მათ შორის სამი წლის შვილიშვილი ჩასვა კუთვნილ ავტომანქანაში და წავიდა ქალაქ გორში. დაახლოებით 10 კილომეტრის გავლის შემდეგ დაინახეს, რომ მათ მისდევდა ვერცხლისფერი ავტომანქანა, რომელიც უქმნიდა საავარო სიტუაციას და არ აძლევდა გზაზე ნორმალურად მოძრაობის საშუალებას. დაზარალებულმა სოფელ ატენში გააჩერა ავტომანქანა და გადავიდა, რომელსაც ასევე გადაყვა მის უკან მჯდომი შვილი და რძალი. მანქანა, რომელიც მათ არ აძლევდათ გზაზე ნორმალურად გადაადგილების შესაძლებლობას, გაჩერდა დაახლოებით 10 მეტრში მათი მანქანის უკან, საიდანაც თოფით მომარჯვებული კ. ნ–ი გადმოვიდა, რომელსაც დაზარალებულის შვილმა დაუძახა, რომ არ ესროლა და წამებში ხელი ჰკრა მამამისს, ნახევარი ტანით შეაგდო მანქანაში და თავადაც შევარდა.'' - განაცხადა პროკურორმა.

პროკურორის ცნობით, - ,,კ. ნ–ს ნასროლი თოფიდან მამა-შვილი დაიჭრა მარჯვენა ფეხში. ანუ დაიჭრნენ იმ დროს როცა ისინი იდგნენ ზურგით, სხვაგვარად ტყვია მარჯვენა ფეხში ვერ მოხვდებოდათ. კ. ნ–სათვის ცნობილი იყო, რომ მანქანაში იჯდა მინიმუმ სამი ადამიანი. პირველი გასროლის შემდეგ მანქანაში ატყდა პანიკა, გაიღვიძა დაძინებულმა ბავშვმა. თუმცა მიუხედავად აღნიშნულისა მან მეორედ მაინც ესროლა ა. ღ–ს, რითაც სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების რეალური საფრთხე შეუქმნა არა მარტო მას, არამედ მანქანაში მჯდომ ყველა პირს, მათ შორის სამი წლის ბავშვს.''  

პროკურორ ია მეფარიშვილს მიაჩნდა, რომ სახეზე იყო განზრახ მკვლელობისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი: შურისძიების მოტივი, მოკვლის განზრახვა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ბრალდებული ქალაქ გორიდან სპეციალურად ავიდა სოფელ ბორშურში; გზაზე ჩასაფრებული რამდენიმე საათი ელოდებოდა დაზარალებულს, სახლიდან წაიღო იარაღი, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ თავიდან მოიშორა, ასევე დამალა ავტომანქანა.

გორის სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლიდან გადააკვალიფიცირა სსკ-ის 19,120-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლიდან 5 წლამდე. მოსამართლემ, ამ მუხლით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი გამოიყენა.

ბრალდებულს იცავდნენ ადვოკატები ნოდარ ცინცაძე და გოჩა გოჩიტაშვილი. მათი განცხადებით, ბრალდებულმა გასროლა აწარმოა ფეხების მიმართულებით და შესაბამისად ნაკლები იყო რისკი იმისა, რომ დაზიანებულიყო ადამიანის სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოები. ამასთან, იმ პირობებში როდესაც შემთხვევის ადგილზე შეიარაღებული მხოლოდ თვითონ იმყოფებოდა, მას მეორე გასროლა არ განუხორციელებია უმალვე და დაზარალებულს მისცა საშუალება ჩამჯდარიყო ავტომანქანაში, რაც უტყუარად არ მიუთითებს ბრალდებულის განზრახვაზე მოეკლა.

,,საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებმა სწორად განმარტეს, როდესაც კანონით დადგენილი წესით დადასტურებულ მთელ რიგ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით, დაადგინეს, რომ მსჯავრდებული დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების პროცესში მოქმედებდა ა. ღ–ს არა მოკვლის, არამედ ჯანმრთელობის გარკვეული ხარისხის დაზიანების განზრახვით.'' - აღნიშნულია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.