რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
გორში დაუმთავრებელი ,,ბულვარის'' გახსნის ცერემონია გაიმართა
2024 წლის 27 აგვისტოს კომპანია ,,გოლდ ენდ ბროს'' წარმომადგენელმა გორის მერიას სთხოვა, რომ მშენებლობის დასრულების ვადა გონივრულ ვადით გადაეწია.

გორის მერის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ შიოშვილმა მოთხოვნა დააკმაყოფილა. 27 აგვისტოსვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2024 წლის 2 ოქტომბრამდე გაგრძელდა.

ხელშეკრულების მიხედვით, ბულვარის მშენებლობა 10 ივლისს უნდა დასრულებულიყო, თუმცა დოკუმენტში ცვლილებები რამდენჯერმე შევიდა. სამუშაოები 2023 წლის ოქტომბერში დაიწყო.

მიუხედავად ამისა, რომ ობიექტი არაა ჩაბარებული, 2 სექტემბერს, გორის მერიამ დაუმთავრებელი ბულვარის გახსნის ცერემონია გამართა.

რატომ ჭიანურდება ბულვარის მშენებლობა?

2024 წლის აპრილში, კომპანიამ აღმოაჩინა, რომ მუშაობა დაიწყო ისეთ ტერიტორიაზე, რომელიც კერძო საკუთრებაში იყო.

,,სამშენებლო მოედანზე აღმოჩნდა 2 კერძო მესაკუთრის ტერიტორია, რამაც გამოიწვია სამშენებლო მოედნის ხელახალი დაკვალვა და ახალი გენერალური გეგმის შემუშავება. შესაბამისად დაკორექტირდა პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების მოცულობები და სპეციფიკაციები''- წერია აპრილის წერილში.

ერთი თვის შემდეგ, 2024 წლის მაისში კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ქვაფენილების მოწყობის დროს ცემენტის ნაცვლად ქვიშა გამოყენებინა:

,,ქვაფენილის საფუძვლის მოწყობისას, პროექტით გათვალისწინებული იყო ცემენტის ხმარება, რაც ტექნოლოგიურად დააზიანებს ფილას, შესაბამისად მოვახდინეთ მისი ჩანაცვლება ქვიშის 5სმ-იანი საფუძვლით და გთხოვთ თქვენს თანხმობას.'' - წერია 2024 წლის მაისის წერილში. გორის მერია დაეთანხმა, რომ ქვაფენილებისთვის ცემენტის ნაცვლად, ქვიშა გამოყენებინათ.

დადგა ივლისიც, თუმცა ობიექტის მშენებლობა დასრულებული არ იყო. 2024 წლის აგვისტოში აღმოაჩინეს, რომ სამუშაოებს სასმელი წყლის ძველი მილები აფერხებდა:

როგორც კომპანიის წარმომადგენელი 2 აგვისტოს წერილში იტყონინება, მშენებლობის ადგილზე აღმოჩნდა მოძველებული სასმელი წყლის მილები. ისინი გამოცვლას საჭიროებდნენ, თუმცა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლებმა დროულად არ გამოცვალეს. წყალმომარაგების კოპანიას კი შიდა ქართლში ხელმძღვანელობს კოტე თავზარაშვილი. გახსნაზე ისიც მივიდა.

,,სანიაღვრე არხის მოწყობის დროს აღმოჩნდა, რომ დაზიანებული იყო ძველი სასმელი წყლის მილები, რომლის გამოცვლის პროცესი გაჭიანურდა შპს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ. ამ ეტაპზე არსებული სამუშაოები არ შეესაბამება პროექტში გათვალისწინებულ მოცულობებს, შესაბამისად საჭირო გახდა სამშენებლო მოედნის ხელახალი დაკვალვა და ახალი სიტუაციური გეგმის შემუშავება.'' - აღნიშნულია წერილში.

ამდენად, აღნიშნული წერილებიდან ირკვევა, რომ სამშენებლო მოედნის სიტუაციური გეგმა 2-ჯერ შეიცვალა. რამდენად ხარისხიანად და ეფექტურად შესრულდა გეგმა, ამის შესახებ დასკვნა საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალ გრუპს'' ჯერ არ წარუდგენია.

პროექტის ჯამური ღირებულება 1,2 მლნ ლარია. კომპანია ,,გოლდ ენდ ბროს'' ამჟამად ჩარიცხული აქვს 751 ათასი ლარი. 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა,
დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება
მიმდინარეობს.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი მგზავრიდან ორი გარდაიცვალა, დაშავებულები კი კლინიკაში გადაიყვანეს. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
12:39 / 11.11.2026
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო
დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების
ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
ურბნისში გამართულ ქადაგებაზე მიტროპოლიტმა ეკლესიის სახელმწიფო დაფინანსება, ბიუჯეტის განკარგვის გაუმჭვირვალობა და იერარქების ცხოვრების წესი გააკრიტიკა.
22:55 / 10.11.2026
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი
პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი
მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
გომიდან ნაბახტევში ტაქსით მიმავალი ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი პირები შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის (173-ე მუხლით) გამო დააკავა.
17:39 / 10.11.2026
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის
დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9
ნოემბერს გარდაიცვალა.
21 ოქტომბერს საავადმყოფოში შეყვანილი ახალგაზრდა მამაკაცი ძევერის დევნილთა დასახლებიდან იყო. ადგილობრივი წარმომადგენლის ცნობით, იგი 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
16:15 / 10.11.2026
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით
დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს
მდინარე მტკვრის მიერ ჩამორეცხილ და კარიერების საქმიანობით დაზიანებულ 3 000 კვადრატულ მეტრამდე ფართობზე ორგანიზაცია „ლეიერკოს" სპეციალისტებმა რიყის ქვით ნაგები კედლები და კერამიკული ჭურჭლის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.
15:40 / 10.11.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.