რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
,,შეხვედრები გავმართე!'' - ოცნების ,,დელეგატების'' კამპანია მაჟორიტარული სტილით
გორის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და ხაშურის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ სოფლებში სიარული დაიწყეს.

მათთან ერთად იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მაგალითად, გორის მერი შეხვედრებს კასპის სოფლებში მართავს კასპის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად, ხაშურის მოქმედი დეპუტატი ჯერ მხოლოდ ხაშურის სოფლებში ატარებს შეხვედრებს, ისიც ხაშურის მერთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად.

"ქართულმა ოცნებამ" 2024 წლის არჩევნებზე "დელეგატის" ცნება შემოიღო.

საკუთარ ფეისბუქის გვერდზე ,,დელეგატების'' მიერ გამოქვეყნებული ტექსტები იწყება შემდეგი წინადადებებით: ,,საარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრები გავმართე'', თუმცა განმარტებული არაა, რა სტატუსით მართავენ შეხვედრას. არსად უთითებენ, რომ ისინი დელეგატები არიან, მაჟორიტარული სისტემა კი გაუქმებულია.

2024 წლის არჩევნებზე პოლიტიკურ პარტიებს ამა თუ იმ ოლქში მაჟორიტარი კანდიდატები აღარ ეყოლებათ და ამომრჩეველი ხმას მხოლოდ პარტიულ სიებს მისცემს, სადაც ზემოთნახსენები დელეგატები რიგითობის მიხედვით იქნებიან ჩაწერილი - სიაში ყველას თავისი ნომერი ექნება.

არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ, რამდენ მანდატსაც პარტია მიიღებს, შესაბამისი რაოდენობის კანდიდატს შეიყვანს პარლამენტში სიიდანაც.

ამ ეტაპზე უცნობია, თუ სიის რომელ ნომერს მიანიჭებენ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და ზაალ დუგლაძეს. ისინი ამ ეტაპზე დელეგატების უფლებით სარგებლობენ.

საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ტარდება პროპორციულ სისტემით 5%-იანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. ეს ცვლილება მიზნად ისახავს ქართული საარჩევნო სისტემის პლურალიზმის განმტკიცებასა და საპარლამენტო პროცესებში კონსენსუსის მიღწევის ხელშეწყობას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 5 პირი დააკავეს.
ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 8 პისტოლეტი, შაშხანა და ათეულობით ვაზნა
ამოიღეს.
შსს-ს ცნობით, საპოლიციო ღონისძიებების შედეგად 5 პირი დააკავეს. ჩხრეკისას ნივთმტკიცებად 8 პისტოლეტი, შაშხანა და ათეულობით ვაზნა ამოიღეს.
11:09 / 17.09.2026
კასპის ცემენტის ქარხნიდან ჰაერის დაბინძურების მორიგი ფაქტი
დაფიქსირდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, საკრებულოს
წარმომადგენლები პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
კასპის ცემენტის ქარხნიდან ჰაერის დაბინძურების მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. მოსახლეობის უკმაყოფილების მიუხედავად, საკრებულოს წარმომადგენლები პრობლემაზე კომენტარს არ აკეთებენ.
10:31 / 17.09.2026
ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ძვ.წ. III
ათასწლეულით დათარიღებული ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთში
ემბრიონის პოზაში დაკრძალული მოზარდის ძვლები და უძველესი ნივთები
იპოვეს.
ქარის ელექტროსადგურის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა ძვ.წ. III ათასწლეულით დათარიღებული ორი სამარხი შეისწავლეს. ერთ-ერთში ემბრიონის პოზაში დაკრძალული მოზარდის ძვლები და უძველესი ნივთები იპოვეს.
18:25 / 16.09.2026
კომბინატის დასახლებაში ავტოფარეხში შევარდნილი ავტომობილის შესახებ
ადგილობრივები დამატებით დეტალებს ყვებიან. ინციდენტის შედეგად არავინ
დაშავებულა, მძღოლი დაჯარიმდა.
კომბინატის დასახლებაში ავტოფარეხში შევარდნილი ავტომობილის შესახებ ადგილობრივები დამატებით დეტალებს ყვებიან. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი დაჯარიმდა.
18:00 / 16.09.2026
კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტოსაგზაო
შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი
ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.
კომბინატის დასახლებაში, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა, მძღოლი ადმინისტრაციულად დაჯარიმდა.
17:33 / 16.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.