რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2024 »»
252627282930 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახალი ამბები
თბილისში ევროკავშირის მომხრეთა საპროტესტო აქცია სასტიკად დაარბიეს
თბილისში, შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა საპროტესტო აქცია გადამეტებული ძალის გამოყენებით დაშალა. პოლიცია ფიზიკურად გაუსწორდა მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებს.

დაშავებულთა ნაწილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

თბილისში საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

სპეცდანიშნულების რაზმმა, 29 ნოემბერს, დილის 2 საათიდან, მოქალაქეების დარბევა და დაკავება დაიწყო. ამის ამსახველი კადრების გადაღება ჟურნალისტებმა საკუთარი ჯანმრთელობის ფასად შეძლეს. პოლიცია აგრესიულად იყო განწყობილი მედიის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდნენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განცხადებით, „ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა“, - აცხადებს საია.

მედიის წარმომადგენლებზე ძალადობას გამოეხმაურა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. მისი განცხადებით, იგი „ დგას ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას“.

მედიაზე ძალადობის შემთხვევებზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტების მიმართ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით გამოძიება დაიწყო.

ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, „რა თქმა უნდა ვგმობთ იმას, რომ ძალადობა იქნა გამოყენებული მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ. აბსოლუტურად მიუღებელია. ნებისმიერ დემოკრატიაში ადამიანებს უნდა ჰქონდეთ უფლება, რომ მშვიდობიანად გამოხატონ თავიანთი აზრი“,–აცხადებს ის.

მომხდარს გამოეხმაურა ლეიტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა. „გისურვებთ ძალას და გამბედაობას საქართველოს ევროპულ გზაზე შესანარჩუნებლად. ლიეტუვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის და მისი ევროპული ოცნების გვერდით - საქართველო ევროპას ეკუთვნის“, –ამბობს პრეზიდენტი.

ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი აცხადებს, რომ ევროკავშირი ქართველ ხალს მხარში უნდა დაუდგეს. „თავისუფლებისმოყვარე ქართველმა ხალხმა თბილისსა და კიდევ რამდენიმე ქალაქში აჩვენა, რომ არ სურს ქვეყანა რუსეთს და თვითგამოცხადებულ დიქტატორულ რეჟიმს დაუთმოს. ევროკავშირმა არ უნდა შეაქციოს ზურგი უმწეოდ, არამედ უნდა აჩვენოს თავისი მხარდაჭერითა და ქმედებებით, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვა ღირს. თუ ჩვენ გვინდა დავიცვათ თავისუფლება ევროპაში და აღვადგინოთ ხანგრძლივი მშვიდობა, ჩვენ უნდა დავეხმაროთ ყველას, ვინც მზად არის იბრძოლოს თავისი თავისუფლებისთვის. ქართველი ხალხი არ დანებდა. ახალი ევროკომისია ახლა პირველი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას“,–წერს იგი.

კორეის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი, თარაშ პაპასკუა მომხდარს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ მიუღებელია „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება. „დღეს, როცა რუსეთი: აგრძელებს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციას; აწარმოებს დამანგრეველ ომს უკრაინის წინააღმდეგ; ებრძვის ევროპას, დემოკრატიულ სამყაროს და საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას... ჩვენ, როგორც არასდროს, გვჭირდება მეტი ევროპა და მეტი ნატო; გვჭირდება მეტი სოლიდარობა და თავისუფალი სამყაროს გვერდში დგომა! #საქართველოარისევროპა“,–წერს იგი.

მომხდარს ემიჯნებიან და „ქართულ ოცნებას“ აკრიტიკებენ საქართველოს ახალგაზრდა ელჩები. მათი თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.

„მსგავსი ქმედება საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, განვითარების გზას და ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, რომელიც მკაფიოდ არის გამოხატული საქართველოს კონსტიტუციაში. ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც ხელს უშლის საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში და ქვეყნის განვითარებას ევროპული ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ, ახალგაზრდა ელჩები, ვაპროტესტებთ ყველა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ცვლის ჩვენი ქვეყნის პროევროპულ კურსს! საქართველოს მომავალი ევროკავშირშია!“, – ნათქვამია განცხადებაში.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და
სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

,,დაკავებულთა შორის იყვნენ 21 წლამდე პირები, სტუდენტები და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ადამიანები.

14:49 / 10.12.2024
9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი
კი მისი ოჯახის წევრებს

9 ნაკვეთიდან ორი ნაკვეთი ეკუთვნოდა თამაზ შიოშვილს, ორი ნაკვეთი კი მისი ოჯახის წევრებს

14:13 / 09.12.2024
28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები
იმართება.

28 ნოემბრიდან დღემდე თბილისში ევროპული მომავლისთვის აქციები იმართება.

18:01 / 08.12.2024
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
ტვ პირველის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ ტერიტორიის
00:05 / 08.12.2024
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მერიის წინ შეიკრიბნენ.
18:15 / 02.12.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.