რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
დაბა სურამში მოსახლეობა სინაგოგას მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგებას ითხოვს
დაბა სურამიდან მერიას მიმართავენ, რომ ყურადღება მიაქციონ სინაგოგას
მიმდებარე ტერიტორიას.
მოსახლეობის თქმით, წლებია, აღნიშნული უბნის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან თანხებს არ ითვალისწინებენ.
საკითხი საკრებულოს 2 სხდომაზე ირინა გელაშვილმა დააყენა. აღნიშნულ სხდომებზე იხილავდნენ მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხების განაწილების საკითხს.
,,საინტერესოა, რატომ არ კეთდება სურამში სინაგოგას მიმდებარე ტერიტორია? მოსახლეობა წლებია ითხოვს აღნიშნული ტერიორიის მოწესრიგებას.'' - განაცხადა ფრაქცია ,,ხაშურის'' ხელმძღვანელმა ირინა გელაშვილმა.
პირველ სხდომას ესწრებოდა მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის სპეციალისტი გრიგოლ გოგალაძე, რომელსაც ირინა გელაშვილის კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა.
საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ლიპარტელიანმა დეპუტატს ურჩია, რომ პასუხის მისაღებად მეორე სხდომას დალოდებოდა.
სხდომაზე დაიბარეს სამსახურის უფროსი გიორგი პაპიაშვილი, რომელსაც ასევე არ ჰქონდა ზუსტი პასუხი. გიორგი პაპიაშვილი შემოიფარგლა მხოლოდ ერთი ფრაზით: ,,ეტაპობრივად მოგვარდება''.
დაბა სურამში სინაგოგა წარმოადგენს ადგილობრივი ებრაული თემის რელიგიურ ცენტრს, რომელსაც გააჩნია მდიდარი ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა. აგების თარიღი უცნობია. დღეისათვის სინაგოგა მოქმედია.

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები