რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორის მერიის თანამშრომლები აღმოაჩინეს საარჩევნო უბნებზე
გორის 32-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან საუბნო კომისიის წევრების სია გამოითხოვეს და აღმოაჩინეს, რომ უბნებზე მერიის თანამშრომლები არიან არჩეულები.

ეს ის ხალხია, რომლის ხელმძღვანელი 3 წლის განმავლობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილი იყო. ხინჩეგაშვილი ამჟამად ,,ქართული ოცნების'' სიაში 49-ე ადგილს იკავებს და პარლამენტარობა სურს.

ასევე, როგორც "კოალიცია ცვლილებებისთვის'' წარმომადგენელი, ირმა ამბარდნიშვილი აცხადებს, საუბნო კომისიების შემადგენლობაში, მმართველმა გუნდმა ბიზნესმენ ვახტანგ კარიჭაშვილის ნათესავებიც შეიყვანა.

ვახტან კარიჭაშვილი ,,გორიინის'' მფლობელი და საკრებულოს თავმჯდომარის დავით რაზმაძის ახლობელია. მისი ბიზნესი რუსეთთან არის დაკავშირებული.

ირმა ამბარდნიშვილის ცნობით, #1 და #2 უბნის კომისიებში დედა - შვილი ნინო და მარინა მეტრეველია; ერთ-ერთი უბნის კომისიის თავმჯდომარედ მერიის ადმინისტრაციის თანამშრომელი ფიქრია გაგიშვილია.

#2 უბნის თავმჯდომარე საკრებულოს იურისტი ინგა ტარიელაშვილი. ირმა ამბარდნიშვილის ცნობით, ამავე კომისიის წევრია ,,ქართული ოცნების'' სიის მეათე ნომრის გენო პეტრიაშვილის სიდედრი ლელა ბზიშვილი, რომელიც ასევე საკრებულოს თანამშრომელია.

ამავე კომისიაშია მერიის თანამშრომლის, გივიჩა ღვინიაშვილის მეუღლე მარინე ღვინიაშვილი, საკრებულოს თანამშრომელი ნანა ილურიძე, ლია ბზიშვილი, სპორტის აიპის მწვრთნელი ლაშა მოციქულაშვილი. ასევე აიპში დასაქმებული ხომასურიძე.

#6 უბანზე მერიის იურისტი ეკატერინე კაპანაძე, ამავდროულად მეთერთმეტე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი!!

#7 უბანზე თავმჯდომარეა ლელა მაისურაძე - მერიის კულტურის სამსახურის მაღალჩინოსანი. მერიის თანამშრომელია ირინე ყაზარაშვილი! ამავე კომისიაშია თამარ თამაზაშვილი - ოლქის ბუღალტრის ვაჟა მაღალდაძის მძახალი!

ამავე კომისისშია ლალი ვარდიშვი ლი გორის უნივერსიტეტიდან, - ხოლო მისი შვილი თინათინ პეტრიაშვილი სხვა უბანზე.

სოფიო ვარდიაშვილი საბავშვო ბაღების გაერთიანებაში მუშაობს, ხოლო მისი და ნაირა ვარდიაშვილი #11 უბანზე! დედა ირმა ბოლაშვილი ასევე მერიის თანრიგოსნები სხვა უბნებში! აქვეა მაკა გოგიჩაშვილი, ქმარი გორის უნივერსიტეტში, შვილი და რძალი შსს - ს თანამშრომლები!

#7 უბანში მაკა წკრიალაშვილი კულტურის სასახლიდან! სპორტის აიპიდან - ელენე გიორგაძე

#9 უბნის თავმჯდომარეა ირმა პაპიძე - მისი შვილი მერიის თანამშრომელი.

#12 უბანში თავმჯდომარეა მარიამ ბუხრაძე, მისი და მზია ბუხრაძე! ხოლო #13 უბანზე დედა ნონა ბუხრაძე #2საბავშვო ბაღის გამგე.

აღნიშნული ინფორმაცია მოიპოვა ირმა ამბარდნიშვილმა. მისი გადამოწმება უბნებზე ამ ეტაპზე ვერ მოვახერხეთ.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
შემოსავლების გეგმის შესრულებას 1.9 მლნ ლარი დააკლდა.
19:20 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.