რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის სტადიონზე ჯაბა კანკავას შეურაცხყოფის ფაქტზე კლუბებმა განცხადებები გაავრცელეს
გორის სტადიონზე გუშინ საღამოს მომხდარ ფაქტზე განცხადებები
გაავრცელეს თბილისის ,,დინამოს'' და გორის ,,დილას''
ადმინისტრაციებმა.
,,დინამოს'' ადმინისტრაციის განცხადებით, უსაფრთხოების სამსახურმა და პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა იმ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რომლებიც მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯანა კანკავას.
,,დინამოს'' განცხადება:
,,გვსურს გამოვეხმაუროთ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს.
მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯაბა კანკავას.
სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა.
მთელი კლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება. ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით.
გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ.'' - წერია განცხადებაში.
,,დინამოს'' განცხადებიდან 4 საათის შემდეგ, განცხადება გაავრცელა ,,დილას'' ადმინისტრაციამაც, საიდანაც ჩანს, რომ იდენტიფიცრებულები არიან ის პირები, ვინც ლეგენდას მიზანმიმართულად შეურაცხყოფას აყენებდნენ:
,,გვსურს გამოვეხმაუროთ გუშინ დილა - დინამო თბილისის მატჩში მომხდარ სამწუხარო ინციდენტს, ჯაბა კანკავასთან დაკავშირებით, პირველ რიგში გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი უპირობო პატივისცემა, როგორც კონკრეტულად ჯაბა კანკავას, როგორც ქართულ ფეხბურთში ფასდაუდებელი ღვაწლის მქონე ფეხბურთელისადმი, ასევე ზოგადად თბილისის ,,დინამოს" ყველა ფეხბურთელის და წევრის მიმართ. აქვე ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მივიღეთ გადაწყვეტილება, თხოვნით მივამართოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტს, ჯაბა კანკავას წითელი ბარათის გაუქმებების თაობაზე.
თავდაპირველად ჩვენ არ გვსურდა, აღნიშნული ეპიზოდზე ასეთი დეტალური ჩაღრმავება, თუმცა საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე საკითხს მოყვა არაერთი სახის სპეკულაცია, მათ შორის არასპორტულ ჭრილშიც, ამიტომ მეტი სიცხადისთვის განვმარტავთ, რომ აღნიშნულ ინციდენტში მონაწილე პირები იდენტიფიცირებულები არიან, როგორც ჩვენთვის არის ცნობილია მოხდა შეხვედრა ფეხბურთელის წარმომადგენლებსა და ინციდენტში მონაწილე პირებს შორის.
ასევე ვაკონკრეტებთ, რომ აღნიშნული ინციდენტი გრძელდებოდა მატჩის მიმდინარეობისას რამდენიმე წუთის განმავლობაში და იგი არ ყოფილა განგრძობითი მთელი მატჩის განმავლობაში. აქვე გვსურს უსაფრთხოების სამსახურსა და პოლიციას გადავუხადოთ დიდი მადლობა უშუალოდ ინციდენტის დროს მაღალ დონეზე რეაგირებისა და მაღალი რისკის საფრთხის თავიდან აცილებისთვის.
აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ დინამოს ფეხბურთელები სრული შემადგენლობით, კლუბის ხელმძღვანელობასთან ერთად, მივიდნენ აღნიშნულ ტრიბუნასთან საიდანაც მიიღეს მხოლოდ პატივისცემა და აპლოდისმენტები, რაც მიუთითებს გორელი გულშემატკივრის მხრიდან სწორი ფასეულობების ქონას. ფეხბურთის ფუნდამენტური პრინციპის - პატივისცემის დაცვას, და ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ჩვენს კლუბს საქართველოში ერთ ერთი საუკეთესო გულშემატკივარი ჰყავს.'' - წერია ,,დილას'' განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება დაუსწრებლად 2025 წლის 8 მაისს გამოიტანა.

4 თებერვლიდან დღემდე მოქალაქეები გორის ცენტრში ყოველდღიურად აწყობენ
აქციას უკანონო პატიმრების გათავისუფლებისა და სამართლიანი
საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით.

,,ცეცხლი ოლიგარქიას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს''

ბოლო ერთი კვირის მანძილზე, ხაშურის მუნიციპალიტეტში 4 ადამიანის
დაჭრის ფაქტი დაფიქსირდა.

დღეს, 16 მაისს "ბათუმელების"/"ნეტგაზეთის" დამფუძნებლის მზია
ამაღლობელის პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე, სამედიცინო ექსპერტი
გივი ჩხარტიშვილი დაიკითხა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები