რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სახაზინო ადვოკატის თქმით, ზღუდერში მომხდარ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში, 28 წლის ნიკა ღვინიაშვილის
მკვლელობის ფაქტზე დაკავებული ძმები მედოშვილები წარდგენილ ბრალს არ
აღიარებენ.
ამის შესახებ სახაზინო ადვოკატმა მაია გრიგოლოშვილმა განაცხადა. მისი ინფორმაციით, პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა და ნაცვლად 108-ე მუხლისა, გამოძიება ამჯერად 109-ე მუხლით მიმდინარეობს.
სახაზინო ადვოკატი დაესწრო ბრალის წარდგენას. აღნიშნა, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში ბრალდებულებს სამედიცინო შემოწმებაც ჩაუტარდათ, რადგან აღენიშნებათ დაზიანებები.
,,წარდგენილ ბრალს არ აღიარებენ, რა მოხდა, როგორ მიიღო დაზიანებები და სხვა დეტალების შესახებ ამ ეტაპზე ვერ ვისაურებ''- განაცხადა სახაზინო ადვოკატმა.
შეგახსემენებთ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში 28 წლის ნიკა ღვინიაშვილი გუშინ მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1968 წელს დაბადებული ე.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო მისი ძმა 1959 წელს დაბადებული ე.მ. ამავე დანაშაულის ჩადენაში დახმარების ფაქტზე დააკავეს.
გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზღუდერში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1996 წელს დაბადებულ მამაკაცს განზრახ მკვლელობის მიზნით, თოკით ხელები შეუკრეს და გაგუდეს.
,,სამართალდამცველებმა ბრალდებულები ცხელ კვალზე დააკავეს. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 25-108-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.'' - აღნიშნავენ შსს-ში

ამავე კატეგორიაში
თეატრმცოდნე ნინო გაბედავას შეფასებით, წარმოდგენა რუსეთის ნამდვილ
სახესა და ჩინოვნიკების უპასუხისმგებლობას ასახავს. სპექტაკლი
მოგვითხრობს გალაკტიონ ხოსოლიანის ამაო ბრძოლაზე მეზობლის ღორებისა და
უსამართლობის წინააღმდეგ.
გორსა და მიმდებარე სოფელში ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში
მართვისთვის ორი მძღოლი დააკავეს. ორივე მათგანი აღნიშნულ
სამართალდარღვევაში განმეორებით არის მხილებული. სასამართლომ
დამრღვევებს 5-დღიანი პატიმრობა, 2 000-ლარიანი ჯარიმა და მართვის
უფლების 1 წლით ჩამორთმევა განუსაზღვრა.
გორი-კარალეთის გზაზე, ავტობანის ხიდთან, ლოდებით დატვირთული სატვირთო
ავტომობილი გადაბრუნდა. არსებული ინფორმაციით, ორთაშენიდან გორისკენ
მიმავალმა სატვირთომ მოხვევისას წონასწორობა ვერ შეინარჩუნა.
მამაკაცი, რომელიც ესპანეთიდან დეპორტაციის შემდეგ უსახლკაროდ დარჩა, შემოსავლის მიღების მიზნით ტაქსაობდა. მოსამართლემ დამრღვევს ფულადი ჯარიმა დააკისრა და ავტომობილის მართვა აუკრძალა.
მიზეზი თანამშრომლებს შორის სამუშაო ოთახის გამო მომხდარი კამათი
გახდა, რითაც სპეციალური კომისიის დასკვნით, ორივე მათგანმა
შინაგანაწესი დაარღვია. სააგენტოს ხელმძღვანელი მედიის ზარებს არ
პასუხობს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები