რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ბოლშევიკური ნათლობა 1924 წელს - ხაშური 100 წლის წინ
ხაშურის სამუზეუმო გაერთიანების ხელმძღვანელმა თამაზ ლაცაბიძემ გამოსცა წიგნი ,,100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან'',

აღნიშნულ ნაშრომში, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით, გადმოცემულია ბოლშევიკური მმართველობის დამყარების პირველ წლებში ხაშურში არსებული ვითარება. როგორც მასალებიდან ჩანს, ბოლშევიკური ორგანიზაცია ,,კომუჯრედი'' სოფლებში ეწეოდა აგიტაციას.

ამ აგიტაციის დროს, მაგალითად, სოფელ სარტყელაში 3 წლის ბავშვი მონათლეს კომუნისტურად და მას უწოდეს სახელად ,,კლარა''.

წიგნში ვკითხულობთ:

,,სადგურ ხაშურის მოძრაობის დარგის კომუჯრედი 1924 წლის 30 მარტს საშეფო მუშაობას ატარებდა სოფელ სარტყელაში. სარტყელელებმა ,,დიდი სიხარულით მიიღეს დელეგაცია. გაიმართა მიტინგი. მიტინგზე გამოსული ი. ფერაძე ,,...შეეხო საერთო მდგომარეობას და პარალელი გაავლო საბჭოთა
ხელისუფლებისა ქვეყნებისა და ბურჟუაზიული ქვეყნების მდგომარეობას. ნათლად აღნიშნა თუ როგორი გიგანტური ნაბიჯით მიიწევს წინ საბჭოთა ქვეყნები, როგორც პოლიტიკურათ, აგრეთვე ეკონომიურათ.

მიტინგზე გამოსული მოძრაობის დარგის კომუჯრედის პასუხისმგებელი მდივანი ე. კალანდაძე ,,სხვათაშორის შეეხო სარწმუნეობას და მღვდლების თვალთმაქცობას და დაამტკიცა ბევრი მაგალითების აღნიშვნით მათი მუშათა-გლეხთათვის მავნებლობა."

ამის შემდეგ მიტინგის წინაშე გამოდის გლეხი ნიკალა კოტეს ძე გელაშვილი სამი თვის ბავშვით ხელში და სთხოვს მიტინგს, რომ ვინაიდან ის სრულიად დარწმუნებულია სამღვდელოების სიყალბეში, ეს მისი შვილი ქალი სამი თვისა იქნეს დღეს კომუნისტურ წესით მონათლული. მთელი მიტინგი ამ განცხადებას აღტაცებით შეხვდა. კომუჯრედის სახელით საშეფო კომისიამ აიყვანა რა ხელში ის ბავშვი, ვრცლად გააცნო გლეხობას მნიშვნელობა კომუნისტურად ბავშვების მონათვლისა.

ბავშვს სახელათ უწოდეს კლარა (ალბათ კლარა ცეტკინის საპატივსაცემოდ - თ. ლ.), ბავშვზედ ნათლობა მიიღო კომუჯრედმა და დაასაჩუქრა რვა მილიარდი მანეთით. მომავალში აღუთქვა მოვლა და პატრონობა" - ციტატის დასასრული.

წყარო: თამაზ ლაცაბიძე ,,100 წელი 1924 წლის აჯანყებიდან’’
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას
შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების
გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა,
მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
პარტია „ახალის“ პოლიტსაბჭოს წევრები გორში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და მათ მთავარ პრობლემებს გაეცნენ. მოქალაქეების გამოწვევებად დაბინძურებული წყალი, მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, მიგრაცია და სიღარიბე დასახელდა.
14:57 / 10.10.2026
ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. მერიის თავდაპირველ
პრესრელიზში დაანონსებული მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების
შოუ მოგვიანებით პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა ტენდერით ხორცი უკვე
შეძენილია.
ბოშურში ფესტივალი „ტანა-თეძმობა“ გაიმართება. მერიის თავდაპირველ პრესრელიზში დაანონსებული მწვადების შეწვის მასტერკლასი და დოლების შოუ მოგვიანებით პროგრამიდან ამოიღეს, თუმცა ტენდერით ხორცი უკვე შეძენილია.
13:46 / 10.10.2026
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების
გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“
ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს
დაამზადებს.
კასპში, კავთისხევის მიმდებარედ, ბუმბულისა და ლაყე კვერცხების გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა იგეგმება. კომპანია „ჯიპიპი“ ნარჩენების გადამუშავების შედეგად ცხოველთა საკვებ დანამატს დაამზადებს.
11:09 / 10.10.2026
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო
მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ
ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
საოკუპაციო რეჟიმმა 36 წლის გიორგი ჟუჟნიაშვილი და 32 წლის დიტო მურადაშვილი გაათავისუფლა. ე.წ. უშიშროების კომიტეტის მტკიცებით, მათ ე.წ. საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.
19:40 / 09.10.2026
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა
ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
დღეს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაისეტყვა. უხვმა ნალექმა განსაკუთრებით სოფელი ზერტი დააზარალა.
17:19 / 09.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.