რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებას განიხილავს დავით ახალბედაშვილი - აპელაცია პოლიციის ქმედებებზე
გორის სასამართლოს მოსამართლის, ლევან დარბაიძის გადაწყვეტილებას თბილისიის საპელაციო სასამართლოში გადახედავს მოსამაართლე დავით ახალბედაშვილი.

საქმე ეხება გორელი მოქალაქის, იოსებ ბაბაევის დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების კანონიერების საკითხს.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიხედვით, გორის სასამართლოს მოსამართლე ლევან დარბაიძემ უკანონოდ მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები.

გორის პროკურორმა მიხეილ ბერიაშვილმა გაასაჩივრა დარბაიძის გადაწყვეტილება. საქმე განსახილველად დაეწერა მოსამართლე დავით ახალბედაშვილს, რომელიც ასევე გორელია.

როგორც ახალბედაშვილის თანაშემწემ, ოთარ ჯუგაშვილმა გვითხრა, გასაჩივრებულ გადაწყვეტილების ვადა 14 ივნისს შუადღეს იწურება. მისი განმარტებით, მოსამართლეს შეუძლია საქმე განიხილოს როგორც ზეპირი მოსმენის, ასევე ზეპირი მოსმენის გარეშე.

გაუქმდება თუ არა ლევან დარბაიძის გადაწყვეტილება, ეს 14 ივნისს, 13-14 საათზე გახდება ცნობილი.

რა მოხდება შემდგომ?

გორის პროკურატურა ითხოვდა, რომ საგამოძიებო მოქმედებები მოსამართლე ლევან დარბაიძეს კანონიერად ეცნო. ამის შემდეგ, პროკურატურა მიმართავს სასამართლოს, რათა სამოქალაქო აქტივისტს, ბიზნესმენს იოსებ ბაბაევს აღკვეთის ღონისძიების სახით შესაბამისი ზომა შეუფარდოს.

ბაბაევის საქმე

4 ივნისს საღამოს, გორში, დააკავეს ,,რესტო ბარის"" მფლობელი იოსებ ბაბაევი.

მოსამართლე დარბაიძის თქმით, 4-5 ივნისს მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები, იოსებ ბაბაევის პირადი ჩხრეკა, ავტომობილის ჩხრეკა, კუთვნილი ავტომობილის ამოღება და კუთვნილი ტანსაცმლის ამოღება უკანონოა, ხოლო ამ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ინფორმაცია, ნივთები და საგნები დაუშვებელ მტკიცებულებებად იქნა ცნობილი.

გარდა ამისა, ბაბაევს აქვს უფლება მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, ასევე, როგორც მან პროცესზე განაცხადა, უკვე მიმართული აქვს შესაბამის ორგანოებისთვის, რათა პოლიციელების მხრიდან ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი გამოიძიონ.

ბაბაევმა პროცესზე განაცხადა, რომ პოლიციელები თავდაპირველად ამტვრევდნენ მანქანის მინებს. მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაადეს ხელბორკილები და პისტოლეტი ჩაუდეს. ამავე დროს სცემეს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ლევან გამრეკელს
წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მისი ადვოკატი თავისუფლების სანაცვლოდ
800 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილ მოადგილეს ლევან გამრეკელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. მისი ადვოკატი თავისუფლების სანაცვლოდ 800 000-ლარიან გირაოს გამოყენებას ითხოვდა.
15:28 / 14.11.2025
სამხედრო ჰოსპიტალი სადაზღვევო კომპანია „ჯ.ჰ“-სგან 987 635.49 ლარის
ანაზღაურებას მოითხოვს. სადაზღვევო კი აცხადებს, რომ ჰოსპიტალი
უკანონო გამდიდრებას ცდილობს.
სამხედრო ჰოსპიტალი სადაზღვევო კომპანია „ჯ.ჰ“-სგან 987 635.49 ლარის ანაზღაურებას მოითხოვს. სადაზღვევო კი აცხადებს, რომ ჰოსპიტალი უკანონო გამდიდრებას ცდილობს.
15:22 / 14.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.