რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
,,მასწავლებელს დემოკრატიის დაცვა უნდა შეეძლოს'' - პედაგოგი გორიდან, რომელიც ,,ახლების'' გუნდს შეუერთდა
,,ახლების'' გუნდს გორის მეათე სკოლის პედაგოგი ირმა ამბარდნიშვილი შეუერთდა. მისი თქმით, მასწავლებელს თავისი ხალხის გვერდით დგომა  და დემოკრატიის დაცვა უნდა შეეძლოს.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, აღნიშნულ გადაწყვეტილების გამო, მას ბევრი კითხვა დაუსვეს, რასაც სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება:

,,რატომ ვარ ამ გუნდში? - ინტელექტიალები არიან და სამყაროს ჭკვიანები მართავენ და არა ოროსნები! კი ხედავთ 12 წელია, რა დღეშიც ხართ!

გუშინ ოფისში ერთი ასაკიანი კაცი შემოვიდა, ჩამოჯდა, საუბარი დაიწყო. - ეჰო, ესენი რომ მოვიდნენ 6 თვეში უნდა გაგვეყარაო! სანამ ქვეყანას თავზე დაგვამხობდნენო. რათ უნდა ამას კაცო ფიქრი, ხალხი ბანკიდან ვალს იმიტომ იღებს, არ მოკვდეს შიმშილითო!

თუ ესეთი აყვავებული ცხოვრება გვაქვს, გორის საკრებულოდან დაწყებული მერიით და აიპებით დამთავრებული, რატომ გალალეთ შვილები უცხოეთში? ერთი გამეცით პასუხი.

სულ რომ კარგი ცხოვრება გინდათ და პრეტენზიები გაქვთ დემოკრატიაზე, არც არჩევნებში მონაწილეობა გინდათ! არც კოორდინატორობა, არც დამკვირვებლობა და არც არაფერი, მერე რატომ ამტვრევთ კარებს და რატომ იბოღმებით, თქვენი გვარის აბრა რომ არ არის სადმე ჩამოკიდებული!

ბებიამ რა! ქუჩა - ქუჩა მე ვიარო, მაშანტაჟონ, ავიტანო მუქარა და შეურაცხყოფა და თქვენ დაგითმობთ ადგილს, ზუსტად!

ან ვინა გთხოვთ თამარ ვაშლოვანელი იყავი ან თინა წავკისელი და ცხრა ძმა ხერხეულიძის დედა? სად შეგიძლიათ, ეგ მოგთხოვოთ? ისეთი საბრალოები ხართ, რომ მოგეცეთ ეგ საშუალება, აქეთ შემოუძღვებით ლეკებსა, შაჰ- აბას, მარა სად არის არა?

- ოღონდ ომი ნუ იქნება! - და აღაპყრობთ თვალებს ცბიერად ცისკენ. ცისკენ კი ნუ იხედებით, გარშემო მიმოიხედეთ, რამდენი გაჭირვებული დადის! ან რა ომი გინდათ, დაპყრობილები არა ხართ? ჯერ სად არის! ავღანეთმა ხომ ათამაშა ერთი ადგილი, თან რესპუბლიკას უჭერდნენ, თან თალიბებს უგზავნიდნენ სიყვარულის წერილებს და კარგად უყურეთ, თვითმფრინავეზე რომ იყვნენ ჩამოკონწიალებულები, იარონ ეხლა ბურკებით და იცხოვრონ ტერორში!

ან რა ხელფასები გაქვთ, რას ებღაუჭებით? ოჯახში შვილი, რძალი და შვილიშვილი აღარ დაგრჩათ!

არავისი უნდა გეშინოდეთ! ერთხელ მოხვედი და ერთხელ მოკვდები მაინცა და მაინც ბიძინას გულისთვის ნუ მოკვდებით!

გელოდებით ოფისში აღმაშენებლის ქუჩაზე პირველი საჯარო სკოლის გადმოსწვრივ! პედაგოგებს, სტუდენტებს. აბა დაენახვეთ ქვეყანას. როგორ გესმით მოქალაქობა! რომ გამოსდებთ მენტორ - უფროსი მასწავლებლობის და "ბურბუშელა" სერტიფიკატებს, ეგ არ არის კარგი მასწავლებლობა! არც კარგი მოქალაქობა! მასწავლებელს თავისი ხალხის გვერდით დგომა უნდა შეეძლოს და დემოკრატიის დაცვა! სხვა შემთხვევაში ნულის ტოლია თქვენი პროფესია!

"ოღონდ მე არა"! - აბა ვინ? ჯერ კოსმოსში გაშვებულ "ჩაკრულოზე" - ჰაი- ჰაიიი ჩავუხტეთ მუხრან ბატონსააა! არავის შემოუძახებია! ვისაც გეწყინათ მწყერი შეიწვით სეზონია!'' - ციტატის დასასრული.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის
მოზარდი დაიღუპა
სოფელი თედოწმინდის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვში 16 წლის მოზარდი დაიღუპა
11:39 / 13.06.2025
,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის
განყოფილების უფროსის მოადგილე

,,2023 წლის 25 ივლისს, ღამის საათებში, ქალაქ კასპში, პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილე

23:12 / 12.06.2025
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
21 წლის მათე დევიძეს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი, პროკურორი - ანა ხუბეჯაშვილი.
18:29 / 12.06.2025
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ
ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
ქონებრივი დეკლარაციების მიხედვით, შიდა ქართლის მერებიდან, მხოლოდ ხაშურის მერი თენგიზ ჩიტიაშვილი ცხოვრობს საკუთარ ხელფასზე.
22:21 / 11.06.2025
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
დღეს, გორის სასამართლომ განიხილა ორი საქმე, სადაც შიდა ქართლის
20:18 / 11.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.