რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის ჰოსპიტალში ტრანსფორმატორი მწყობრიდან გამოვიდა
გორის ჰოსპიტალში ტრანსფორმატორი მწყობრიდან გამოვიდა.
როგორც მთავარმა სპეციალისტმა იოსებ მანელიძემ ადმინისტრაციას აცნობა, დამწვარია მაღალი ძაბვის 1000 კვ სიმძლავრის გენერატორი, რაც ჰოსპიტლის ელმომარაგების ცენტრალურ სისტემას წარმოადგენს.
ამავე წერილით ირკვევა, რომ სამედიცინო დაწესებულება დიზელგენერატორის საშუალებით მუშაობს.
,,არსებული დიზელგენერატორი ხანგრძლივი დროით ვერ შეძლებს ჰოსპიტლის ელ. ენერგიით მომარაგებას, რაც თავის მხრივ დიდ ზიანს მოუტანს ჰოსპიტლის ძვირადღირებულ სამედიცინო აპარატურას და რაც მთავარია საფრთხე შეექმნება პაციენტების სიცოცხლეს. გთხოვთ სათანადო რეაგირებას.'' - აცნობა გუშინ მანელიძემ დირექტორს, შალვა მაღლაკელიძეს.
როგორც ჰოსპიტალში განაცხადეს, დაზიანებული ტრანსფორმატორის სარემონტო პერიოდში, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, სამხედრო ჰოსპიტალი უზრუნველყოფილია ანალოგიური სიმძლავრის ტრანსფორმატორით, რათა სამხედრო ჰოსპიტალს არ შეექმნას ელექტრო ენერგიით მომარაგების შეფერხება.
როგორც შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ცნობაშია აღნიშნული, დღეს, 12 ნოემბრის მდგომარეობით, უკვე მოძებნილია კომპანია, რომელიც ახალი ტრანსფორმატორის დამონტაჟებას და სისტემის აღდგენას მოახდენს. კომპანია ,,აისს'' 25 ნოემბრამდე აქვს ვადა. სისტემის შესაკეთებლად 17 000 ლარამდე დაიხარჯება.

ამავე კატეგორიაში
უწყების ცნობით, ბრალი დამატებით 14 პირს წარედგინება, რომელთა
შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი, გიორგი გოგოლაძე.
2025 წლის 1 ნოემბრიდან 2026 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, გორის
მუნიციპალური ინსპექციის პარკირების განყოფილებამ 28 040 საჯარიმო
ოქმი შეადგინა.
დაზარალებულის თქმით, ვადაგადაცილებული სესხის გამო ბანკმა ბინა
აუქციონზე გაყიდა, ახალმა მესაკუთრემ კი ქონების სანაცვლოდ 40 000
დოლარი მოითხოვა.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რეგიონალური ფესტივალის
სტუმრებისთვის, მათ შორის მთავრობის წევრებისა და
პარლამენტარებისთვის, საკვებსა და ტრანსპორტირებაში 13 000 ლარზე მეტი
გადაიხადა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალში მდებარე ისტორიული კვირაცხოვლის
ეკლესია მძიმე ავარიულ მდგომარეობაშია.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები