რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ამერიკელი ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ სათანადო სწავლის პირობები'' - ბრიფინგი სოფელ შინდისში
„ერთიანობა- ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებმა გორში, სოფელ შინდისში
ბრიფინგი გამართეს.
მათ ისაუბრეს იმ მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც დასავლეთის დაფინანსებით განხორციელდა საქართველოში. ამის ერთ-ერთი მაგალითია შინდისის საჯარო სკოლა, რომელიც ამერიკის დაფინანსებით გარემონტდა.
,,ამერიკელი ხალხი ზრუნავს იმაზე, რომ ჩვენს ქართველ ბავშვებს ჰქონდეთ სათანადო სწავლის პირობები, ამ ვითარებაში ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაგვაშოროს ჩვენს პარტნიორებს. და ის მხარდაჭერა, რომელიც ჩვენს ბავშვებს აქვთ, გაანადგუროს.'' - განაცხადა თამარ კორძაიამ.
თამარ კორძაიას თქმით, არჩევნების შემდეგ, შესაძლებელი გახდება 14 მლრდ დოლარის მოზიდვა:
,,ამ 14 მილიარდში შევა სწორედ ჩვენი შვილების განათლება. იმისთვის, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უფასო კვება სკოლაში. ბავშვების 30% შიმშილობს საქართველოში'' - აღნიშნა მან.
მათი თქმით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არაერთი პროექტი დააფინანსა დასავლეთმა, თუმცა დღეს ამ ყველაფერს "ქართული ოცნება" უქმნის საფრთხეს. ამიტომ, ბრიფინგის მონაწილეები მოუწოდებენ საზოგადოებას, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დროს, მოსახლეობამ ხმა მისცეს ოპოზიციურ პარტიებს.

ამავე კატეგორიაში
ავტორიზაციის საბჭომ სოფელ ზერტის უფუნქციო საბავშვო ბაღს დადებითი
დასკვნა ისე მისცა, რომ შენობაში არც ბავშვები დახვდათ და არც
ინვენტარი, 6 თვის შემდეგ კი ობიექტი კვლავ მოუწყობელია.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სოფელ ოსიაურის
მიმდებარედ ქვიშა-ხრეშის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა და
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საგამოძიებო უწყებაში გადააგზავნა.
გორის სოფლებში წლობით დაუსრულებელმა და უფუნქციო საბავშვო ბაღებმა
ავტორიზაცია გაიარეს, თუმცა უცნობია, რა კრიტერიუმებით მიენიჭათ
სტატუსი დაკეტილ ობიექტებს, სადაც ინფრასტრუქტურა უკვე ზიანდება.
ქარელში „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში ფასადების მოპირკეთებაზე
მომუშავე ქვეკონტრაქტორმა შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის
სასამართლო დავა მოიგო და დამკვეთს 22 364 ლარის გადახდა დაეკისრა.
ახალდაბის საჯარო სკოლის ადმინისტრაცია მოსახლეობას მოუწოდებს,
შინაური ძაღლები დააბან, წინააღმდეგ შემთხვევაში ეზოში შესულ აგრესიულ
ცხოველებს თავშესაფარი სამუდამოდ წაიყვანს.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები